“გადახედეთ ქართული პოლიტიკის უახლოეს ისტორიას, ვინ დატოვეს ცოცხალი?!”

 

საქართველოს უახლეს ისტორიაში პოლიტიკურ მკვლელობებს უმძიმესი და ტრაგიკული ადგილი უკავია. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას არაერთი პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწე დააკლდა: მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია, ჟიული შარტავა, სოლიკო ხაბეიშვილი, გიორგი ჭანტურია, ნუგზარ საჯაია, ზურაბ ჟვანია, ბადრი პატარკაციშვილი და სხვები… მათი უმრავლესობა მოკლეს, ზოგმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა, საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ყველა იმ ადამიანის გარდაცვალება, რომლებსაც ,,ყველა სიახლე’’ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, პოლიტიკური მკვლელობა იყო…

 

1989 წლის 13 ოქტომბერს ავტოკატასტროფაში

დაიღუპა  მერაბ კოსტავა

 1989 წლის 13 ოქტომბერს რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ ბორითთან ავტოკატასტროფა მოხდა. შემთხვევის ადგილზე ეროვნული მოძრაობის ლიდერი მერაბ კოსტავა დაიღუპა. ამავე ავტომობილში ისხდნენ ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერებიც _ თამრიკო ჩხეიძე და ზურაბ ჭავჭავაძე. საჭეს ქალბატონი თამრიკო მართავდა, რომელიც ასევე მძიმე ტრავმებით გადაიყვანეს საავადმყოფოში. უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს საავადმყოფოში ზურაბ ჭავჭავაძეც, რომელიც მოგვიანებით მდგომარეობიდან თითქოს გამოვიდა, მაგრამ იმავე წელს ბოტკინის დიაგნოზით გარდაიცვალა. მომხდარს თამრიკო ჩხეიძე ასე იხსენებს: _ 1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავასა და ზურაბ ჭავჭავაძესთან ერთად ქუთაისში მივემგზავრებოდი. სოფელ ბორითთან ავარია მოგვიხდა. იმ დროს ნამდვილად არ მიფიქრია ამაზე, რომ ეს შესაძლოა, მოწყობილი ყოფილიყო, თუმცა, დღეს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს შემთხვევითი ავარია არ იყო. ავარიის შედეგად მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე მძიმედ დაშავდნენ, თუმცა, როგორც მივხვდი, მერაბი გრძნობდა რაც მის გარშემო ხდებოდა, უბრალოდ, ლაპარაკის უნარი არ ჰქონდა და თითქოს მომხდარზე შეშფოთებას გამოხატავდა. აშკარად ეწინააღმდეწგებოდა ნემსის გაკეთებას. მოგეხსენებათ, შემთხვევის ადგილზე საკმაოდ მალე მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა.

_ ანუ, ვერსია, რომ მერაბ კოსტავა სიცოცხლეს რაღაც ინექციით გამოასალმეს, რეალობაა?

_ არ შემიძლია, ეს დანამდვილებით ვთქვა, მაგრამ ამის შესაძლებლობა ნამდვილად დიდია. 

_ ამბობენ, რომ ზურაბ ჭავჭავაძე, როგორც მოწმე მოიშორეს.

_ როგორც მოწმე, არ ვიცი, მაგრამ როგორც არასაურველი პოლიტიკური ფიგურა _ კი, თუმცა არც ამ ვერსიის გამორიცხვა შეიძლება.

_ ქალბატონო თამარ, 19 წელი გავიდა მერაბ კოსტავას და ზურაბ ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან, დღევანდელი გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, ვის აძლევდა ხელს ყველაზე მეტად მათი მოშორება?

_ ფაქტია, რომ ამით დაინტერესებული იყო არსებული ხელისუფლება. მაშინ მმართველი ძალა ვინც იყო, ყველასათვის ცნობილია, თუმცა ასეთი რაღაცეები თბილისში რომ არ წყდებოდა, ესეც ნათელია.

_ როგორც ამბობენ, იმ დღეს მერაბ კოსტავა დასავლეთში თქვენთან ერთად იმიტომ გაემგზავრა, რომ აქციაზე ზვიად გამსახურდიასთან რაღაც უთანხმოება მოუვიდა…

_ შესაძლოა, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ჭორის დონეზე მსმენია და ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ კა-გე-ბე რომ მუდმივად ცდილობდა მათ დაპირისპირებას, ეს ყველასთვის ცნობილია.

