2005 – I

 

ასი წერილი ქართველ ერს!

2005  წელი

ნაწილი I

 

***

გურამ შარაძე ახალ განგაშს ტეხს 

წერილი პირველი

 ქართულ მედიაში გავრცელებული ანონიმური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, თურმე, მოსკოვში “ბოლშაია გრუზინსკაიაზე’’ მდებარე ბაგრატიონების სასახლე, მუზეუმი და ის უნიკალური ექსპონატები გაუსხვისებია, რომლებიც ქართველი მეფეებისა და უფლისწულების პირად საკუთრებას წარმოადგენდა… იმავე ანონიმი წყაროს ცნობით, ქართული სათვისტომოს მესვეურთა განცხადებით, თურმე დაკარგულია სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის წითელი პიანინო, ბაგრატიონთა საგვარეულო ოქროს საათი და უამრავი მემორიალური ნივთი, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 100 ათას დოლარზე ნაკლები არ ყოფილა, ხოლო ბაგრატიონთა ყოფილ სასახლეში მოსკოვის ზოოპარკის მომღერალ ფრინველებს დაუდიათ, თურმე ბინა!.. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ შარაძე ამ ანონიმური ინფორმაციის უკან განათლების მინისტრის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საგანგებოდ აგორებულ პიარ-კამპანიასა და იმ ფარულ საქმიანობას ხედავს, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დისკრედიტაციასა და საბოლოოდ გაქრობას ისახავს მიზნად!.. “ასავალ-დასავალი” გურამ შარაძეს დაუკავშირდა:

- ბატონო გურამ, მართლა მეცნიერებათა აკადემიამ გაყიდა და გაანიავა მოსკოვში ქართველ მეფეთა ქონება?

- პირველ რიგში, მთელ საქართველოს და თქვენს გაზეთს მივულოცავ შობა-ახალ წელს!.. ჩემი ნება რომ იყოს, თქვენს გაზეთს “ასავალ-დასავალს” კი არა, “ასავალ-ასავალს” დავარქმევდი, რადგან თქვენ იმოდენა ავტორიტეტი გაქვთ, ისე უყვარხართ მთელ საქართველოს, “დასავალის”, ანუ დაღმა სვლის უფლება არ გაქვთ, სულ მაღლა და მაღლა, ასავალ-ასავალ უნდა იაროთ!..

ახლა, რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას: თავიდანვე უნდა გითხრათ, რომ ეს გახლავთ ე.წ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის – კახა ლომაიას მიერ ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟი, რათა სახელი გაუტეხოს მეცნიერებათა აკადემიას და გაამართლოს პარლამენტისა და მთავრობის ის ვერაგული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რამდენიმე დღეში მეცნიერებათა აკადემიამ არსებობა უნდა შეწყვიტოს! მე ამის შესახებ ქართველ ერს, მეცნიერებათა აკადემიასა და მის პრეზიდიუმს უკვე წლების განმავლობაში ვაფრთხილებდი, მაგრამ ზოგმა ეს პროვოკაციად ჩამომართვა, ზოგიერთმა კი ხანდაზმული და დამსახურებული აკადემიკოსებისთვის ნერვების აშლად და ა.შ.

ახალი წლის წინა დღეებში მოხდა საზარელი ფაქტი, რომლის მსგავსი ქართული პარლამენტარიზმის ისტორიას მხოლოდ ერთხელ ახსოვს, როცა ეროვნებისა და მამის სახელის აღმნიშვნელი რეკვიზიტები პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან გააქრეს. 1995 წელს არჩეულ პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ პარლამენტს პირველი ორი მოსმენით მიაღებინა კანონი, რომლის თანახმადაც ეროვნება და მამის სახელი აუცილებლად უნდა ჩაწერილიყო დოკუმენტებში. მესამე მოსმენის დროს კი ბურჯანაძემ გამოაცხადა, რომ კანონში არანაირი ცვლილება არ იყო შეტანილი!.. ჩვენც – პარლამენტარები სიტყვაზე ვენდეთ ბურჯანაძეს, მივეცით ხმა კანონპროექტს და აღმოჩნდა, რომ ეროვნება და მამის სახელი მოქალაქეთა სამოქალაქო აქტებიდან უჩუმრად ამოეღოთ!.. როცა მივხვდი, რა ვერაგობაც ჩაიდინეს და მთელ საქართველოს გავაგებინე სიმართლე, აქეთ შემომედავნენ, – ხმა თქვენც მიეცით ამ კანონპროექტსო. აი, ასე მზაკვრულად მოიქცნენ!.. რა ვიცოდი, როგორ წარმოვიდგენდი, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე და ამ “დამსახურებისათვის” დღეს უკვე პარლამენტის თავმჯდომარედ ქცეული, მასონების მსახური ნინო ბურჯანაძე ამისთანა სიყალბეს და თაღლითობას ჩაიდენდა?!

- მოდით, ბატონო გურამ, იმაზე ვისაუბროთ, ახალ წლამდე რა გადაწყვეტილება მიიღო პარლამენტმა მეცნიერებათა აკადემიის გასაუქმებლად!

- დღევანდელი პარლამენტის ორმა წევრმა, რომელთა გვარებს ამჯერად არ დავასახელებ, ჩემთან საუბრისას აღიარა, რომ 30 დეკემბერს ხმა მისცეს საქართველოს 2005 წლის ბიუჯეტს, რომელშიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემია წარმოდგენილი იყო როგორც ცალკე, საჯარო იურიდიული პირი. საღამოს ნინო ბურჯანაძის კაბინეტში ჩადენილ იქნა შემზარავი დანაშაული: მოახდინეს ბიუჯეტის რევიზია და პარლამენტის მიერ ხმამიცემული კანონი შეცვალეს. კერძოდ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ნინო ბურჯანაძის კაბინეტში შეცვლილი კანონით უკვე აღარ არის ცალკე დაწესებულება, ბიუჯეტში მასზე უკვე აღარ არის გათვალისწინებული ცალკე დაფინანსება და იგი “კახა ლომაიას სამინისტროს” შემადგენელი ნაწილია. 31 დეკემბერს, დილით სასწრაფოდ გაუგზავნეს ასეთი კანონი პრეზიდენტს ხელმოსაწერად, რადგან პრეზიდენტი იმ დღეს უკრაინაში მიფრინავდა და კანონზე ხელმოწერის დაგვიანება კონსტიტუციურ დარღვევად ჩაითვლებოდა. არადა პრეზიდენტს საქართველოს დამაქცევარ კანონზე მოაწერინეს ხელი!.. ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასკვნა ერთადერთია, – ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გაუქმდეს და ეს გაუქმება დაბრალდეს არა ჟვანიას, არა ბურჯანაძეს, არა სააკაშვილს, არა ლომაიას, არამედ თავად მეცნიერებათა აკადემიას, რომელზეც იტყვიან: შეხედეთ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში როგორი ქურდები, ყაჩაღები, მძარცველები არიან, ყიდიან ბაგრატიონების ქონებას, ქართული კულტურის ძეგლებს და ა.შ.

ორშაბათს მოვიწვევ საგანგებო პრესკონფერენციას და ჩვენს საზოგადოებას ყოველივეს წვრილად მოვახსენებ!

საინტერესოა ერთი ფაქტიც: კერძოდ, მე და ბატონმა ელიზბარ ჯაველიძემ შარშან, ზაფხულში პროტესტის ნიშნად დავტოვეთ მეცნიერებათა აკადემიის ის საერთო კრება, სადაც განიხილებოდა ე.წ. აკადემიის კომისიის რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გვეხსნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია ჟვანიას კლანჭებისგან. ე.წ. სააკადემიო კომისიას აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გია ჯაფარიძე ხელმძღვანელობს, რომელიც ზურაბ ჟვანიამ ისე, რომ აკადემიას არ აურჩევია, სასწრაფოდ “გაავიცეპრეზიდენტა”. როგორც ჩემთვის სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, ჟვანია გია ჯაფარიძეს “ჟვანია-ლომაიას აკადემიის” პრეზიდენტობას ჰპირდება (აგერ ნახავთ, თუ ესეც არ ახდება!). მე მაშინ წამოვდექი და ვთქვი: “ჯაფარიძე გახლავთ ზურაბ ჟვანიას მიერ შემოგდებული კანდიდატურა და იმის გაფიქრებაც კი, რომ გია ჯაფარიძე დაიცავს ჟვანია-ლომაიას შემოტევისგან აკადემიას, სასაცილოა!.. ეს კომისია ყურმოჭრილი მონაა ზურაბ ჟვანიასი და ჯაფარიძე გააკეთებს იმას, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას თვით მეცნიერებათა აკადემიის მიერ შექმნილი კომისია გააუქმებს-მეთქი!..” ატყდა დარბაზში რია-რია, ერთი ამბავი, იძახდნენ, როგორ გვაყენებთ შეურაცხყოფას და ა.შ. ამ აყალ-მაყალისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მოვითხოვე, სხდომის სტენოგრამაში დაეფიქსირებინათ ჩემი პროტესტი, რომ მე უნდობლობას ვუცხადებდი ჯაფარიძის კომისიას! ბატონმა ელიზბარ ჯაველიძემაც დამიჭირა მხარი და ორივემ დავტოვეთ აკადემიის საერთო კრება!.. ისე აგიხდეთ ყოველივე კარგი, როგორც ჩემი სიტყვები ახდა! აი, ამ გია ჯაფარიძემ – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა და მისმა 67-წევრიანმა კომისიამ დაადგინა, თურმე, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გადასარჩენად საჭიროა რამდენიმე გზა: 1) აკადემიის ინსტიტუტების შემცირება-გაუქმება; 2) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოცხადება აკადემიკოსების კლუბად, ხოლო ინსტიტუტები უნდა გადაეცეს კახა ლომაიას.

