დღეს საქართველოს განათლების მინისტრი არ ჰყავს

 

მართლმადიდებლობა და რელიგიური სექტები

 

სვეტიცხოვლობის დიდ დღესასწაულზე, 14 ოქტომბერს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატი საკონსტიტუციო სარჩელის მიზეზი ხდება. იურისტები აცხადებენ, რომ ჩარჩო კანონზე მაღლა მდგომი კონკორდატი ანტიკონსტიტუციურია და ლახავს ადამიანის უფლებებს. ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული დოკუმენტით, რელიგიის მასწავლებლებს ნიშნავს, უფრო სწორად, ამტკიცებს საპატრიარქო. სარჩელის ავტორთა მტკიცებით, ეს არასწორია, რადგან ამით ფაქტობრივად მასწავლებლის დანიშვნის უფლება ერთმევა განათლების სამინისტროს.

კონკორდატის კონსტიტუციასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ დეპუტატ გურამ შარაძეს.

– ბატონო გურამ, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დიდი ხმაურით ხელმოწერილი კონკორდატი ანტიკონსტიტუციურია. ამიტომ მათ სარჩელით მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს… არასამთავრობოები წინააღმდეგი არიან, რელიგიის მასწავლებლები საპატრიარქოს მიერ იქნეს დამტკიცებული…

–  უნდა გითხრათ, რომ სხვას არაფერს ველოდი თქვენ მიერ დასახელებული ორგანიზაციებისგან. ისინი ფინანსდებიან უცხოური ორგანიზაციებისგან, რათა საქართველოში დაასუსტონ მართლმადიდებლური, 20 საუკუნოვანი სამოციქულო ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი და გამარჯვება აზეიმონ სექტანტებს – ანტიმართლმადიდებლებს. ასე რომ, აქ მოულოდნელი არაფერია. რაც შეეხება თვითონ კონკორდატს, მე თვითონ მაქვს მის მიმართ პრეტენზიები. მე კონკორდატის შემმუშავებელი ინტერფრაქციული ჯგუფის წევრი ვარ. პარლამენტში რატიფიკაციის დროს მას ხმა მივეცი, მაგრამ ერთი პირობით. თავიდანვე ვთქვით, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ პირობით ვთანხმდებით დღეს, რომ პარლამენტში რატიფიკაციის დღეს უნდა გამოვთქვა ჩემი პრეტენზიები-მეთქი. მე უკმაყოფილო ვარ ამ კონკორდატის პრეამბულის რამდენიმე მუხლით. კერძოდ, ჩემთვის სრულიად მიუღებელია პრეამბულაში იმის ფიქსირება, რომ საქართველოში მართლმადიდებლობა იყო სახელმწიფო რელიგია. ამ “იყოს” ვერაფრით შევეგუები. საქართველოში მართლმადიდებლობა იყო, არის და იქნება სახელმწიფო რელიგია. მერე რა, რომ რომანოვების რუსეთის “წმინდა” სინოდმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, კათალიკოსის ტახტი და გაარუსულა მართლმადიდებლობა. ამას დაემატა უღმერთო ათეისტური 70-80 წლიანი კომუნისტების დიქტატურა საბჭოთა საქართველოში და ნგრევა ქართული ეკლესიისა. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღვადგინოთ სახელმწიფო რელიგიად მართლმადიდებლობა, კი არ უნდა მოვიპოვოთ.

– კონკორდატის კიდევ რომელი პუნქტია თქვენთვის მიუღებელი?

– ჩემთვის სრულიად მიუღებელია ბოლშევიკურ-კომუნისტური მენტალიტეტის ჩანაწერი პრეამბულაში: ეკლესია დამოუკიდებელია სახელმწიფოსაგან. რით განსხვავდება ეს საბჭოთა  და სოციალ-დემოკრატების კონსტიტუციისგან? რატომ შექმნა უფალმა ეკლესია და მღვდელმსახურება. იმიტომ, რომ მღვდელმსახურები ცალკე იყვნენ ეკლესიაში გამოკეტილები და სახელმწიფო ცალკე? ამიტომ არის გაბატონებული სახელმწიფო სტრუქტურებში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კანცელარიაში კორუფცია, უღმერთობა.

რაც შეეხება რელიგიის მასწავლებლების დანიშვნას სკოლებში, დღეს მოქმედ რელიგიის მასწავლებელს უფლება ერთმევა საგნის მასწავლებლობის იმ შემთხვევაში, თუ მას საპატრიარქო არ დაამტკიცებს…