ცხადია, კოსტავა და ჭავჭავაძე არსებული რეჟიმისთვის არასასურველი პოლიტიკური ფიგურები იყვნენ და მათი მკვლელობებეი არსებული ხელისუფლების ინტერესის სფეროში შედიოდა.

 

1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდიამ, ოფიციალური ვერსიით,

სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში, ღურწკაიების ოჯახში აღესრულა. 1993 წლის ოქტომბრის მიწურულს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაცვის რამდენიმე წევრსა და მხარდამჭერთან ერთად იძულებული შეიქნა, თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისთვის შეეფარებინა. როგორც ამბობენ, შექმნილი ვითარების გამო ბატონი ზვიადი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო და თვითმკვლელობის მიზეზიც დეპრესიული ფონი გახდა, თუმცა პრეზიდენტის ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ გამსახურდია მოკლეს…

როგორც ცნობილია, სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა და თავი ჩეჩნეთს შეაფარა, თუმცა მას კანონიერი ხელისუფლების აღდგენისთვის ბრძოლა არ შეუწყვეტია. 1993 წლის სექტემბრის დასასრულს ზვიად გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა. მისი მიზანი იყო აფხაზეთში არსებული საომარი ვითარების შეცვლა და დევნილი ხელისუფლების აღდგენა. საქართველოში გამსახურდიას ჩამოსვლის შემდეგ სამეგრელო და დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილი პირველი პრეზიდენტის მომხრეთა კონტროლქვეშ აღმოჩნდა და საქართველოში, ფაქტობრივად, ორხელისუფლებიანობა დამყარდა. სწორედ ამ მომენტში შევარდნაძის ხელისუფლებამ საქართველოში ბალტინის ფლოტი ჩამოიყვანა, რომელმაც სამეგრელო ,,წარმატებით მოიარა’’, რაც თავისთავად პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული აქცია იყო… ზვიად გამსახურდიასტან დახლოებული პირები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბატონი ზვიადი მორწმუნე ადამიანი იყო და სიცოცხლეს თვითმკვლელობით არავითარ შემთხვევაში არ დაასრულებდა! ისინი დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი შევარდნაძის რეჟიმის მსხვერპლია.  

1993 წელს, სავარაუდოდ, 27 სექტემბერს,

ჟიული შარტავა დახვრიტეს

აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე ჟიული შარტავა აფხაზმა სეპარატისტებმა დახვრიტეს. როგორც ცნობილია, შარტავას სოხუმი ედუარდ შევარდნაძესთან ერთად უნდა დაეტოვებინა, მაგრამ, რატომღაც იგი ალმოდებულ ქალაქში დარჩა, რომელიც სეპარატისტებს უკვე დაკავებული ჰქონდათ. დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა _ რატომ დარჩა ჟიული შარტავა აფხაზების მიერ აღებულ სოხუმში და რატომ არ დატოვა მან აფხაზეთი მთავარსადრალთან ერთად? ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზი სეპარატისტებისთვის ქართველი მაღალჩინოსნის დატყვევება უფრო სასურველი უნდა ყოფილიყო, რატომღაც აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის დახვრეტა გადაწყვიტეს (?)… თვითმხილველები იმასაც იხსენებენ, რომ სოხუმის დაცემამდე რამდენიმე საათით ადრე, სამხედრო საბჭოზე ბატონი ჟიული უჩვეულოდ ცუდ გუნებაზე ყოფილა და შევარდნაძეს უთქვამს: შენ აქ უფრო საჭირო ხარ და იქნებ, აფხაზეთის მთავრობის შენობაში დაბრუნდეო… რამდენიმე საათში საქართველოს ხელისუფლებამ სოხუმი დატოვა, ჟიული შარტავა კი დარჩა… დარჩა სამუდამოდ…

1993 წლის 10 მარტს საკუთარ სახლში მოკლეს

თბილისის პროკურორი მიხეილ ქურდაძე 

1993 წლის 10 მარტს, კოსტავას ქუჩაზე, საკუთარ სახლში მოკლეს თბილისის პროკურორი მიხეილ ქურდაძე. მოარული ხმების თანახმად, ქურდაძეზე შური კრიმინალურმა სამყარომ იძია, თუმცა პროკურორის ახლობლებს არ სჯერათ ამ ვერსიის და ამბობენ _ ეს საქმე ხელისუფლებას ობიექტურად რომ გამოეძიებინა, პროკურორის მკვლელობა გაუხსნელ საქმეთა რიცხვს აუცილებლად დააკლდებოდაო…