ამა წლის 6 იანვარს, აკადემიის კრებაზე, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ გურამ თევზაძის კაბინეტში გაიმართა, გამოირკვა, რომ გია ჯაფარიძის ხელმოწერით ჟვანიას ე.წ. მთავრობაში გაგზავნილია შუამდგომლობა-რეკომენდაცია დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტისა და გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ინსტიტუტის გაუქმების შესახებ. დიმიტრი უზნაძეს, რომელმაც აინშტაინის ფარდობითობის თეორიაზე არანაკლები განწყობის თეორია შექმნა და მას მთელი მსოფლიო აღიარებს, როგორც უდიდეს მეცნიერს, საფლავშიც არ ასვენებენ და ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას ასამარებენ!.. კრებაზე ქართული ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორს, ბატონ საყვარელიძეს, რომელიც მუნჯივით იჯდა, ვუთხარი: “რას გაჩუმებულხართ, როგორ არ გრცხვენიათ, ამ ხელისუფლების წინამორბედებმა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ინსტიტუტი დაწვეს, ერთი ფურცელიც არ დაგიტოვეს, ახლა კი შევარდნაძის ლეკვები ინსტიტუტს გიუქმებენ და ხმას არ იღებთ-მეთქი!”… აუქმებენ ასევე არქეოლოგიურ ცენტრს და მცხეთის არქეოლოგიურ ინსტიტუტს! გესმით, რას აკეთებენ? არქეოლოგიურ ცენტრს, რომელმაც სხვა ინსტიტუტებთან ერთად უნიკალური აღმოჩენები აწარმოა, გადატრიალება მოახდინა მეცნიერებაში, პირველი ევროპელები, თურმე, ჩვენ ვყოფილვართ და ამ ყველაფერს მშვენივრად უძღვება ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერი დავით ლორთქიფანიძე, აუქმებენ!.. წარმოგიდგენიათ?.. აუქმებენ პოლიტოლოგიის ინსტიტუტსაც! საქართველო, რომელიც დამოუკიდებლობის იდეოლოგიას უნდა ქმნიდეს, პოლიტოლოგიაში მეცნიერულ პროგნოზებსა და დასკვნებს უნდა აკეთებდეს და უსუფაშვილების, ნოდიების, ხიდაშელებისა და ზაქარეიშვილებისგან კი არა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიდან უნდა იღებდეს მეცნიერულ რეკომენდაციებს, პოლიტოლოგიის ინსტიტუტსაც კარგავს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტთან აპირებენ რაღაც კონგლომერატის შექმნას, კიდევ კარგი, ისტორიის ინსტიტუტსაც რომ არ აუქმებენ, მაგრამ ესეც გაუქმებული არ გამოდის, ბატონო დიტო? წარმოიდგინეთ, არქეოლოგიის ცენტრში 600-მდე თანამშრომელია, ამას მიუმატეთ გიორგი ჩუბინაშვილის, მცხეთის არქეოლოგიური და პოლიტოლოგიის ინსტიტუტების თანამშრომლები, 1000 კაცს ხომ მაინც გადააჭარბებს მათი საერთო რიცხვი!.. ჰოდა, ადგება ჟვანია და იტყვის: ვის გაუგონია, ერთ ინსტიტუტში ამდენი კაცი მუშაობდესო და 100 კაცამდე ხელად შეამცირებენ თანამშრომლებს!.. აი, ასეთი მზაკვრული გეგმა აქვთ ჩაფიქრებული!.. ცხონებული გიორგი ჩუბინაშვილი და ვახტანგ ბერიძე საფლავებში არ გადაბრუნდებიან ამის შემდეგ?.. დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტს სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტს უერთებენ!.. დირექტორები დაატაკეს ერთმანეთს, ერთი იძახის, მე არ მინდა სავლესთან, მეორე იძახის, მე არ მინდა დიმიტრისთან!.. საფლავში არ ასვენებენ არც დიმიტრი უზნაძეს და არც სავლე წერეთელს!.. მთავრობამ განხეთქილების ვაშლი უკვე ჩააგდო მეცნიერებაში – თქვენ დახოცეთ, დაჭამეთ ერთმანეთი და ჩვენ დავსხდებით და ვიცინებთო!.. აი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გაუქმების ვერაგული გეგმა, რომელიც ზურაბ ჟვანიამ და კახა ლომაიამ შეიმუშავეს..

თქვენ მე მეცნიერებათა აკადემიის გაუქმების ორ გზაზე მოგითხრეთ, მაგრამ ხელისუფლებამ მესამე გზაც შეიმუშავა!.. თუ აკადემია აკადემიკოსთა კლუბად გამოცხადდება და ინსტიტუტებს ლომაია დაისაკუთრებს, აკადემიის წევრებს შორის, მათ შორის, მეც, თურმე, დაგვინიშნავენ გაათმაგებულ ხელფასს. სიტყვაზე, ახლა რომ მაქვს 200 ლარი, მექნება 2000 ლარი! გურამ შარაძე არ გადადგამს იმ ნაბიჯს, რომ გაათმაგებული ხელფასი აიღოს მეცნიერებათა აკადემიის გაუქმების სანაცვლოდ, თორემ, ა, ბატონო, მივმართავ აგერ თქვენი გაზეთის საშუალებით ჩვენს აკადემიკოსებს: უარი თქვით ჟვანიას მიერ გადმოგდებულ ანკესზე, მსუყე, თბილ და ტკბილ ლუკმაზე, უარი თქვით გაათმაგებულ ხელფასზე, ოღონდ გადაარჩინეთ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია! არცერთი ინსტიტუტი არ გადაიყვანოთ კახა ლომაიას დაქვემდებარებაში! ნინო ბურჯანაძე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში პარლამენტის დადგენილების გაყალბების გამო და ასე გადავარჩინოთ მეცნიერებათა აკადემია!

- ბატონო გურამ, მოდით, იმ ანონიმურ ინფორმაციას მივუბრუნდეთ, რომლის თანახმადაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ მოსკოვში ბაგრატიონთა ქონება გაანიავა!

- მოსკოვში “ქართულ-რუსული ურთიერთობების მუზეუმი” 1981 წელს შეიქმნა და იგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში არსებული იმ “ხალხთა მეგობრობის მუზეუმის” ფილიალად გაფორმდა, რომელსაც თბილისში 1973 წლიდან თეიმურაზ ბადურაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო ბოლოს – გიორგი ჟორჟოლიანი. მოსკოვში მუზეუმს 1981-1986 წლებში მახარაძე და მაღრაძე მართავდნენ. 1986 წლიდან დაწესებულებას სათავეში ჩაუდგა ისტორიკოსი, პროფესორი ჯუანშერ ვათეიშვილი. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ანონიმურ ინფორმაციაში მოყვანილი ცნობები, როგორც ფაქტობრივი, ისე ისტორიული თვალსაზრისით, ძლიერ სცოდავენ. ეს სჭირდება კახა ლომაიას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წინააღმდეგ ბინძური, ცილისმწამებლური კამპანიის ასაგორებლად! ეკატერინე ჭავჭავაძის წითელი პიანინოს მოსკოვის უნივერსიტეტში არსებობა ტყუილია… 1990 წელს “ხალხთა მეგობრობის ფილიალი” თბილისში “ეროვნულ ურთიერთობათა ცენტრად” გადაკეთდა, ხოლო მოსკოვში არსებული “ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მუზეუმი” ჩამოშორდა “ხალხთა მეგობრობის მუზეუმს” და გადავიდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დაქვემდებარებაში.

მოსკოვის გულში “ბოლშაია გრუზინსკაიაზე” მდებარეობს 1729 წელს აშენებული ხის უნიკალური სახლი, რომელიც ნაპოლეონის შემოსევის დროს – 1812 წელს – მოსკოვში გაჩენილ ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩა (ასეთი ორი-სამი სახლი თუ არის მოსკოვში); მაგრამ ეს არ იყო ბაგრატიონების სახლი, ეს იყო თურქეთის ქვეშევრდომის, იმერელი აზნაურის – ვინმე ზუმბულიძის სახლი; წყაროებში ასეა მითითებული! აი, აქ გაიხსნა თავიდან ეს მუზეუმი. მე საგანგებოდ შევეკითხე როგორც მუზეუმის აქაურ დირექტორს, ისე სხვებსაც და იქ ეკატერინე ჭავჭავაძის წითელი პიანინო თვალით არავის უნახავს, მსგავსი არავის სმენია!.. წინანდალში, ზუგდიდში, პარიზში ან პეტერბურგში, ცარსკოე სელოში რომ ჰქონოდა ეკატერინე ჭავჭავაძეს წითელი პიანინო, კიდევ გასაგებია, მაგრამ რა უნდოდა ეკატერინე ჭავჭავაძის წითელ პიანინოს მოსკოვში, ზუმბულიძის სახლში? მოსკოვში ზოოპარკის გაფართოებასთან დაკავშირებით მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა 1994-1995 წლებში გადაწყვიტა, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია ზოოპარკს გადასცემოდა. ამ ტერიტორიაში მოყვა ზუმბულიძის სახლიც, ანუ ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მუზეუმი. საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების, სახელმწიფო გადატრიალების, სამოქალაქო ომისა და ეკონომიკური კრიზისის გამო მუზეუმის ხელმძღვანელობამ მუზეუმის გაქირავება სცადა. იყო საუბარი, რომ მუზეუმში ბინა დაედო პრესტიჟულ გერმანულ სარესტავრაციო ფირმას, რომელიც ქირის გადახდასთან ერთად ძველთაძველი და უნიკალური სახლის აღდგენაზეც იზრუნებდა, მაგრამ თბილისიდან ზეწოლით (ამჯერად არ ვასახელებ, ვისი ზეწოლით) იქ პატიოსანი გერმანელები კი არა, მამა-შვილი გურგენიძეები შეუშვეს, რომლებმაც ზუმბულიძის სახლში ფირმა “ზოდიაქო” გახსნეს. მამა-შვილმა გააპარტახა იქაურობა. ამასობაში გამოვიდა ლუჟკოვის ბრძანება მოსკოვის ზოოპარკის გაფართოებისა და ზუმბულიძის სახლში ეგზოტიკური, მომღერალი ჩიტების დაბინავების შესახებ. საბოლოოდ იქ არც მომღერალი ჩიტები შესულან – შევიდნენ ორფეხა მტაცებლები – მოსკოვის ზოოპარკის ყარაულები!.. ასე რომ, ქართული მუზეუმი არა მომღერალი ჩიტების, არამედ ყარაულების ოფისად იქცა! მუზეუმის ხელმძღვანელობამ სანაცვლოდ სხვა შენობა მოითხოვა, რაზეც საქართველოს საელჩოს, ისე, რომ მუზეუმის ხელმძღვანელობას არაფერი გაუგია, ლუჟკოვისთვის მიუმართავს. ლუჟკოვმა თბილისში ქართველების მიერ დამწვარი და განადგურებული პირველი სკოლა-გიმნაზია აღადგინა, და ჩვენს მუზეუმს ქუჩაში ხომ არ დატოვებდა, – მისცა ჩვენებს შენობა, მაგრამ საქართველოს საელჩომ, იმის ნაცვლად, რომ გადაერჩინა ეს მუზეუმი ზოოპარკისა და სხვა ორფეხა ცხოველებისაგან, შენობა მიითვისა, თავის ბალანსზე აიყვანა, რომელიც მოსკოვში, ოსტოჟენკოს ქ. #26/1-შია. მუზეუმის დირექტორმა აიღო და, რაც ნივთები გადაურჩა მამა-შვილ გურგენიძეებს და სხვებს, სახლში წაიღო. სახლში ულაგია იმ კაცს ყველაფერი იმის მოლოდინში, რომ ალექსანდრე და პეტრე ბაგრატიონების საერთაშორისო ფონდს მიერთებული ეს მუზეუმი როგორმე აღდგეს და სათანადო შენობაში განთავსდეს!

- ვინ წაიღო ეს ნივთები სახლში?

