გურამ შარაძის სახელობის პრემია დაწესდება


sharadze_guram_50x70-1001[1]
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძეს განცხადებით, ემიგრანტული საარქივო დოკუმენტების საუკეთესო მეცნიერული კვლევისათვის, ცნობილი ქართველი ფილოლოგისა და ისტორიკოსის, გურამ შარაძის სახელობის პრემია დაწესდება.

გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო – „საუბრები გურამ შარაძეზე”, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გუშინ, 16 მაისს გაიმართა. მეცნიერი კოლეგებმა და სტუდენტებმა გაიხსენეს. საგამოფენო დარბაზში ეროვნული არქივის საცავებში დაცული, გურამ შარაძის მიერ საქართველოში ლევილიდან და ჰარვარდიდან ჩამოტანილი პირველი რესპუბლიკის საარქივო მასალები გამოიფინა.

​ღონისძიებას ესწრებოდა ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელი ფერიდე კვაჭანტირაძე. მან ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გურამ შარაძის საქმიანი ურთიერთობა გაიხსენა და განაცხადა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკაში გურამ შარაძის სახელობის კაბინეტის დაარსება იგეგმება.​

​თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, რუსუდან კობახიძემ წაიკითხა მოხსენება თემაზე „გურამ შარაძე და ქართული ემიგრაცია”.

გურამ შარაძის მიერ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის გადაცემულ მაღლაკელიძეების არქივზე ცენტრის თანამშრომელმა ეთერ ქავთარაძემ ისაუბრა.

საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული, გურამ შარაძის მიერ ლევილიდან და ჰარვარდიდან ჩამოტანილ საარქივო მასალაზე საზოგადოებას ინფორმაცია ეროვნული არქივის თანამშრომელმა, თამარ გაბუნიამ მიაწოდა.

გურამ შარაძეზე, როგორც მასწავლებელსა და კოლეგაზე, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელმა ნათელა ჩიტაურმა ისაუბრა.

„საუბრები გურამ შარაძეზე” დასრულდა გიორგი შარაძის ფილმით „ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება”.

http://www.city.kvira.ge/2017/05/17/

Advertisements
Posted in 2017, გურამ შარაძე, Sharadze | Tagged | დატოვე კომენტარი

გურამ შარაძის ხსოვნის საღამო ეროვნული არქივის პავილიონში


 

3044[1]ქართველი ფილოლოგისა და ისტორიკოსის, გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გაიმართა.

„საუბრები გურამ შარაძეზე“ _ ასე ეწოდა ღონისძიებას, რომელზეც კოლეგებმა და სტუდენტებმა მეცნიერი გაიხსენეს. პავილიონში წარმოდგენილი იყო ეროვნული არქივის საცავებში დაცული, გურამ შარაძის მიერ საქართველოში ლევილიდან და ჰარვარდიდან ჩამოტანილი პირველი რესპუბლიკის საარქივო მასალები.

„გურამ შარაძე და ქართული ემიგრაცია“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლის, რუსუდან კობახიძის მოხსენების თემა იყო. გურამ შარაძის მიერ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისათვის გადაცემულ მაღლაკელიძეების არქივზე ცენტრის თანამშრომელმა ეთერ ქავთარაძემ ისაუბრა. საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცულ, გურამ შარაძის მიერ ლევილიდან და ჰარვარდიდან ჩამოტანილ საარქივო მასალაზე საზოგადოებას ინფორმაცია ეროვნული არქივის წარმომადგენელმა თამარ გაბუნიამ მიაწოდა. გურამ შარაძეზე, როგორც მასწავლებელსა და კოლეგაზე, ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომელმა ნათელა ჩიტაურმა ისაუბრა. ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა ფერიდე კვაჭანტირაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გურამ შარაძის საქმიანი ურთიერთობა გაიხსენა. მანვე აღნიშნა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა გურამ შარაძის სახელობის კაბინეტის დაარსებას გეგმავს.

ღონისძიებას ესწრებოდა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე. მისი თქმით, იგეგმება გურამ შარაძის სახელობის პრემიის დაწესება ემიგრანტული საარქივო დოკუმენტების საუკეთესო მეცნიერული კვლევისათვის.