1994 წლის 3 დეკემბერს საკუთარ სახლთან

დაცხრილეს გია ჭანტურია

1994 წლის 3 დეკემბერს საკუთარ სახლთან მოკლეს ,,ეროვნულ-დემოკრატიული’’ პარტიის ხელმძღვანელი გია ჭანტურია, რომელსაც მეუღლე ირინა სარიშვილიც ახლდა. ქალბატონ ირინას სამი ტყვია მოხვდა და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. გია ჭანტურიას მკვლელობისთვის მხედრიონელები გასამართლდნენ, თუმცა სარიშვილი პროტესტის ნიშნად არც ერთ პროცესს არ დასწრების. ქალბატონი ირინა მკვლელობის დამკვეთად უშიშროების იმჟამინდელ მინისტრ იგორ გიორგაძეს ასახელებდა და ამ ვანდალურ მკვლელობაში ბრალს სწორედ, მას სდებდა, თუმცა ბოლო ხანს პოზიცია შეიცვალა და იგორ გიორგაძის პოლიტპარტნიორი გახდა. დღეს სარიშვილი მეუღლის მკვლელობაში დამნაშავედ შოთა კვირაიას მიიჩნევს, რომელიც ედუარდ შევარდნაძის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შს მინისტრი იყო.

1994 წლის 2 თებერვალს საკუთარ სახლში

ააფეთქეს ნიკუშა კეკელიძე

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკუშა კეკელიძე, როგორც ამბობენ, იმ დროს თავდაცვის სისტემაში გავლენიანი ფიგურა იყო და ჩეხეთიდან იარაღის შემოტანას კურატორობდა. იმასაც ამბობენ, კეკელიძეს სთხოვდნენ, ჩეხეთიდან იარაღი სახელმწიფოს ხარჯით შემოიტანე და წილში ჩაგსვამთო, მაგრამ ნიკუშა გარიგებაზე არ წასულა და შედეგმაც არ დააყოვნაო…

1994 წლის 20 აპრილს საკუთარ სახლთან

დაცხრილეს გენერალი გია გულუა 

1994 წლის 20 აპრილს ასევე საკუთარ სახლთან მოკლეს ზუგდიდის ყოფილი კომენდანტი, სატრანსპორტო კომისიის უფროსი, გენერალი გია გულუა.

ამ მკვლელობისთვისაც მხედრიონელები გასამართლდნენ, თუმცა დღემდე უცნობია, ვინ იყო მკვლელობის დამკვეთი. როგორც ამბობენ, პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის დროზე ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაცია სწორედ გია გულუას დავალა და გენერალი სანდო ჯგუფით ზუგდიდის ტყეებში თავდაუზოგავად ეძებდა საქართველოს პირველ პრესიდენტს… მოარული ხმებით, გულუაზე თითქოს ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა იძიეს  შური, მაგრამ მეორე მხრივ, ლაპარაკობენ იმაზეც, რომ ,,მავრმა თავისი საქმე შეასრულა და მავრი მოიცილეს’’… ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, გულუას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ჯაბა იოსელიანთან და გენერალი ახლობლებს გაუფრთხილებიათ კიდეც, რომ მხედრიონელები მის ლიკვიდაციას გეგმავდნენ… როგორც ცნობილია, მკვლელობამდე ორი დღით ადრე გია გულუა ედუარდ შევარდნაძეს ტელეფონზე ესაუბრა, თუმცა, მათი საუბრის დეტალები უცნობია.

1995 წლის 20 ივნისს საკუთარ სადარბაზოსთან

დაცხრილეს სოლიკო ხაბეიშვილი

1995 წლის 20 ივნისს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან დაცხრილეს შევარდნაძის ფონდ ,,დემოკრატია და აღორძინების’’ თავმჯდომარე სოლიკო ხაბეიშვილი. მისი მკვლელობის საქმე სასამართლომდეც მივიდა და შემსრულებლების ვინაობაც ცნობილი გახდა. ხაბეიშვილის მკვლელობისთვის მხედრიონელები გასამართლდნენ. მოტივად ფინანსური დავა დასახელდა, რასაც ბატონი სოლიკოს ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ და მკვლელობის პოლიტიკურ სარჩულზე საუბრობენ… ერთ-ერთ ინტერვიუში, ხაბეიშვილის მეუღლე აცხადებს:  ,,სოლიკო გვიან მიხვდა, რომ შევარდნაძე უპირისპირდებოდაო’’.