- ჯუანშერ ვათეიშვილმა, მუზეუმის დირექტორმა! ბატონი ვათეიშვილი კარგი მეცნიერია, მან აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავასთან ერთად გამოსცა ნაშრომი ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიაზე, გარდა ამისა, ათეულობით წელია, იგი ევროპის სიძველეთსაცავებში – სკანდინავიის ქვეყნებში, ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, საქართველოს ისტორიისათვის საჭირო მასალებს ეძებს და ახლახან მოსკოვში სამი ვეებერთელა ტომი დაბეჭდა. აი, ეს არის მთელი ისტორია ამ საქმისა! მოსკოვში ვახტანგისეულ-ბაქარისეული სასახლე მართლაც არსებობდა და არსებობს, მაგრამ ის დღეს არც მუზეუმს ეკუთვნის და არც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას – იგი ერთი დიდი და გავლენიანი ქართველის საკუთრებაა!

- ვინ არის ეს დიდი და გავლენიანი ქართველი?

- ეს გახლავთ ზურაბ წერეთელი!.. გესმით, რა მოხდა? მოსკოვში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მუზეუმი ჯერ გაძარცვეს და გააპარტახეს მამა-შვილმა გურგენიძეებმა, მერე საქართველოს საელჩომ და ბოლოს – დიდმა ქართველმა მხატვარმა!.. ვახტანგ VI-ის სასახლე ზურაბ წერეთლის საკუთრებაშია, ხოლო მოსკოვის ზოოპარკს მიერთებული ზუმბულიძის სახლის სანაცვლოდ ლუჟკოვის მიერ გაცემული შენობა, როგორც მეუბნებიან, საქართველოს საელჩომ დაისაკუთრა!

მე, როგორც მოქალაქე და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ვაცხადებ: ყალბი ინფორმაციის გავრცელება ჟვანიას და ლომაიას სჭირდებათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელის გასატეხად და მისი უზარმაზარი მატერიალური დოვლათის ხელში ჩასაგდებად და გასაყიდად!..

მე არავის ადვოკატობას არ ვაპირებ და საამისოდ არც გამოვდგები (ყველა დამნაშავემ, ვინც არ უნდა იყოს იგი, პასუხი კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით უნდა აგოს!), მაგრამ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გაქრობის ჟვანია-ბურჯანაძე-ლომაიასეულ მზაკვრულ გეგმას არასოდეს შევურიგდები!

დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 10-16 იანვარი, 2005

 

* * * 

პროფესორ გურამ შარაძის წერილს (იხილეთ ჩვენი გაზეთის წინა ნომერი), რომელშიც ავტორმა “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტთან დიალოგის ფორმა გამოიყენა, მკითხველი საზოგადოება გაასმაგებული ინტერესით შეხვდა. “ასი წერილი ქართველ ერს. წერილი პირველი”, – ასეთი იყო ძუნწი სარედაქციო მინაწერი, რომელმაც უამრავი კითხვა დაბადა და ჩვენი დღევანდელი კომენტარის აუცილებლობა გვიკარნახა. დიახ, ბატონი გურამ შარაძე აპირებს სწორედ სიმბოლური “ასი წერილით” მიმართოს ქართველ საზოგადოებას. თქვენ, ცხადია, გახსოვთ გალაკტიონისეული “პროლოგი ასი ლექსისა”:

 რა საოცარი დასრულდა წლები!

მეფეთა წყება გაქრა, ვით ლანდი,

მოშორდნენ ტახტებს:

ვილჰელმი, კარლოს,

ნიკოლოზი და ფერდინანდი…

და იქვე ამ ლექსის ფინალი:

 ეკლიან გზაზე დაეცა ბევრი,

მხოლოდ მე ერთი გადავრჩი მგზავრი,

რომ გამომევლო ჯერ არსმენილი

ქარტეხილები ცეცხლთა ფენისა

და მომეტანა საქართველოში

სიმღერა ქვეყნის გადარჩენისა!”

 

***

გურამ შარაძე: მოვითხოვ, ვიდრე დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღებას შეუდგებოდნენ, ქართველ ხალხს გააცნონ სცენარი!

 წერილი მეორე

 მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციიდან ერთი წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ ერს აუწყა, რომ მალე ჩვენი სათაყვანებელი დავით აღმაშენებელი ეკრანზე გაცოცხლდება. ფილმის რეჟისორი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია. მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი ჰოლივუდში მოღვაწე ირლანდიელი რეჟისორია. მასობრივ სცენებშიც უცხოელები წარმოჩინდებიან. ფილმისთვის სცენარის დაწერა აკა მორჩილაძესა და დათო ტურაშვილს დაევალათ, მაგრამ რაც ყველაზე ყურადსაღებია, თანხა საქართველოს გაძვალტყავებულმა ბიუჯეტმა და ბიზნესმენებმა უნდა გაიღონ…

მეფეთ-მეფე დავითისადმი ხელისუფალთა მხრიდან გამოჩენილმა განსაკუთრებულმა ყურადღებამ განსაკუთრებულად დააფიქრა პროფესორი გურამ შარაძე:

- ღმერთმა დამიფაროს, დავით აღმაშენებელზე ფილმის გადაღების წინააღმდეგი ვიყო, მაგრამ მეშინია, იმავე მახეში არ გავებათ, რაც “ალექსანდრე მაკედონელის” ეკრანზე გაცოცხლებამ გამოიწვია. ჰოლივუდის მიერ გადაღებულ ფილმში, რომელიც ნახევარი მილიარდი დოლარი დაჯდა, ეროვნულ გმირად აღიარებული მაკედონელი მამათმავლად გამოიყვანეს, რის გამოც დღეს მთელი საბერძნეთი აჯანყებულია! რა გარანტია გვაქვს იმისა, რომ დავით აღმაშენებელსაც არ შეგვიგინებენ?! ამის თქმის საბაბს მაძლევს თუნდაც ის გარემოება, რომ კინორეჟისორის ვინაობა გასაიდუმლოებულია. უფრო სწორად, ცნობილია, რომ რეჟისორი, რომელმაც დავით აღმაშენებელზე უნდა გადაიღოს ფილმი, არის ჰოლივუდში მოღვაწე ვიღაც ირლანდიელი რეჟისორი, მენეჯერ-პროდიუსერი კი – ამერიკაში მოღვაწე კორინთელი, რომელმაც დავით აღმაშენებლის სახელით ბიზნესი უნდა ააწყოს! შესანიშნავი გათვლა გაკეთდა იმაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებლის სახელით სპეკულირებს! ყველაზე დიდი ცინიზმი კი ის არის, რომ პრეზიდენტმა თანხის გამოყოფა ბიზნესმენებსა და ფინანსთა სამინისტროს მოსთხოვა, მაშინ, როცა გაჭირვებული ხალხის ერთი პრობლემაც არ მოგვარებულა საქართველოში. შეიძლება შეშინებულ ბიზნესმენებს, ვაი და, სააკაშვილმა არ დაგვიჭიროსო, შავი ფულის გათეთრებაც აწყობდეთ! თურმე, მასობრივ სცენებშიც კი უცხოელებმა უნდა ითამაშონ!.. რაც შეეხება ქართველ სცენარისტებს დავით ტურაშვილს და აკა მორჩილაძეს, ისინი გამოუცდელები არიან საიმისოდ, რომ აღმაშენებელს შეეჭიდონ. აიღეთ და გადახედეთ, თუნდაც დათო ტურაშვილის შემოქმედებას (“კატმანდუ”, ,,იყო და არა იყო რა”, “ჩაძირული ქალაქის ღამე”…). ეს ახალგაზრდა სცენარისტები იმ ლაშა ბუღაძის თაობის წარმომადგენლები არიან, რომელმაც უკვე შეურაცხყო თამარ მეფე. განა “ქართლის ცხოვრებაში” ან რომელიმე ქრონიკაში სადმე წერია, რომ თამარის პირველმა მეუღლემ ქორწინების პირველი ღამე თამარის ნაცვლად კატასტან გაატარა, როგორც ამას ლაშა ბუღაძე გვიმტკიცებს?

მართლაც, “თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო”… ამაზეა ნათქვამი! კონსტანტინე გამსახურდიას ტეტრალოგია გქონდეს და დავით ტურაშვილი აცხადებდეს, – გავეცანი ქართულ და არაბულ წყაროებს და ახალ “დავით აღმაშენებელს” ვწერო, – ეს რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი შეურაცხყოფა და დაცინვაა.

მე ვერ ვენდობი დათო ტურაშვილს, თუნდაც იმიტომ, რომ კაცი, რომელიც მოიწონებს და ბოლოსიტყვაობას დაუწერს ისეთ წიგნს, რომლის შესახებ თ. ცეცაძე “ლიტერატურულ საქართველოში” (12-18.XI.2004, #45, გვ. 12) წერდა: “გიო მგელაძემ (პავლე ინგოროყვას შვილიშვილმა) გამოსცა წიგნი სათაურით “ჩემ დედას შევ..ი”… არანაკლებ სამწუხაროა ამ “წიგნის” უღიმღამო ბოლოსიტყვაობა, რომელიც დაურთო მწერალმა დათო ტურაშვილმა. მან გული არ ატკინა მეგობარს, სამაგიეროდ, ბლაგვი ხელის მოსმით გაიმეტა მწერლობა. ასეთი ლიტერატურული გემოვნებისა და მოქალაქეობრივ-მწერლური პოზიციის კაცი ხვალ რას დაწერს დავით აღმაშენებელზე, მე რა ვიცი?

- ბატონო გურამ, აკა მორჩილაძე (სცენარის მეორე ავტორი) უყვარს ხალხს. მას, როგორც ნიჭიერ მწერალს, პატივს სცემენ…

- აკა მორჩილაძე, რომელიც სინამდვილეში გიორგი ახვლედიანია, ჩემს ხელში გაიზარდა, მცხეთის ქუჩაზე ერთ სახლში ვცხოვრობდით. იგი არაჩვეულებრივი ყმაწვილი იყო – ზრდილი, ნიჭიერი და მშრომელი. კარგი ნაწარმოებია “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” ან “გადაფრენა მადათოვზე და უკან”, მაგრამ ამ ნაწარმოებთა შემდეგ დავით აღმაშენებლის დაძლევა ძალიან რთულია. ნუ უფუჭებენ ამ ახლაგაზრდა კაცს ბიოგრაფიას!..