„საუბრები გურამ შარაძეზე“ დასრულდა გიორგი შარაძის ფილმით „ერის ისტორიული მეხსიერების დაბრუნება“.

http://www.archives.gov.ge/ge/page/guram-sharadzis-xsovnis-sagamo-erovnuli-arqivis-pavilionshi#prettyPhoto

Posted in 2017, შარაძე, Sharadze | Tagged | დატოვე კომენტარი

რუსუდან შარაძის პრესკონფერენცია. 19.05.16


 

რეპორტიორი. 19 მაისი, 2016

Posted in Sharadze | Tagged , | დატოვე კომენტარი

რუსუდან შარაძე: მინდა, ყველაფერი გიამბოთ, მაგრამ ვშიშობ…


რუსუდან შარაძეაკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობიდან 9 წელი სრულდება. მომხდარი დანაშაულის განახლებული გამოძიება 2 წელია მიმდინარეობს. როგორც შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე „რეპორტიორთან” საუბარში აცხადებს, საგამოძიებო პროცესის მიმართ  ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებულია, რომ სამართალი იზეიმებს.

„ბევრი საუბრის უფლება არ მაქვს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩემი მოთხოვნები, რაც კი აქამდე საკითხი დამიყენებია, ყველა ფორმით კმაყოფილდება. ამის გამო ძალიან მადლობელი ვარ ბატონი ირაკლი შოთაძის. გამოძიება მიმდინარეობს, საქმეს უძღვება ძალიან გამოცდილი გამომძიებელი გიორგი ლომთაძე. დიდი იმედით ვუყურებ ამ პროცესს. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ყველაფერი დასრულდება ჩვენს სასარგებლოდ. პროცესი მარტო პროკურატურაზეც არაა დამოკიდებული, მოწმეებიც ხომ უნდა გამოჩნდნენ და თქვან, რაც დაინახეს საკუთარი თვალით. მამაჩემის მკვლელობას ჰყავს ათეულობით თვითმხილველი, გადაღებულია ფირზეც, მაქსიმალურად ხდება ამ ფირიდან ინფორმაციის ამოღება. ძალიან მინდა, ყველაფერი გიამბოთ, მაგრამ ვშიშობ, ყველაფერი არ გავაფუჭო ჩემი სულსწრაფობით.

საქმის პროკურორთან კომუნიკაცია მაქვს ყოველდღიური. ვხვდები როგორც მთავარ პროკურორს, ისე ბატონ გიორგი ლომთაძეს. ვთანამშრომლობთ და ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე ნაბიჯს არ ვდგამთ. მაქვს იმედი, რადგან საქმე საიმედო ხელშია. სამართალი აუცილებლად იზეიმებს!” – განაცხადა შარაძემ.

Posted in Sharadze | Tagged | დატოვე კომენტარი

გურამ შარაძე – 75


12072832_929267433813395_3788908917683264795_n[1]დღეს დიდი ქართველი – გურამ შარაძე 75 წლის გახდებოდა.

დიდია მისი ღვაწლი სამშობლოს მიმართ და ამ ღვაწლს არასოდეს დაივიწყებს მადლიერი ქართველი!

Posted in 2015, გურამ შარაძე | დატოვე კომენტარი

გურამ შარაძის მკვლელობიდან 8 წელი გავიდა


გურამ შარაძის მკვლელობიდან 8 წლისთავზე, მელიქიშვილის გამზირზე, მისი მკვლელობის ადგილზე საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტი მიმართული იყო „ნაციონალური მოძრაობის”, მისი მხარდამჭერი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ.

როგორც აქციის ორგანიზატორმა, გურამ შარაძის შვილმა რუსუდან შარაძემ განაცხადა, უამრავი გახმაურებული საქმეა დღემდე გამოუძიებელი და აუცილებელია სამართლიანობის აღდგენა.  შარაძე იმედს არ კარგავს, რომ მამამისის მკვლელი აუცილებლად დაისჯება.

აქციას ესწრებოდნენ გურამ შარაძის ნათესავები, მეგობრები და მისი მომხრეები.

2007 წლის 20 მაისს ყოფილი პარლამენტარი, აკადემიკოსი გურამ შარაძე თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან 3-ჯერ ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად შარაძე ადგილზე გარდაიცვალა.

http://reportiori.ge/?menuid=3&id=65920

Posted in 2015, გურამ შარაძე | დატოვე კომენტარი

რუსუდან შარაძის პრესკონფერენცია. 18.05.2015


Posted in 2015, Sharadze | დატოვე კომენტარი