2001 წლის 26 ივნისს საკუთარ სახლში

მოკლული ნახეს გიორგი სანაია

ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’-ის ჟურნალისტი გიორგი სანაია, ოფიციალური ვერსიით გრიგოლ ხურცილავამ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი შელაპარაკების შედეგად მოკლა, თუმაცა საზოგადოებაში დღემდე არსებობს მოსაზრება, რომ სანაიას მკვლელობას პოლიტიკური სარჩული ედო. ყოველ შემთხვევაში, სანაიას მკვლელობით პოლიტიკურმა წრეებმა აშკარად ისარგებლეს და გახმაურებული მკვლელობა საქართველოში ლამის რევოლუციის საფუძველიც კი გახდა.

როგორც სანაიას ახლო მეგობრები იხსენებენ, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, სანაიას ეკლესიაში გადასვენების წინა საღამოს ჟურნალისტის სახლში საპატრიარქოდან დაურეკავთ და უთქვამთ, რომ სიონში შუაღამისას უნდა გადაესვენებინათ. მათივე განმარტებით, ამ თხოვნის მიზეზი მოარული ხმები გახდა, რომლის თანახმადაც, თითქოს, გარკვეული ძალები სანაიას ცხედრის გატაცებისა და პროცესების მათთვის სასურველი სცენარით განვითარებისთვის ემზადებოდნენ… ჟურნალისტის მეგობრების მტკიცებით, მაშინ საპატრიარქოდან დარეკვამ განაპირობა ის, რომ ქვეყანაში არეულობა არ დაიწყო, რაც, სავარაუდოდ, ხელისუფლების გადაყენებით დასრულდებოდა…

როგორც ცნობილია, სანაიას მკვლელობიდან რამოდენიმე თვეში ,,რუსთავი 2’’-ში უშიშროების სამსახური ფინანსური მდგომარეობის შესამოწმებლად შევიდა, რასაც ტელეკომპანიის და საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ, შევარდნაძეს ულტიმატუმი წაუყენა, რომ ის თანამდებობას დატოვებდა და სანაცვლოდ მინისტრთა კაბინეტის შეცვლა მოითხოვა. პრეზიდენტმა მთავრობა დაითხოვა, ჟვანია ოპოზიციაში გადავიდა…

2002 წლის 25 თებერვალს, ოფიციალური ვერსიით,

ნუგზარ საჯაიამ თავი მოიკლა

2002 წლის 25 თებერვალს კანცელარიაში, საკუთარ კაბინეტში, ოფიციალური ვერსიის თანახმად, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა უშიშროების საბჭოს მდივანმა ნუგზარ საჯაიამ. მისი ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ ეს თვითმკვლელობა იყო და მიაჩნიათ, რომ საჯაია პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლია, თუმცა ამ საკითხებზე მედიასთან არ ლაპარაკობენ. უშიშროების ყოფილი მდივნის საქმე, როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღემდე არ დახურულა, და სავარაუდოდ, ეს საქმეც თაროზეა შემოდებული. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, საჯაიას მკვლელობით ის ძალები იყვნენ დაინტერესებული, ვისაც ედუარდ შევარდნაძის დასუსტება და პროცესების მართვა საკუთარი გეგემების მიხედვით სურდათ. როგორც კულუარებში ამბობენ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ამომწურავ ინფორმაციას ედუარდ შევარდნაძეს მხოლოდ ნუგზარ საჯაია აწვდიდა და მისი გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტი სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში მოექცა…