ვიდრე კონსტანტინე გამსახურდია შესანიშნავ ტეტრალოგიას დაწერდა, მანამდე მან შექმნა “დიონისეს ღიმილი”, “მთვარის მოტაცება”, “დიდოსტატის მარჯვენა”, თარგმნა დანტეს “ღვთაებრივი კომედია”, მიიღო ღრმა ფილოლოგიური და ისტორიული განათლება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში. კონსტანტინე გამსახურდიამ, ჯერ თავის სულიერ ქურაში გაატარა და შეისწავლა ბიზანტიური, ლათინური, ფრანგული, გერმანული (აღარაფერს ვამბობ ქართულ და რუსულ წყაროებზე), აგრეთვე, აღმოსავლური ძეგლები, მათ შორის, არაბული წყაროები და სხვათა შორის, ამ საქმეში მას გვერდით ედგა სახელგანთქმული ქართველი არაბისტი, დიდი ქართველი მეცნიერი, აკადემიკოსი გიორგი წერეთელი. თვით კლასიკოსმა და აკადემიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ 25 წელი შეალია დავით აღმაშენებელზე ტეტრალოგიის შექმნას… ესენი კი მაისისთვის უკვე ფილმის გადაღების დაწყებას აპირებენ… საერთოდ, იცის კი ირლანდიელმა რეჟისორმა, სად არის საქართველო რუკაზე?!. სამწუხაროდ, მამა-შვილის – კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიების სახელებს შეგნებულად ავიწყებენ ქართველ ხალხს. ჯერ იყო და, სააკაშვილმა თავისი საპრეზიდენტო კამპანია ზვიად გამსახურდიას სახელზე ააგო. თითქოს 2004 წელიც ზვიად გამსახურდიას წლად იყო გამოცხადებული. მაგრამ რამე გაკეთდა? ერთი წიგნი მაინც გამოსცეს? მათ მიერ გადამწვარი კოლხური კოშკიც კი არ აღუდგენიათ, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ოჯახი მიუსაფარ მდგომარეობაშია. როგორ ვენდოთ ადამიანებს, რომლებმაც საპრეზიდენტო სავარძლის ხელში ჩასადგებად დავით აღმაშენებლის საფლავით ისპეკულირეს და ზვიად გამსახურდიას იდეურ მემკვიდრეებად გამოაცხადეს თავი. პირადად მე ვერც ასეთ პრეზიდენტს ვენდობი და ვერც მის ტაშის დამკვრელებს…

- რას მოითხოვთ?!

- რადგანაც არსებობს იმისი სერიოზული ეჭვი, რომ შეიძლება მოხდეს ჩვენი ეროვნული გმირისა და მეფე-წმინდანის დისკრედიტირება, მოვითხოვ, ვიდრე ფილმის გადაღებას შეუდგებოდნენ, ქართველ ხალხს წააკითხონ სცენარი. ჩვენ ამის მწარე გამოცდილება გვაქვს – ჩვენი უყურადღებობით არაერთხელ შეგვიგინეს ეროვნული გმირები და წმინდანები. მას შემდეგ, რაც ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ შოთა რუსთაველსა და “ვეფხისტყაოსანს” მიაყენა შეურაცხყოფა, რაღამ უნდა გაგვაკვირვოს?!. სხვათა შორის, წლების მანძილზე ნალოლიავები რუსთაველის თეატრის სცენა თებერვალში რობერტ სტურუას იმ სპექტაკლზე რეპეტიციებით გაიხსნება, რომლითაც შეურაცხყო (ყოველ შემთხვევაში, ინტერვიუში ასე ჩანდა) გენიალური ნაწარმოები. ვიდრე გვიან არ არის, ასევე უნდა მოვითხოვოთ, რომ რობერტ სტურუამ ამ სპექტაკლის სცენარი გაგვაცნოს! თუ ერთი წარმოდგენაც კი შედგა, ბოლოს თითზე კბენანი გვიან იქნება. ეს ყველაფერი ჩვენი დაუძინებელი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. მათი სურვილია, რომ ამგვარი “პატივი” მივაგოთ ჩვენს სიწმინდეებს და ჩვენი ცნობიერებიდან ამოიშანთოს ერის სათაყვანო შვილთა სახელები. ამაზე მეტი მაგალითი რაღა გინდათ. როცა დაინახეს, რომ რობერტ სტურუამ გააბითურა ,,ვეფხისტყაოსანი”, მალე იერუსალიმში, ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის უძველესი ფრესკაც ჩამოფხიკეს. დღესაც იგივე კამპანია გრძელდება – როგორც შოთა რუსთაველის უძველესი ფრესკა მითხაპნ-მოთხაპნეს, ვითომ რესტავრაცია ჩაუტარეს, ასევე მიჯღაბნ-მოჯღაბნიან მაისამდე “დავით აღმაშენებლის” სცენარსაც და მერე ნახეთ, რა რისხვა დაგვატყდება თავს… სხვათა შორის, რუსთაველის ფრესკის აღდგენას ე.წ. “ექსპერტი” თამილა მგალობლიშვილი კურირებდა, რომელიც არც რუსთველოლოგია და არც ხელოვნებათმცოდნე და გახლავთ ბადრი პატარკაციშვილთან დაახლოებული პიროვნება, მისი ნდობით სარგებლობს – ანიავებს ათეულათასობით დოლარს. ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართავ ბატონ ბადრის პატარკაციშვილს – ნუ ატყუებინებთ თავს თამილა მგალობლიშვილს. სირცხვილია, რომ ეს ქალბატონია დღეს თქვენი ექსპერტი… თუ ასე გააგრძელებთ, აღარაფერი დაგვრჩება წმინდა…

- ბატონო გურამ, არ გეჩვენებათ, რომ ტრადიციებისა და ქართული სიწმინდეების ხშირი ხსენებით ეს სიტყვები გაცვდა?.. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ბევრმა ისიც კი თქვას – რა შეგვაწუხეს ამ ქართულ ტრადიციებზე საუბრითო?!.

- მოჩვენებებად მითვლიდნენ, როდესაც ვამბობდი, სოროსი საქართველოს მტერია, ხოლო მსოფლიო ბანკი (შადმან ვალავი) საქართველოს დასამონებლად, მაილსი კი სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად არის შემოსული-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერეს, დღეს კი ამას ხალხი საკუთარი თვალით ხედავს და რწმუნდება.

მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, მეორე დავით აღმაშენებელი იყოს და საკუთარ თავზე მისი გვირგვინის მორგებას აპირებს. ეს ცინიზმია! “ვარდების რევოლუციის” შემდეგ სააკაშვილს ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს, მათ შორის, ქართველი ერისთვის სულში ჩაფურთხებისაც. იგი დავით აღმაშენებლის ძვლებისა და საფლავის ხარჯზე ცდილობს საკუთარი თავის განდიდებას და ამის უფლება მას არ უნდა მივცეთ! დღევანდელი საქართველო ნუ ჰგონიათ “ვარდების რევოლუციის” დროინდელი საქართველო!

ქართველი ხალხი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ შეიძლება ხვალ ეკრანზე დავით აღმაშენებლის სახე მისთვის მიუღებელ ამპლუაში წარმოგვიდგინონ, რაც ერთგვარი კულმინაცია იქნება იმ სამარცხვინო კამპანიისა, რომელიც რუსთაველის, თამარ მეფის და ილია ჭავჭავაძის შეურაცხყოფით დაიწყეს და ახლა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ სამარცხვინო ბრძოლით აგრძელებენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, “გვიან იქნება ბოლოს თითზე კბენანი!”

ნატო ფოცხიშვილი
“ასავალ-დასავალი”, 17-23 იანვარი, 2005
 

***

გურამ შარაძე: სამმა მოღალატე მოსამართლემ ქვეყანას თორმეტი ტონა საწამლავი მოსდო!

წერილი მესამე

მასონები და იეღოველები შევარდნაძესაც ძალიან უყვარდა, მაგრამ მართლმადიდებლობის მოძულე სექტანტები და უმაღლესი “მაგისტერიუმის” ხილული და უხილავი ქურუმები რევოლუციურ საქართველოში თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში. 21 იანვრიდან თბილისის საოლქო სასამართლოს სამმა მოღალატე მოსამართლემ (ხათუნა არევაძე, მარინა ფარცვანია, მანანა ნასარიძე) ქვეყანას ის 12 ტონა საწამლავი მოსდო, რომელიც 2003 წლის ოქტომბერში ლილოს ტერმინალში დააყადაღეს!.. ვიღაცის სატანური ხელი კვლავაც ხლართავს ხვანჯებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში და აბრკოლებს იმ დიდ შერიგებას, რომლის გარეშეც ქვეყანა ვერასოდეს გაერთიანდება!.. “ასვალ-დასავალი” გურამ შარაძეს დაუკავშირდა!..

გურამ შარაძე: – იეღოველთა ანტისახელმწიფოებრივი და ანტიმართლმადიდებლური საქმიანობის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა 1995 წელს დავიწყე; ამასობაში თბილისის ისანი-სამგორის რაიონის მოსამართლეებმა – სულხანიშვილმა და ხაზალიამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სრული იგნორირებით, დამახინჯებითა და ანგარებით რეგისტრაციაში გაატარეს “იეღოვას მოწმეთა კავშირი”. ამით იეღოველებმა იმას მიაღწიეს, რომ იქცნენ იურიდიულ სუბიექტად, მოიპოვეს თავიანთი ბეჭედი და საბანკო ანგარიშები… თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბანკში პირადად ვნახე ფინელი იეღოველების მიერ საქართველოში ქართველი მართლმადიდებლების გადმოსაბირებლად და მოსასყიდად გადმორიცხული 800 ათასი დოლარი. 800 ათასი დოლარი მარტო მე აღმოვაჩინე და ხომ წარმოგიდგენიათ, კიდევ რამდენი მილიონი ექნებათ გამოგზავნილი ხალხის ჭკუის ასარევად?.. სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ქართული – როგორც სახელმწიფო ენა, ხოლო მართლმადიდებლობა – როგორც სახელმწიფო რელიგია, არ არსებობს და ხელში შემოგვრჩა ტიპიური იეღოვური სახელმწიფო!.. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი რელიგიური სექტების რეგისტრაციას კრძალავს, მაგრამ მოსამართლეებმა – სულხანიშვილმა და ხაზალიამ იეღოველები რეგისტრაციაში გაატარეს როგორც “კულტურულ-საგანმანათლებლო” ორგანიზაცია!!!

- ბატონო გურამ, მთელმა საქართველომ იცის, რომ თქვენ იეღოველებს სასამართლო პროცესი მოუგეთ და რეგისტრაცია გაუუქმეთ, მაგრამ ახლა რაღა მოხდა?

- გლდანის ეპარქიის მოძღვარი მამა ბასილი შიშველი ხელებით ებრძოდა იეღოველებს, ხოლო მე – კანონებით და სასამართლოთი!.. საბოლოოდ მივაღწიეთ იმას, რომ უზენაესმა სასამართლომ, რომლის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, 2000 წლის 22 თებერვალს იეღოველთა სექტას რეგისტრაცია გაუუქმა!..

- გაგიუქმებიათ იეღოველები და კიდევ რას ითხოვთ?

- გეტყვით!.. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იეღოველებს ჩამოერთვათ საბანკო ანგარიშები, მაგრამ დღემდე ვერც ბეჭედი დავაბრუნე და ვერც სექტანტების საბანკო ანგარიშები გავყინე!..

- რატომ?

- იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლება მამა ბასილსაც ებრძოდა და პარლამენტში ჩემს გამოსვლებსაც ერთი ყურიდან მეორეში ატარებდა! ამ გაუქმებული, ყალბი ბეჭდით ათასობით ტონა იეღოვური ლიტერატურა შემოჰქონდათ!.. 2003 წლის ოქტომბერში, როგორც იქნა, მივაღწიე იმას, რომ ლილოს ტერმინალში იეღოველთა 12 ტონა ლიტერატურა დავაპატიმრებინე, რომელიც სექტანტებს ყალბი ბეჭდით განებაჟებინათ ფოთის პორტში. ცალკე ფოთის საბაჟოს ჩინოვნიკები მდიდრდებოდნენ და ცალკე საქართველო იწამლებოდა და ინგრეოდა!.. ერთი სიტყვით, ამ 12 ტონა საწამლავს ისან-სამგორის სასამართლომ ყადაღა დაადო; მიჩივლა იეღოველების ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა, მაგრამ პროცესი ვერ მოიგო; ამასობაში “ვარდების რევოლუცია” მოხდა და რევოლუციიდან ხუთი დღის შემდეგ, 2003 წლის 28 ნოემბერს, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ბრძანებით, ასევე იეღოველთა და მასონთა, კერძოდ, ჯორჯ სოროსის აქტიური ჩარევით, იუსტიციის სამინისტრომ ყველასგან უჩუმრად ჩემ მიერ გაუქმებული იეღოველთა კავშირი რეგისტრაციაში გაატარა!!! უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გააუქმებდნენ, ამიტომ იეღოველები რეგისტრაციაში გაატარეს, როგორც “ამერიკელ იეღოველთა ორგანიზაციის საქართველოს ფილიალი”.

- ბატონო გურამ, თქვენ გინახავთ პაუელის მიერ გამოგზავნილი წერილი?

- რა თქმა უნდა! მე არასოდეს ვლაპარაკობ ჰაერზე, ჭორებით და ქუჩაში მოსიარულე მოლაყბეების მსგვასად. მაშინვე, როგორც კი ეს ჩემთვის ცნობილი გახდა, მივედი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიგი უგულავასთან, სადაც თავიანთი ხარჯებით (რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი) გადამიღეს 120-გვერდიანი საქმე, მათ შორის პაუელის სამარცხვინო ინსტრუქცია მისივე ბეჭდითა და ხელმოწერით. პაუელი მსგავს წერილებს რევოლუციამდეც იწერებოდა, მაგრამ შევარდნაძის ხელისუფლება ვერ ბედავდა მისი “ბრძანების” შესრულებას, რადგან პარლამენტში მე ვეგულებოდი, თუმცა, მასონების, იეღოველებისა და ანტიმართლმადიდებლების მიერ დაფინანსებულმა ახალმა, ყურმოჭრილმა ხელისუფლებამ ეს გაბედა. თავის დროზე როგორც მე, ასევე რუს მართლმადიდებლებს, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჩეხი ებრაელი – მადლენ ოლბრაიტი გვებრძოდა. რუსებმა გაიმარჯვეს, მაგრამ “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მეც და მამა ბასილიც დაგვაპატიმრეს. მაშინ ვთქვი, და ახლაც ვიმეორებ: ოლბრაიტი და პაუელი მალე არავის ემახსოვრება, ისინი ისტორიის პოლიტიკურ სანაგვეში აღმოჩნდებიან, ხოლო საქართველო და მართლმადიდებლობა ყოველთვის იარსებებს, ამინ!

- იმ დაყადაღებულ იეღოველთა 12 ტონა ლიტერატურას რა ბედი ეწია?

- პაუელის ბრძანების შემდეგ იეღოველთა ადვოკატს მამუკა ჭაბაშვილს გული მოეცა და 2004 წლის 25 აგვისტოს ისანი-სამგორის მოსამართლე ტურავამ ლიტერატურას ყადაღა ახსნა, თუმცა ბოლომდე თავზე ხელი ვერ აიღო და ჭაბაშვილს მართლმადიდებლურ მრევლში ამ ლიტერატურის გავრცელება აუკრძალა!.. ჭაბაშვილმა ესეც გაასაჩივრა საოლქო სასამართლოში და აი, მე ხელთ მაქვს 2005 წლის 21 იანვრის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც საქართველოს, ქართველი ხალხის, ქართული მართლმადიდებლობის სამმა მოღალატე “მოსამართლემ” – ხათუნა არევაძემ, მარინა ფარცვანიამ და მანანა ნასარიძემ, კოლინ პაუელისა და იეღოველების ბრძანების საფუძველზე, 12 ტონა იეღოველთა ლიტერატურა 21 იანვრის შემდეგ მთელ საქართველოს მოჰფინა. ჭაბაშვილი ამ სამმა მოღალატე მოსამართლემ გაამართლა იმ მოტივით, რომ მე პროცესზე არ გამოვცხადდი. კი, მაგრამ, თუ მე მართალი ვარ, ავად ვარ, ციხეში ვარ და სასამართლოზე ვერ მივედი, დამნაშავე უნდა გაამართლონ და მართალი გამამტყუნონ?! ეს არის ამათი იურისპრუდენცია? ძლივს გადავარჩინე პატრიარქი ტახტიდან ჩამოგდებას ამ იეღოველთა მფარველი და მასონების ფულით მოყვანილი ხელისუფლებისაგან!.. ჯერ არავისთვის მითქვამს და ამას “ასავალ-დასავალს” ვეუბნები ექსკლუზიური უფლებით..

- რის თქმას აპირებთ, ბატონო გურამ?

- მივაღწიე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან იმას, რომ, როცა ე.წ. ახალმა ეროვნულმა ხელისუფლებამ ეკლესიის კარი შელეწა, მამა ბასილი წვერით ათრია და დააპატიმრა, ჩოქვით ვეახელი მის უწმინდესობას, ჩვენს სულიერ მამას და მეუფე გერასიმესა და მეუფე თევდორეს თანდასწრებით შუამდგომლობა ვთხოვე. პატრიარქმა მითხრა: ბატონო გურამ, თქვენს თხოვნას, თქვენს შუამდგომლობას ვაკმაყოფილებო!..

- რა სთხოვეთ პატრიარქს?

- გეტყვით!.. თან მახლდნენ მამა არჩილი გლდანის ეპარქიიდან და მრევლის სახელით ქ-ნი ბელა ვაჩეიშვილი. პატრიარქის კურთხევით, მანამდე მეუფე გერასიმე და მეუფე თევდორე ციხის საავადმყოფოში შევახვედრე მამა ბასილს, სადაც მათ დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს და ითათბირეს. ამის შემდეგ, ოთხშაბათ დღეს, ვეახელით მის უწმინდესობას, პატრიარქი გაახარა ჩემმა ინიციატივამ და სიტყვა-სიტყვით ასე მითხრა: ბატონო გურამ, შაბათს მოიყვანეთ მთელი მრევლი საპატრიარქოში და მოხდეს დიდი შერიგებაო!..

- ე.ი. მისი უწმინდესობა და მამა ბასილი უნდა შერიგებულიყვნენ?

- დიახ! მამა ბასილს განკვეთას მოუხსნიდა პატრიარქი, მაგრამ ვაცხადებ ღვთის, ერის, ქვეყნისა და ისტორიის წინაშე, რომ საპატრიარქოს ერთმა ცნობილმა თანამშრომელმა, როგორც კი ეს შეიტყო, ყველაფერი გააკეთა, რათა შერიგება ჩაეშალა!.. ამის მოწმენი ბრძანდებიან მეუფე თეოდორე და მეუფე გერასიმე.

- რა ქნა ასეთი?

- არ მსურს ამ თემაზე საუბარი!.. ყველაფერი გააკეთა, რათა მამა ბასილი ციხეში ჩამპალიყო!

- ვინ არის, ქალია თუ კაცი ეს პიროვნება?

- ეს თუ გითხარით, მაშინ გვარსაც გეტყოდით, ჯერჯერობით არ გვინდა!..

 დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 28 თებერვალი – 6 მარტი, 2005

 

***

გურამ შარაძე: დღევანდელმა საქართველომ აკაკი სტამბოლის გზას გაუყენა!!!

 წერილი მეოთხე 

სხვიტორში აკაკის სახლ-მუზეუმი გაძარცვეს!.. რევოლუციურ-ვარდისფერმა საქართველომ დიდ მგოსანს, რომელიც 1912 წელს, სიკვდილამდე ოთხი წლით ადრე, ქართველ ახალგაზრდებს იმას ეხვეწებოდა, მე თუ ვერ მოვესწრები, ჩემი საფლავი ნახეთ და სამშობლოს გათავისუფლება მახარეთო, – ოცნებები საბოლოოდ დაუმსხვრია!.. დღევანდელ ხელისუფლებას, რომელსაც ილიას და აკაკის მოძულეთა ფუყე გვამები პარლამენტის სხდომათა დიდ დარბაზში დაუვანებია და კანცელარიაც მედროვეებით გადაუჭედავს, ჩვენი დიდი წინაპრის ძვლების შესაშფოთებლად საუკეთესო ამინდი დაუდგა, – ლომაიას, გაბაშვილს და ბოკერიას შეუძლიათ აკაკის საფლავთან დადგნენ და მართლაც ჩასძახონ მგოსანს, რომ ქართველებმა ხალიჩები, ვერცხლის ლანგარი და ანტიკვარული ჭაღები დიდი პოეტის მუზეუმიდან გააქრეს!.. “ასავალ-დასავალი” გურამ შარაძეს დაუკავშირდა!

გურამ შარაძე: – თითქოს გულმა მიგრძნო, რომ თქვენი გაზეთის ერთ-ერთ პოპულარულ რუბრიკას სახელად დავარქვით “ასი წერილი ქართველ ერს”. სამწუხაროდ, ქართველი ერის გამოსაფხიზლებლად ასი წერილიც შეიძლება არ ეყოს კაცს, რადგან ჩვენდა საუბედუროდ, დღევანდელ საქართველოში გულსაკლავი თემები არ გველევა!..

- ამჯერად რას გვეტყვით?

- “რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!” – დიდი ილიას ეს ცნობილი ფრაზა დღევანდელ დღეს განსაკუთრებულ ტრაგიკულ ელფერს იძენს, რადგან სასიხარულოს მართლაც ვერაფერს გეტყვით. სულ რამდენიმე დღის წინათ მოხდა შემზარავი ფაქტი და ვიღაც უკეთურებმა აკაკი გაძარცვეს!.. გესმით? ახლა აკაკიც გაქურდეს! დიახ, ეს მოხდა სხვიტორში!..

მოგეხსენებათ, აკაკის მშვენიერი სასახლე XIX საუკუნის 30-იან წლებში აკაკის მამამ – როსტომ წერეთელმა ბერძენ ქვისმთლელებს ააგებინა. იმ დროიდან მოყოლებული ეს სასახლე ქართველების გულის ბუდედ და გულის ძირად იქცა ისევე, როგორც ყვარელი, ჩარგალი!.. ამ სახლში იყო დაუნჯებული წერეთლების – აკაკის, მისი მშობლების და და-ძმების ნივთები. მაცნობეს, რომ გატეხეს სხვიტორის აკაკისეული სახლ-მუზეუმი, უკეთურები აივნიდან გადამძვრალან თურმე!.. ქურდბაცაცებს  ხალიჩები, ჭაღები და ლანგარი წაუღიათ!..