– კონკორდატში მითითებულია, რომ არის ფაკულტატური, არასავალდებულო. ასე რომ, საქართველოს სკოლებში მართლმადიდებლობის სწავლება იქნება მოსახლეობისა და მშობლების არჩევით. ხოლო მართლმადიდებლობის მასწავლებელი უნდა იყოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შემოწმებული. აბა, დღეს რომ საქართველოს სკოლებში რელიგიის მასწავლებლები ასწავლიან, ისინი მასწავლებლები არიან? იმათ ხომ ინჩი-ბინჩი არ იციან მართლმადიდებლობისა და რელიგიათმცოდნეობისა. მათ მიერ შედგენილი სახელმძღვანელოებიც კი ანტიქრისტიანული და ანტიმართლმადიდებლურია. ამიტომ, პირველ რიგში, ის არის გასარკვევი, – რას ვასწავლით ქართულ სკოლებში. რელიგიათმცოდნეობა სხვა რამეა და მას სხვა მასწავლებელი სჭირდება. მაგრამ თუ საქართველოს სკოლებში, როგორც კონკორდატი იძახის, ფაკულტატური არჩევით იქნება მართლმადიდებლობა, არა რელიგიების, არამედ მხოლოდ მართლმადიდებლობის, ამ შემთხვევაში ალეკო კარტოზიას და გორგილაძის მიერ შერჩეულ მასწავლებელს ვერ ვენდობი და აქედანვე უნდობლობას ვუცხადებ. რელიგიის მასწავლებელი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიის მიერ მომზადებული, ეს უნდა იყოს მხოლოდ სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული.

– თქვენ უნდობლობას უცხადებთ განათლების სამინისტროს. გამოდის, პარლამენტმაც უნდობლობა გამოუცხადა განათლების სამინისტროს კონკორდატის ამ სახით რატიფიცირებისას…

– რა თქმა უნდა, ეს არ არის პირველი შემთხვევა. მე ვაცხადებ, სანამ საქართველოს არ ეყოლება განათლების სამინისტრო, მანამ არანაირ კონკორდატზე საუბარი არ შეიძლება. დღეს საქართველოს განათლების სამინისტრო და განათლების მინისტრი არ ჰყავს. საქართველოს განათლების მინისტრი უნდა გადადგეს.

ბატონო გურამ, თუკი საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად ცნო კონკორდატი, თქვენი აზრით, როგორ განვითარდება შემდგომ მოვლენები, ურთიერთობა სახელმწიფოსა და რელიგიას შორის?

– უნდა გითხრათ, რომ დიდ ტრაგედიად არ მივიჩნევ. თუ ასე მოხდება, ჩვენი მოძრაობა, ჩემი მხარდამჭერი საზოგადოება მალე იწყებს მოძრაობას სახალხო რეფერენდუმისათვის, აგრეთვე მიღებულ იქნეს კონსტიტუციური გადაწყვეტილება კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე და შესაბამისად, კანონი რელიგიის შესახებ, რომლითაც მართლმადიდებლობა გამოცხადდება სახელმწიფო რელიგიად. მაშინ მოეღება ბოლო ყველა სექტის, სექტანტების და იმ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების პარპაშს, რომლებიც ფინანსდებიან ამ სექტებისაგან.

– თქვენ ამბობთ, რომ კონკორდატი რელიგიის კანონის მიღებამდე არაფერს არ ცვლის?

– მე კიდევ ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, მე მას ხმა მივეცი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი ათეისტური, უღმერთო საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციებისა და კონსტიტუციათა შესაბამისი კანონების შემდეგ. შეივსო ის საკანონმდებლო ვაკუუმი, როდესაც ეკლესიას საქართველოში დამცველი არ ჰყავდა. ამ კონკორდატით სახელმწიფომ აიღო ელემენტარული ვალდებულებები ეკლესიისა და მრევლის დასაცავად. ზურაბ ჟვანიამ რომ განაცხადა კონკორდატის რატიფიკაციის შეფასების დროს, რომ ამ კონკორდატის მიღებით უკვე დაესვა წერტილი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის საკითხს, ეს უმაღლესი გადაწყვეტილებაა, რომელმაც მოაგვარა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის პრობლემაო, მე მაშინ დავუძახე ძალიან მწარე რეპლიკა – ბატონო ზურაბ, რატომ გვახვევთ თავს თქვენს აზრს და რატომ გვიკრძალავთ ფიქრს, ნაბიჯი წინ გადავდგათ. წერტილი ამით დაესვა არა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის საკანონმდებლო შემოქმედებით მუშაობას, არამედ თქვენს პოლიტიკური მოღვაწეობის ამ მხარეს, როცა ასე აფასებთ კონკორდატს-მეთქი. ვიმეორებ, არ მოვისვენებ მანამ, სანამ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს კანონს რელიგიის შესახებ, სანამ არ აღდგება საქართველოში სახელმწიფო რელიგია, მანამ კონკორდატი მე მიმაჩნია მხოლოდ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად უღმერთო ათეისტური საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციისა და საკანონმდებლო აქტების შემდეგ.

 

შორენა კოწოწაშვილი
“ახალი თაობა”, 26 ნოემბერი, 2002

2 Responses to დღეს საქართველოს განათლების მინისტრი არ ჰყავს

  1. Boorman ამბობს:

    Happy New Year 2011! Thnkx so much for this! I have not been this thrilled by a post for a long time! You’ve got it, whatever that means in blogging. Anyway, You are certainly somebody that has something to say that people need to hear. Keep up the great work. Keep on inspiring the people!

  2. Elizabet Salzwedel ამბობს:

    Thanks for another informative website. Where else could I get that type of information written in such an ideal way? I’ve a project that I’m just now working on, and I have been on the look out for such info.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s