2002 წლის 20 ნოემბერს კახი ასათიანი საკუთარ

ავტომანქანაში ჩაცხრილეს

2002 წლის 20 ნოემბერს, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საღამოს 7 საათზე საკუთარ ავტომანქანაში ჩაცხრილეს კახი ასათიანი. როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდან ჩანდა, მკვლელი ,,აკმ’’-ის ტიპის მაყუჩიანი ავტომატური იარაღიდან ისროდა. ექსპერტიზის ცნობით, 16 ნასროლი ტყვიიდან კახი ასათიანს 7 მოხვდა. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ მკვლელი მაღალი, ათლეტური აღნაგობის მამაკაცი იყო, თუმცა კახი ასათიანის მკვლელობისთვის დღემდე არავინ დასჯილა და ეს საქმეც თაროზეა შემოდებული. სპორტისა და ტურიზმის იმჟამინდელი მინისტრი, ავიაკომპანია ,,აირზენას’’ ვიცე-პრეზიდენტი კახი ასათიანი დიდი გავლენითა და პატივისცემით სარგებლობდა როგორც სპორტის, ისე ბიზნესწრეებში. ასათიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, ორი ძირითადი ვერსია ვრცელდებოდა, პირველი ,,აირზენაში’’ მის საქმიანობას უკავშირდებოდა. კერძოდ, თითქოს, კახი ასათიანი ლიკვიდაციით კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი იყო დაინტერესებული… ფაქტია, რომ ცნობილი სპორტსმენის და ბიზნესმენის მკვლელობის შემდეგ, ,,აიზენას’’ აქციების ერთი ნაწილი ტარიელ ონიანის მეუღლის სახელზე გადაფორმდა… მეორე მხრივ, ლაპარაკობდნენ იმაზეც, რომ ბატონი კახი შურისძიების მსხვერპლი გახდა და მისი მკვლელობა ცნობილი კალათბურთელის დუდუ დადიანის მკვლელობის გაგრძელება იყო… ასათიანის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გამოძიება სრულფასოვნად არ ჩატარდა და ხელისუფლებამ კახის მკვლელები არ დასაჯა! სავარაუდოდ, სამართალდამცავებმა კახი ასათიანის მკვლელობის შემკვეთებზე გასვლა ვიღაცის ბრძანების შედეგად ვერ გაბედეს და შემსრულებელიც ამიტომ გადაურჩა დაპატიმრებას!

2005 წლის 3 თებერვალს კონსპირაციულ ბინაში გაზით გაგაუდული

პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცხედარი აღმოაჩინეს

2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოს ქუჩაზე, კონსპირაციულ ბინაში, ,,გაზით გაგუდული’’ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას და მისი მეგობრის, რაულ იუსუფოვის გვამები აღმოაჩინეს. უბედური შემთხვევის ვერსია 3 თებერვალს დილის ცხრის ნახევარზე საზოგადოებას შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ამცნო და ხელისუფლება დღემდე ამ პოზიციაზეა, თუმცა ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები უბედურ შემთხვევას კატეგორიულად გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო. რამდენიმე კვირის წინ ,,ყველა სიახლისთვის’’ მიცემულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრის მეუღლე ნინო ქადაგიძე 3 თებერვალს ასე იხსენებს:

_ როდესაც ვერაფრით გავარკვიე სად და როგორ იყო ზურა, ჩავიცვი და ფეხით წამოვედი წყნეთიდან, მანქანა იქ არ იყო და არაფერი… ნახევარ გზა გამოვლილი მქონდა, როდესაც მანქანა გამომიგზავნეს და შემთხვევის ადგილზე მიმიყვანეს… გვქონდა ინფორმაცია, რომ რაღაც მზადდებოდა. მთელი 10 თუ 15 წელი ამის შიშით ვცხოვრობდით, რაღაც არ მოსვლოდა ზურას… ღამე ვიღვიძებდი ხოლმე და ვამოწმებდი, სუთქავდა თუ არა, არ ვიყავით ბოლომდე დაცულები, როცა ფანჯარა ღია გვქონდა, სულ იმის შიში მქონდა ვინმე არ შემომძვრალიყო და არ მოეკლა. გადახედეთ საქართველოს უახლეს ისტორიას, ვინ დატოვეს ცოცხალი? რომელი ადამიანი, რომელიც რაღაცას წარმოადგენდა?! Bბოლო ერთი წელი, რევოლუციის შემდეგ, ზურას ძალიან გაუჭირდა… თანდათანობით იმკვიდრებდა თავს, მაგრამ ეს მძიმე ბრძოლის შედეგი იყო, ყველაფერზე ჭიდაობა უწევდა, სიცოცხლე გაუმწარეს!.. თავისას კი აღწევდა, მაგრამ ამაზე საჯაროდ არასდროს საუბრობდა…

_ ქალბატონო ნინო, შეგიძლიათ დასვათ ის მთავარი შეკითხვები, რაც თქვენ გამოძიებასთან გაქვთ?