ქურდების ხელწერიდან ჩანს, რომ ნივთები სტამბოლის ბაზარზე სარფიანად გასაყიდად შეარჩიეს, რადგან ანტიკვარები და განსაკუთრებით ძველი ხალიჩები თურქეთში ძვირად ფასობს.

- ვინ არის მუზეუმის დირექტორი?

- ჩემთვის საპატივცემულო პიროვნება, ისტორიკოსი და არქეოლოგი ცეზარ ლაშხი, რომელმაც ენერგიულად მოჰკიდა ხელი მუზეუმის აღორძინების საქმეს. ყველას გვიკრძალავს თქმას, მაგრამ მე მაინც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მუზეუმს დიდ დახმარებას უწევს ცნობილი ქართველი ქველმოქმედი და ბევრი ეროვნული საქმის სულისჩამდგმელი, ბატონი ბიძინა ივანაშვილი. როგორც მითხრეს, ბატონი ბიძინა აკაკის სახლ-მუზეუმის გარდა, ეკატერინე აბაშიძის, მგოსნის დედის, ბაღის აღდგენას და იქ არსებული ნაგებობების რესტავრაციასაც აპირებს. ვსარგებლობ თქვენი გაზეთის მაღალი ტრიბუნით და ვთხოვ მუზეუმის ადმინისტრაციას, რომ აკაკის დედის ბაღიდან საჩხერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აუცილებლად სხვა ადგილზე გადაიტანონ. იქვე ახლოს, ას მეტრში მდებარეობს ახალი, მაგრამ დაუმთავრებელი შენობა და იქ შეიძლება მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გადატანა.

- ვიცი, რომ თქვენ მონოგრაფიას აკაკი წერეთელზე ძირითადად საჩხერეში წერდით და აკაკის მუზეუმის ხშირი სტუმარი იყავით.

- თხუთმეტი წელია აკაკის მუზეუმში ვმუშაობ და უკვე გავედი ფონს, ყველაფერი გადაღებული და დაწერილი მაქვს. კიდევ კარგი, მოპარული ექსპონატების გადაღებაც მოვასწარი!.. უღრმეს მადლობას ვუხდი მუზეუმის ფონდების მცველს, ქალბატონ კლარა მაჭარაშვილს და ყველას, ვინც მუშაობაში ხელს მიწყობდა!..

- ქურდების რა ისმის, ვინმე ხომ არ დაუჭერიათ!..

- ნაძირალას ეროვნება არ აქვს!.. ქურდბაცაცებს, რომლებსაც გამზრდელი არ ჰყავთ, “გამზრდელის” ავტორის გაქურდვა არ გაუჭირდებოდათ. მითხრეს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ცხელ კვალს დაადგნენ! ვნახოთ, რა მოხდება!.. ისე კი, იმედი მაქვს საჩხერის რაიონის გამგებლისა, რომელიც ფილოლოგია და ეროვნულ კაცად მიმაჩნია!

- ბატონო გურამ, საერთოდ, რამდენად დაცულია დღეს ჩვენი განძთსაცავები?

- იძარცვება საქართველო: ეკლესია-მონასტრები, მუზეუმები და წიგნთსაცავები… ყვარელში გაძარცვეს ილია, გაქურდეს და გადაწვეს კონსტანტინეს “კოლხური კოშკი” თბილისში… ეროვნული სიწმინდეები და საგანძური, რისი გაძარცვაც საქართველოში ვერ მოახერხეს, ახლა ამერიკაში მიაქვთ გასაძარცვად!..

დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 14-20 მარტი, 2005

  

***

გურამ შარაძე: ბატონო პრეზიდენტო, ბარემ კერპთაყვანისმცემლობაც ვიზეიმოთ!

 წერილი მეხუთე

 რამდენიმე დღის წინათ მუსლიმანთა დღესასწაულზე საბაირამოდ მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა ერთი საყურადღებო განცხადება გააკეთა – საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს ამიერიდან პერსონალური უქმე დღე გექნებათ და სახელმწიფო დღესასწაულად გამოვაცხადებო. სწორედ ეს, ერთი შეხედვით, უმტკივნეულო განცხადება გახდა პროფესორ გურამ შარაძის აღშფოთების მიზეზი. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა პრეზიდენტს გონიერებისკენ, ხოლო საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის სტუმრობისა და მისი განცხადების სავალალო შედეგებზე მიუთითა…

- ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ-ერთმა ბოლო განცხადებამ, როდესაც ბაირამობაზე სტუმრად მისული ამ დღესასწაულის უქმე დღედ გამოცხადებას შეჰპირდა მუსლიმან აზერბაიჯანელებს. თუ სააკაშვილი მართლმადიდებელია, მას უნდა მოეხსენებოდეს, რომ მძიმე მარხვის დღეებში და აღდგომის მოლოდინში არ შეიძლება სისხლის დაღვრა, ცხვრის დაკვლა და მირთმევა. მისი მხრიდან მიუტევებელი შეცდომა იყო, მეტიც – კანონით დასჯადი ქმედება, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე, დედაქალაქ თბილისში, საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს უცხო სახელმწიფო დროშის ქვეშ მიულოცა ბაირამობის დღესასწაული. ყველას კარგად მოეხსენება ჩემი დამოკიდებულება ხუთჯვრიანი სახელმწიფო დროშის მიმართ, მაგრამ ვალდებული ვარ, დავემორჩილო კანონს სახელმწიფო სიმბოლიკის პატივისცემის შესახებ. პრეზიდენტმა კი ვერც გაბედა, თავისი სათაყვანებელი ხუთჯვრიანი დროშა საკუთარ ქვეყანაში უცხო დროშის გვერდით მაინც ჩამოეკიდა. მის ამ მოქმედებას მარტივი ახსნა აქვს – საქართველოს პრეზიდენტს არ მისცეს უფლება, ბაირამობის დღესასწაულზე ხუთჯვრიანი დროშა დაეკიდა!.. კარგით, ვთქვათ, პრეზიდენტმა დაივიწყა აჭარაში მცხოვრები ქართველი მუსლიმანი ძმები. ქობულეთელი, გათბილისელებული და გაპრემიერებული ნოღაიდელი მარნეულში რომ მიემგზავრებოდა, რატომ დაივიწყა ეს?! ეს იგივეა, დედის საფლავს გადააბიჯო და დედინაცვლის საფლავზე მიხვიდე!.. პრეზიდენტმა, რომელმაც ვერ შეძლო, ქართველი ხალხისთვის ახალი წელი საქართველოში მიელოცა და არა კიევიდან, მშვენივრად მოახერხა, ბაირამობის დღესასწაულზე საქართველოში ყოფილიყო და ვეძისში მისულს მუსლიმანი თანამოქალაქეებისთვის განეცხადებინა: მე, როგორც ადამიანი, საბურთალოზე გავიზარდე, მაგრამ პოლიტიკოსად ვეძისში თქვენთან, მუსლიმანებთან ჩამოვყალიბდიო… ვინ ექაჩება მას ენაზე, ასეთი სამარცხვინო, ანტიქართული განცხადებები გააკეთოს?!

- რა დაშავდება იმით, რომ საქართველოში მცხოვრებ მუსლიმანებს ერთი დღე უქმე ჰქონდეთ?

- აქ საუბარი სულ სხვა რამეზეა. თავდაპირველად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დღესასწაულად უნდა გამოცხადდესო, ხოლო როდესაც პრეზიდენტის ამ განცხადებას ჩემი უარყოფითი პრესკონფერენცია მოჰყვა, ნომერმა ორმა სააკაშვილმა – გელა ჩარკვიანმა, რომელსაც ნამუსის ულვაშებიც კი ამოუჯეჯილდა მას შემდეგ, რაც შევარდნაძის ნაცვლად ახლა სააკაშვილის მარჯვენა ხელი გახდა, – მეორე დღესვე გამართა ბრიფინგი და დააკონკრეტა, უქმე დღე მხოლოდ მუსლიმანებისთვის იქნებაო. რა გამოდის, საქართველოს მოქალაქეებს ვყოფთ ეროვნული და რელიგიური ნიშნით?! საქართველოში 80-ზე მეტი ერის თუ ეროვნების და არაერთი რელიგიის წარმომადგენელი ცხოვრობს და თუ ყველას თავისი დასვენების დღე ექნება, მაშინ წელიწადში ყველა დღე შეიძლება უქმე იყოს! ბატონო პრეზიდენტო, ბარემ კერპთაყვანისმცემლობაც ვიზეიმოთ და უქმე დღედ გამოვაცხადოთ!!!

იმასაც აქვს თავისი ახსნა, თუ რატომ დაუტკბა ასე აზერბაიჯანელებს საქართველოს პრეზიდენტი და ჟვანიას მკვლელობის შემდეგ გაპრემიერებული ნოღაიდელი.

- რატომ?

- მოგეხსენებათ, წითელ ხიდზე ქართველ და აზერბაიჯანელ კონტრაბანდისტებს შორის გაჩაღებული ომი სისხლისღვრით დასრულდა, სადაც საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი დაიღუპა. გარდა ამისა, აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გამოამჟღავნეს, რომ ქართულმა მხარემ გზა გაუხსნა კონტრაბანდისტებს, რომელთაც სომხეთში იარაღი შეჰქონდათ აზერბაიჯანის წინააღმდეგ საბრძოლველად. იმისთვის, რომ მათთვის პირი მოეწმინდათ და აზერბაიჯანელების გული მოეგოთ, საქართველოს პრემიერმა და პრეზიდენტმა გადააბიჯეს საქართველოს 20-საუკუნოვან ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და შეურაცხყოფა მიაყენეს მართლმადიდებლობასა და, საერთოდ, ქართულ სახელმწიფოს… საქართველოს გულუხვო პრეზიდენტო, როგორ ფიქრობთ, ილჰამ ალიევი აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველი მოქალაქეებისათვის გამოაცხადებს უქმედ აღდგომის ან შობის ქრისტიანულ დღესასწაულს?

ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ დღეს ქართულ მართლმადიდებლობას ორი მხრიდან უტევენ, თანაც – ფარულად (აღარაფერს ვამბობ სექტანტებზე, კერძოდ, იეღოველებზე).

- რას გულისხმობთ?

