ათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილს

 

 სხვადასხვა

 

                ბევრი მეკითხება, რატომ არ მივიღე მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში და რატომ არ ვდგევარ ახალგაზრდა პრეზიდენტის გვერდით. ამიტომ მივმართავ ქვეყნის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, რომ მხარს დაგიჭერთ და გვერდში დაგიდგებით, თუ სასწრაფოდ გადადგამთ რეალურ ნაბიჯებს:

1. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად და საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობის შესანარჩუნებლად;

2. მოქალაქეთა საბუთებში ეროვნებისა და მამის სახელის აღსადგენად;

3. ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, კონსტიტუციური ნორმის ასამოქმედებლად და საქართველოს ყველა მოქალაქისათვის მისი აუცილებელი ცოდნის დასაკანონებლად (ამასთან ერთად, ოფიციალური შეხვედრების დროს, პოლიგლოტობის ნაცვლად, უნდა გამოიყენოთ მხოლოდ სახელმწიფო ენა, როგორც ამას პროტოკოლი ითვალისწინებს);

4. რელიგიის კანონის მისაღებად და მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოსაცხადებლად (როგორც ეს იყო საქართველოში 1500 წლის მანძილზე და როგორც იყო და არის დღესაც საბერძნეთში!). ამასთან, ანტიმართლმადიდებლური, ტოტალიტარული და აგრესიული სექტების წინააღმდეგ ბრძოლის გამოსაცხადებლად;

5. საქართველოსათვის უცხო და უკანონო ე.წ. ხუთჯვრიანი დროშის სახელმწიფო დროშად გამოცხადების უარსაყოფად (თქვენს პარტიულ დროშად კი, რომელიც გნებავთ, ის გამოიყენეთ);

6. ქართველი ხალხის დაუკითხავად 400 ათასი ე.წ. თურქი მესხის საქართველოში დაბრუნებისთვის ევროსაბჭოში აღებული ვალდებულების გასაუქმებლად;

7. ლუსტრაციის კანონის დაუყოვნებლივ მისაღებად და აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნებისა და ბალტიისპირეთის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მსგავსად, საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების თანამშრომელთაგან გასაწმენდად;

8. საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროსაბჭო, ეუთო…) და სხვადასხვა ფონდების, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებული ელჩებისა და დიპლომატების საქართველოს საშინაო საქმეებში უხეშად ჩარევის აღსაკვეთად (პირველ რიგში, ვგულისხმობ აშშ-ის ელჩს რიჩარდ მაილსს და სოროსის ფონდს, აგრეთვე, “კმარას” და უცხოეთიდან დაფინანსებულ ზოგიერთ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, კერძოდ, ე.წ. თავისუფლების ინსტიტუტს));

9. ეკონომიკური ამნისტიის დეკლარაციის მოსამზადებლად და უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, განსაკუთრებით, ქართული კაპიტალის მოსაზიდად და მოსახლეობის დანაზოგების სახელმწიფოს მხრიდან სერტიფიცირებულ ქართულ ბანკებში დასაზღვევად;

10. ყველა კორუმპირებულის წინააღმდეგ დაუნდობელი ბრძოლის გასაჩაღებლად (განურჩევლად ხელისუფალთა მხრიდან მათდამი კლანური და პარტიული დამოკიდებულებისა თუ პირადი სიმპათია-ანტიპათიისა).

 

გურამ შარაძე

5 იანვარი, 2004

 

One Response to ათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილს

  1. mate ამბობს:

    მადლობთ ამ სტატიისთვის. აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ გურამს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s