_ (ფიქრობს) მთავარი შეკითხვაა, რატომ დატოვეს ეს კაცი ამდენი ხანი მარტო, უპატრონოდ, ვიდრე სული არ ამოხდა?! როგორ მოახერხეს ეს?! ეს ხომ წუთებში არ მომხდარა, იმდენი ხანი რატომ მიატოვეს, ვიდრე მისი მობრუნება შეუძლებელი გახდა?! სანამ ეს ყველაფერი არ დასრულდა, შიგნით არ შევიდნენ! ეს ერთი კითხვა მაქვს… როგორ შეიძლება ასეთი დაუცველი ყოფილიყო ეს ადამიანი?!Aარავინ ურეკავდა და ეკითხებოდა, ცოცხალი ხარ თუ არაო და რომ ურეკავდნენ და არავინ პასუხობდა, რეაგირება კი არ მოახდინა დაცვამ, ტელეფონის დასატენად გაიქცა სახლში… აბსოლუტური სიგიჟეა… მეორე შეკითხვა ასეთია, რატომ არ დაიჭირეს ეს ორი მთავარი მოწმე და რატომ არ დაჰკითხეს?! რატომ არ  დააპირისპირეს და რატომ გაუშვეს ისინი… აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ორივე მშვენივრად დაცულია და ფინანსურადაც მოწყობილები არიან… ყველაფერი გამოჩნდება…

 ძნელი სათქმელია, მოეფინება თუ არა ნათელი ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი გარდაცვალების ამბავს, რადგან ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში ან ტერაქტით არაერთი პოლიტიკური ფიგურა გარდაიცვალა და, თუკი რომელიმე მკვლელობის შემსრულებელი დაისაჯა, შემკვეთი სასჯელს ყოველთვის გადაურჩა.

2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის ქუჩაზე

აკადემიკოსი გურამ შარაძე მოკლეს

 2007 წლის 20 მაისს, საღამოს 20 საათზე, მელიქიშვილის ქუჩაზე აკადემიკოსი გურამ შარაძე მოკლეს. როგორც ცნობილია, იგი არსებული ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა. შარაძის მკვლელობის მოტივად საყოფაცხოვრებო უსიამოვნება დასახელდა. სამართალდამცავებმა მკვლელობიდან რამდენიმე წუთში გიორგი ბარათელი დააკავეს, რომელიც, თითქოს, გურამ შარაძის ვაჟზე გიორგიზე იყო განაწყენებული და შური მამამისზე იძია… ყოფილი პარლამენტარისა და საზოგადო მოღვაწის ოჯახის წევრები კატეგორიულად გამორიცხავენ გამოძიების მიერ შემოთავაზებულ ოფიციალურ ვერსიას და მომხდარს პოლიტიკურ მკვლელობად მიიჩნევენ. მოკლულის ქალიშვილი რუსუდან შარაძე აცხადებს: “რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ეს პოლიტიკური მკვლელობა იყო და მთავარი მიზეზი მამას პატრიოტული და შეურიგებელი ბუნება გახლდათ. პირველად ვამბობ: ეს ხელისუფლება ათასგზის შეეცადა გურამ შარაძის მოსყიდვას _ ხან ფული შესთავაზეს გაჩუმების სანაცვლოდ, ხან თანამდებობა. იყო მუქარაც, მაგრამ გურამ შარაძის გაჩუმება ვერ შეძლეს და ამიტომაც სამუდამოდ დაადუმეს”…

2008 წლის 13 თებერვალს ლონდონში, საკუთარ სახლში, გულის

შეტევით გარდაიცვალა ბადრი პატარკაციშვილი

2008 წლის 13 თებერვალს ლონდონში, საკუთარ სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა ბადრი პატარკაციშვილი, ესეც ოფიციალური ვერსიაა, თუმცა საზოგადოება ამ შემთხვევაშიც პოლიტიკურ მკვლელობაზე ლაპარაკობს. სკოტლენდ-იარდი ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების გამომწვევ მიზეზებზე დასკვნას 60 დღის შემდეგ დადებს, მანამდე კი საზოგადოებაში მყარად ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ ბიზნესმენი მოკლეს. ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ რამდენიმე თვის წინ პატარკაციშვილის შესაძლო ლიკვიდაციის შესახებ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა: ,,2005 წელს პატარკაციშვილის ლიკვიდაცია პირადად საქართველოს პრეზიდენტმა დამავალა. მან მე მიმანიშნა, მოდი, მოვიშოროთ, როგორც პრემიერ-მინისტრი რაფიკ ჰარირიო. მას პატარკაციშვილის ლიკვიდაციის სურვილი ჰქონდა, რადგან ის გავლენიანი ადამიანი იყო, პატარკაციშვილის საქართველოს პოლიტიკაში ბევრ რამეს წყვეტდა და იგი დანაკარგია არა მხოლოდ ქართული პოლიკიტისთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის’’…

როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას საქართველოს ხელისუფლება გეგმავდა და ამ სკანდალური განცხადების ავტორი მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილი არ გახლავთ. უცხოური ინტერნეტგამოცემები აქცენტს ბოლოდროინდელ განცხადებებზე აკეთებენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე პატარკაციშვილმა ,,სანდი ტაიმსში’’ ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც შს სამინისტროს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, სავარაუდოდ, საზოგდოებისთვის კარგად ცნობილი ,,მასტერა’’ ჩეჩენ ბოევიკს პატარკაციშვილის ლიკვიდაციის შესახებ ესაუბრებოდა! ამ ჩანაწერზე, რომელიც ბიზნსმენის ინიციატივით გაჟღერდა, პატარკაციშვილი სოდ-ის ხელმძღვანელ კოდუასთანაც საუბრობს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ იგივე ,,მასტერა’’ კანონიერ ქურდთან, პლატონ მამარდაშვილთანაც ლაპარაკობდა პრობლემაზე _ ბადრი პატარკაციშვილზე და ამ პრობლემის მოცილების გზებზე. არც ეს ჩანაწერი და არც შემდგომი, რომელშიც, სავარაუოდოდ, იგივე ,,მასტერა’’ ჩეჩენ ბოევიკს ავალებს პატარკაციშვილის ლიკვიდაციას, ქართველი სამართალდამცავების განსჯის საგანი დღემდე არ გამხდარა! თუმცა, საერთაშორისო არენაზე ეს ფარული ჩანაწერი დიდი მოთქმა-მოთქმის და ბიზნესმენის მოულოდნელი გარდაცვალების ერთ-ერთი ვერსიის საფუძველი გახდა.

არსებობს მოსაზრება, რომ პატარკაციშვილის მკვლელობა რუსეთის ხელისუფლების მიერ დაიგეგმა და განხორციელდა. ამ ვერსიის ერთ-ერთ მოტივად კი ის სახელდება, რომ თურმე, ბატონმა ბადრიმ ბევრი რამ იცოდა ვლადიმერ პუტინზე და ხელისუფლებაში მისი მოსვლის ისტორიაზე.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, პატარკაციშვილის მკვლელობაში მისი მეგობრისა და ბიზნესპარტნიორის, ბორის ბერეზოვსკის ხელი ურევია, რომელთანაც, როგორც ამბობენ, ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა… ძნელი სათქმელია, პატარკაციშვილის მოულოდნელი გარდაცვალება წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა იყო თუ ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული გარდაცვალება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პოლიტიკურ მკვლელობად შეფასდა…

 

მაია მარგველანი
“ყველა სიახლე”, 6-12 მარტი, 2008

6 Responses to “გადახედეთ ქართული პოლიტიკის უახლოეს ისტორიას, ვინ დატოვეს ცოცხალი?!”

  1. Armandina Wen ამბობს:

    Most of the times blogs are the same but i honestly enjoyed what i read. Grats !

  2. beachcoach ამბობს:

    This really is my first time i visit below. I located so most fascinating things inside your weblog specially its discussion. From the tons of comments on your articles, I guess I’m not the only 1 having all of the enjoyment here! retain up the fantastic perform well.

  3. Manana Sotkilava ამბობს:

    გურამ შარაძე ჩვენი დროის უკანასკნელი ტკივილია!

  4. Clara ამბობს:

    Thank you for your article.

  5. Arturo Decosta ამბობს:

    Thanks for another excellent post. Where else could anybody get that kind of information in such an ideal way of writing? I have a presentation next week, and I am on the look for such info.

  6. Ramaz Chachibaia ამბობს:

    სოფელი ხიბულა, სადაც ზვიად გამსახურდია აღესრულა, წალენჯიხის რაიონი კი არა ხობის რაიონია…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s