- ვატიკანში ელჩად ახლად დანიშნულ ქეთევან ბაგრატიონს რომის პაპის წერილი გადასცეს, სადაც რომის პაპი ითხოვს 2003 წლის იმ დოკუმენტის რეანიმაციას, რომლის წინააღმდეგაც მე, და არა მარტო მე, ახლაგაზრდობამაც გაილაშქრა. საუბარია, საქართველო-ვატიკანის სახელმწიფო ხელშეკრულების გაფორმებაზე. ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში კათოლიკური რელიგია სახელმწიფო დონეზე უნდა ავიდეს. ქონების სახით უნდა დაუკანონდეთ ეკლესია-მონასტრები, მიწები, სკოლებში უნდა შემოვიღოთ კათოლიკური რწმენის სწავლება და ა.შ. წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, ეს დოკუმენტი ძალაში რომ შევიდეს?! კათოლიკე მისიონერებმა ერთხელ თვით სულხან-საბა ორბელიანიც კი შეაცდინეს… დღეს კიდევ უფრო საშიშია მათთვის ამხელა უფლებების მინიჭება. პირველად ვამბობ თქვენი გაზეთის ფურცლებზე: პარლამენტში ყოფნის დროს კათოლიკური ეკლესიის ერთი წარმომადგენელი მეწვია და 300 ათასი ამერიკული დოლარი შემომთავაზა იმისთვის, რომ ქუთაისში მართლმადიდებლებისთვის ეკლესიის წართმევაში მხარი დამეჭირა…

არავის ვეჯიბრები პირველობაში, მაგრამ ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელიც 2003 წელს წინ აღუდგა ამ ხელშეკრულების აღსრულებას. იმავე დღესვე მოვიპოვე საგარეო საქმეთა სამინისტროში გასაიდუმლოებული დოკუმენტი, რომლის ტექსტიც კი არ იყო ცნობილი საპატრიარქოსთვის და დილით სახელმწიფო მინისტრს ავთანდილ ჯორბენაძეს ვესტუმრე. მას დეტალურად ავუხსენი, თუ რა საფრთხე შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ხელშეკრულებას. მან კაბინეტიდანვე დარეკა იალტაში ვიზიტით მყოფ პრეზიდენტთან, რომელმაც ანტიმართლმადიდებელ და ყველა დროის მარადმწვანე კანცელარიის გამგეს პეტრე  მამრაძეს ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შეჩერება უბრძანა. ახალგაზრდობას, რომელიც უკვე პარლამენტის წინ იკრიბებოდა, მე ვაცნობე ამის შესახებ. ამის ცოცხალი მოწმეებიც არსებობენ… ახლა, როგორც ჩანს, რომის პაპს მოახსენეს, ეროვნული ძალები ხელს ვეღარ შეგვიშლიანო და გადაწყვიტეს, კვლავ მოგვახვიონ თავს ეს ხელშეკრულება ახალი ხელისუფლების ხელშეწყობით. თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს სინოდს და ქართულ მრავალმილიონიან მართლმადიდებელ მრევლს: გავერთიანდეთ და ერთად აღვუდგეთ წინ მართლმადიდებლობისთვის ძირგამომთხრელი დოკუმენტის რეანიმაციას!

 ნატო ფოცხიშვილი
“ასავალ-დასავალი”, 28 მარტი – 10 აპრილი, 2005

  

*** 

გურამ შარაძე: პრეზიდენტო, გეშინოდეთ!

ხიდაშელი-უსუფაშვილი-ბერძენიშვილები და ბურჯანაძე-ასათიანი დაგამხობენ!

 წერილი მეექვსე

 მიხეილ სააკაშვილის თავს ახალი რევოლუციის აჩრდილი წამოიმართა!.. პოლიტიკური მოძრაობა “ენა, მამული, სარწმუნოების” ლიდერისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ გურამ შარაძის განცხადებით, პრეზიდენტის დამხობა “რესპუბლიკელებმა” და ნინო ბურჯანაძემ ისევ და ისევ სოროსის ლოცვა-კურთხევით უნდა აღასრულონ!.. გურამ შარაძე ქართველ ერს სიფხიზლისკენ მოუწოდებს და ხელისუფლებას მკაცრად აფრთხილებს, რომ ევროსაბჭოს ყბადაღებულო რეკომენდაცია – 400 ათასი ე.წ. “თურქი-მესხის” საქართველოში ჩამოსახლება, ქვეყანას ავადსახსენებელ “დიდ თურქობას” უქადის… ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია “202”-ის პირდაპირ ეთერში გურამ შარაძემ ქვეყნისთვის საჭირბოროტო უამრავ შეკითხვას უპასუხა და, რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ახალგაზრდობის საყოველთაო სიყვარული და აღიარება დაიმსახურა. ტელეეთერი, რომელიც ნამდვილად თავისუფალი იყო და შემომავალ ზარებს საქართველოს ხილული თუ უხილავი მტრები აკონტროლებდნენ, იმ აღფრთოვანებასა და მხარდაჭერას ვერ იტევდა, მრავალმილიონიანი აუდიტორია შარაძეს რომ უცხადებდა!.. “ასავალ-დასავალი” გურამ შარაძეს დაუკავშირდა.

- ბატონო გურამ, პიროვნების დამადასტურებელ ქართულ დოკუმენტებში მამის სახელის აღმნიშვნელი რეკვიზიტის გაქრობას ზოგიერთი იმით ხსნის, რომ თითქოს ეს არის რუსული “კალკა”, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში იმპერიამ უკანასკნელი ორასი წლის მანძილზე ხიშტით და ზარბაზნით დაამკვიდრა; რომ მამის სახელით მხოლოდ რუსები მიმართავენ ერთმანეთს და ქართველები არ იხსენიებენ მამას… თქვენ ამ სულელურ არგუმენტს უძველესი ქართული ლიტერატურული ძეგლი “შუშანიკის წამება” დაუპირისპირეთ და გაიხსენეთ ვარსქენ პიტიახში, “ძე არშუშაისი”… საოცარი არგუმენტია, რამ მოგაგონათ, რამ მოგაფიქრათ?

- დიდი ლიტერატურული ძეგლები უკვდავია იმიტომ, რომ თაობა მასში რაღაც ახალს პოულობს. რაც ვთქვი, ეს არ გახლავთ აღმოჩენა, ეს ყველამ იცის, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა… მართლაც, “შუშანიკის წამება” იწყება იმით, რომ ვარსქენი იყო არშუშას ძე. 1995-1999 წლების მოწვევის პარლამენტმა, “მოქალაქეთა კავშირმა” და მისმა უმრავლესობამ იურიდიული კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარის – ნინო ბურჯანაძის მეთაურობით ეროვნება და მამის სახელი მოგვისპო!.. დღეს რომ უეროვნებო და უმამისსახელო ბავშვები იბადებიან, სწორედ ნინო ბურჯანაძის დამსახურება გახლავთ. მტრულმა ძალებმა, რომლებსაც საქართველოს დაჩოქება სურთ, ბურჯანაძეს ,,თავდადება” დაუფასეს და ეს ქალბატონი დღეს პარლამენტის ორგზის თავმჯდომარეა. ვერ გავიგე, ნინო ბურჯანაძე ცალკე ანზორ ბურჯანაძის ქალიშვილობით ამაყობს და ცალკე მამამისის – ანზორის სახელს პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტიდან შლის!.. სად არის აქ ლოგიკა? ის ყურით მოთრეული “არგუმენტი”, რომ თითქოს მამის სახელი სლავური წარმოშობის არის, რუსეთიდან შემოვიდა საქართველოში და ე.წ. “ოტჩესტვო”, ანუ მამის სახელი ქართველებს არასოდეს გაეგონათ, ქვეყნის მტრობა, უცოდინარობა და ბნელეთის მოციქულობაა!.. თუ თავიდან ბოლომდე არ აქვს წაკითხული “შუშანიკის წამება”, პირველივე სტრიქონი მაინც არ წაუკითხავს ნინო ბურჯანაძეს, რომ ვარსქენი არშუშას ძე იყო? ასე რომ, მამის სახელი საქართველოში არსაიდან შემოსულა, მამის პატივისცემა, მამის სახელის აღნიშვნა და მოხსენიება ჩვენს გენეტიკაში, ჩვენს ცნობიერებაში ოდითგანვე იდო!.. ქართული გვარების აბსოლუტური უმრავლესობა “ძე”-სა და “შვილ”-ზე ბოლოვდება. გვარი “გურამიშვილი” რას ნიშნავს – განა გურამის შვილს, გურამის ძეს არ ნიშნავს? ასე რომ, ბურჯანაძის, სააკაშვილისა და ჟვანიას მიერ ჩადენილი დანაშაული, როცა ეროვნება და მამის სახელი წაგვართვეს, ჩვენ ბევრჯერ შეგვიქმნის უხერხულობას და ბევრჯერ აგვატკივებს თავს!

- თქვენ ტელევიზიით გამოსვლის დროს ძალიან შემაშფოთებელი მინიშნებები გააკეთეთ; მაინც ვინ გაუთხრის ძირს სააკაშვილს?

- მოდით, დავიწყოთ ცოტა შორიდან! ამ ერთი წლის წინ ქალბატონი თინა ხიდაშელი რომ გაუჩინარდა საქართველოდან და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელობა მიატოვა, რატომ არავის გაუკვირდა?

- რას გულისხმობთ, დააკონკრეტეთ!

- ხიდაშელის გადაკარგვამ გამაკვირვა, გავიგე კიდეც, სად წავიდა, რისთვის წავიდა და ახლა ვეუბნები ქართველ ერს, რომ თინა ხიდაშელმა, როდესაც მოწვევა მიიღო ამერიკიდან და საქართველოს ძველი და ახალი რევოლუციის შემოქმედ სოროსისგან, სასწრაფოდ მიატოვა რევოლუციონერთა რიგები… ამ ერთი წლის განმავლობაში ხიდაშელი დამოძღვრეს ამერიკაში!.. სოროსი ჭკვიანი კაცია და იმის შიშით, ვაითუ სააკაშვილმა ვერ გაამართლოს ჩვენი იმედები და მისი ჩანაცვლების ფაქტის წინაშე დავდგეთო, ხიდაშელს თავისთან უხმო! თინა ხიდაშელი საქართველოში დაბრუნდა და “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” კი არ მიაშურა, “სოროსის ფონდში” დაიწყო მუშაობა. როგორც ვიცი, დათო დარჩიაშვილი მხოლოდ პაიკია, “სოროსის ფონდში” ყველაფერს თინა ხიდაშელი მართავს, რომელიც სოროსის ფულით უკვე აფინანსებს და ამზადებს ახალ რევოლუციას საქართველოში. უთო რომ ჩართო, ყველგან ხიდაშელი და ხიდაშელის ქმარი – დათო უსუფაშვილი ჩანან და ლაპარაკობენ. როგორც ხიდაშელმა გადააბარა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია’’ ვინმე დოლიძეს, ისე გადააბარეს ძმებმა ბერძენიშვილებმა თავინთი “რესპუბლიკური პარტია” დათო უსუფაშვილს. იმისი ბეღურა ჩიტები არიან ძმები ბერძენიშვილები, რომ პარტიას, რომელიც ნამდვილად მათ დააფუძნეს, სხვა ჩაუყენონ სათავეში? გამორიცხულია!.. ვის დაკარგვია და ვის გაახსენდა უსუფაშვილი, მაგრამ, რადგან ახალი გეგმა შემუშავებულია და საქართველოში ანტისააკაშვილისეული ამერიკული ოპოზიცია იქმნება, თინა ხიდაშელის მეუღლე – დათო უსუფაშვილი ამ სქემაში ჯდება. შეხედეთ, როგორ გაიდო ხიდი!.. თინა ხიდაშელი ტოვებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, გადადის სოროსის ფონდში, ხოლო ბერძენიშვილები ტოვებენ “რესპუბლიკური პარტიის” ხელმძღვანელობას და თავმჯდომარედ მოჰყავთ ხიდაშელის ქმარი, – სოროსის სიძე – დათო უსუფაშვილი!.. ქართულში არის ასეთი გამოთქმა!, – “ენას კბილი დააჭირე”, ე.ი. ზედმეტი არაფერი თქვა, გაჩუმდიო!.. ლევან ბერძენიშვილი კბილს ენაზე ვერ აჭერს, ენა გარეთ უვარდება, რას ლაპარაკობს, ზოგჯერ თვითონაც არ იცის და როგორ ფიქრობთ, კაცი, რომელიც თავის ენას ვერ იცავს, უსუფაშვილს დაიცავს? უსუფაშვილი ბერძენიშვილებს სჭირდებათ ამერიკული დაფინანსებით, თინა ხიდაშელის შუამავლობით და სოროსის სიძეობით! გამოდის ყოველ საღამოს ტელევიზიით თინა ხიდაშელი და ეს ქალი შარვლებს ხდის ამ დადედლებულ, კორუმპირებულ “პოლიტიკოსებს”, მთავრობის წევრებს, მინისტრებს თუ ბიზნესმენებს. რატომ, ვინ მისცა ამდენი ძალა და ამდენი უფლება თინა ხიდაშელს, რომ ყველას თვალებს უბრიალებს? ამას წინათ ხიდაშელმა კინაღამ ტელეეკრანიდან გააგდო გივი თარგამაძე, რომელიც ადრე შევარდნაძესაც არ ეპუებოდა!

- ე.ი. რა ხდება, ბატონო გურამ?

- ხდება ის, რომ სოროსი და ამერიკა დარწმუნდნენ, – სააკაშვილი თავის გუნდთან ერთად ვერ ამართლებს, ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ახალი, პროამერიკული, ანტიქართული, ანტიმართლმადიდებლური ოპოზიციის დაფინანსება და შექმნა, რათა საჭირო მომენტში და საჭირო დღეს ჩამოაგდონ სააკაშვილი და დღევანდელი პრეზიდენტი ჩაანაცვლონ ხიდაშელ-უსუფაშვილ-რესპუბლიკელებით!.. მთელმა ქვეყანამ იცის სააკაშვილისადმი ჩემი დამოკიდებულების შესახებ, მაგრამ ამათ მაინც სააკაშვილი მირჩევნია! სააკაშვილი თავის თავს თვითონ გამოუყვანს წირვას, მაგრამ ესენი – ნურას უკაცრავად!.. ეს ხალხი უსაშინლესი და უბოროტესი ძალაა! გაფრთხილდით, ქართველებო, გაფრთხილდი, საქართველო, და, პირველ რიგში, გაფრთხილდი, სააკაშვილო, რადგან შენ მიერ გაცოცხლებული და აღზევებული ძმები ბერძენიშვილები ახალი რევოლუციისათვის ემზადებიან! როგორც შევარდნაძემ მოიყვანა ჟვანია, ბურჯანაძე და სააკაშვილი პოლიტიკაში, როგორც მათ უღალატეს შევარდნაძეს და დაამხეს, ისე დაამხობს სააკაშვილს ახალი “ტროიკა”. თინა ხიდაშელი ამ “ტროიკაში” იქნება ნინო ბურჯანაძე #2.

- ვაი და, “ფიშტო” გაისროლოს მიხეილ სააკაშვილმა, მერე სადღა გაიქცევა ეს ახალი “ტროიკა”?

- არა, ასე მარტივად არ არის საქმე!.. “ფიშტოს” მაშინ ისვრის სააკაშვილი, მის ჩასანაცვლებლად ეროვნული ოპოზიცია რომ გამოვა არენაზე!.. ბერძენიშვილ-ხიდაშელ-უსუფაშვილის ჩანაცვლებით სააკაშვილი “ფიშტოს” არ გაისვრის! ეს ისეთივე “ოპოზიციაა”, როგორი “ოპოზიციაც” შევარდნაძეს დაუყენეს წინ ჟვანია-სააკაშვილ-ბურჯანაძის სახით. შევარდნაძემ ამ  “ოპოზიციას” არ ესროლა, თორემ ჭეშმარიტ ოპოზიციას რამდენჯერ ესროლა შევარდნაძემ და მისმა გუნდმა?

- სააკაშვილის ადგილი სად იქნება, თუ ახალი რევოლუცია მოხდა?

- ამაზე უკვე ძალიან აქტიურად საუბრობენ! რამდენი უსაქმური საერთაშორისო ორგანიზაციაა ამ ქვეყენაზე, ვერ ხედავთ? მაგალითად, გაერო მსოფლიოს დამმონებელ, უსაქმურ და სახელმწიფოების გამყვლეფ ორგანიზაციად მიმაჩნია!.. მილიონები გვაქვს გადაყრილი გაეროში… მარტო რეზო ადამიას შენახვა რამდენი გვიჯდება იქ და რა გაგვიკეთა გაერომ? აფხაზეთის დაბრუნებაში დაგვეხმარა გაერო, სამაჩაბლოს დაბრუნებაში დაგვეხმარა, ამდენი დევნილის დაბრუნებაში დაგვეხმარა თუ რა ქნა? რისთვის მჭირდება მე “გაერო”? ალბათ, სააკაშვილს რეზო ადამიას ადგილზე დაასკუპებენ, თუ მანამდე ბუშის ბრძანებით კოფი ანანს კვანტი არ გამოჰკრეს!..

- ბატონო გურამ, თქვენ იმას ამბობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიძლება გაეროს გენერალურ მდივნად გადაიყვანონ?

- უნდათ, დიახ, უნდათ გადაყვანა და წაიყვანონ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ! გაერო ჩემთვის კორუმპირებული ორგანიზაციაა! როცა ეს ადრე ვთქვი, ამიჯანყდნენ და კინაღამ შემჭამეს… ჩემი დაჭერაც კი უნდოდათ!.. ახლა ხომ ხედავთ, გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი და მისი შვილი კორუმპირებულნი ყოფილან, ქრთამებს იღებენ, თურმე, და სააკაშვილისნაირები მართლაც უნდა იყვნენ ასეთ კორუმპირებულ ორგანიზაციაში. ერთი სიტყვით, სააკაშვილი ბერძენიშვილებ-ხიდაშელ-უსუფაშვილის “ტროიკას” ტყვიას ვერ ესვრის! ამერიკა სააკაშვილს წაიყვანს ან გაეროში ან სტრასბურგში!.. დაჯდება და იჩიქჩიქებს იქ, ხოლო საქართველოში ჩამოგვიჩიქჩიქებენ ახალ ამერიკულ “ტროიკას”! სააკაშვილის წინააღმდეგ ირაზმება ე.წ. ასათიანის დაჯგუფებაც. აკაკი ასათიანმა ახლახან რაღაც ორგანიზაცია შექმნა და განაცხადა, – ჩვენ სააკაშვილის ოპოზიცია კი არ ვიქნებით, არამედ დავეხმარებით ხელისუფლებასო! ასათიანი სააკაშვილს აქამდე ხან გიჟს ეძახდა, ხან სულელს და ამბობდა, სააკაშვილს პრეზიდენტობა სახლობანას თამაში ეგონაო!.. დღეს კი, თურმე, ასათიანმა გადაწყვიტა, დაეხმაროს ამ “გიჟ”, “სულელ” სააკაშვილს, რათა პრეზიდენტმა უკეთ მართოს საქართველო! ბოდიშს ვიხდი ბატონი გუბაზ სანიკიძის წინაშე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, აღშფოთებულია ასათიანის მორიგი ღალატით; მე ბატონ გუბაზს უღრმეს პატივს ვცემ, მაგრამ არ გაინტერესებთ, რატომ მოიქცა ასე ასათიანი? იმიტომ, რომ საქმეში ნინო ბურჯანაძე ჩაერთო! ნინო ბურჯანაძეს, რომელსაც ძალიან ტკბილად აგონდება თავისი ორმოცდღიანი პრეზიდენტობა, ახლა უკვე ხუთწლიანი პრეზიდენტობა სურს!.. ბურჯანაძე ვერ ეტყვის სააკაშვილს, შენ წინააღმდეგ ოპოზიციას ვქმნიო და ამიტომ განაცხადა აკაკი ასათიანმა, ჩვენი ორგანიზაცია პრეზიდენტის ოპოზიცია კი არ იქნება, სააკაშვილს დაეხმარებაო. როგორც ანზორ ბურჯანაძე იყო შევარდნაძის მეგობარი და უღალატა შევარდნაძეს, მერე მისმა ქალიშვილმა უღალატა შევარდნაძეს, მერე უღალატა ჟვანიას და ისე დაასაფლავა, პრემიერისთვის ხმა არ გაუცია, ერთმანეთზე გაბუტულები იყვნენ, ბურჯანაძე ასევე უღალატებს სააკაშვილსაც!.. ამ უარესისა და უარესის მოლოდინში, მგონი, გავხდი მიხეილ სააკაშვილის “მომხრე”! სააკაშვილო, გეშინოდეს და უფრთხილდი ხიდაშელს, ბურჯანაძეს და მათ უკან მდგარ ე.წ. “ოპოზიციონერებს”! ორი არაეროვნული და ანტიქართული ოპოზიცია იქმნება საქართველოში, – ერთი პროამერიკული – ბერძენიშვილებ-ხიდაშელ-უსუფაშვილის მეთაურობით, ხოლო მეორე – პრორუსული – ბურჯანაძე-ასათიანის მეთაურობით. შეთანხმება ასეთია – ბურჯანაძე ხდება პრეზიდენტი, ხოლო ასათიანი – პარლამენტის თავმჯდომარე! ჩვენ, ეროვნული ოპოზიცია, ვის გახსენებია საქართველოს გარდა!.. ჩვენ არ გვინდა არც ამერიკული და არც რუსული ოპოზიცია, ჩვენ გვჭირდება ქართული ოპოზიცია, რომელსაც შექმნის საქართველო და რომელიც ისეთივე წარმატებით მოიშორებს სააკაშვილს თავის გუნდიანად, როგორც ბერძენიშვილებ-ხიდაშელ-უსუფაშვილისა და ბურჯანაძე-ასათიანის ტრიო-დუეტს!..

- ამ უბედურებასა და ჯოჯოხეთში თქვენ მიერ ხსენებულ ე.წ. “ლანავოებს” რა ბედი ეწევათ?

- “ლანავოები” ლანა ღოღობერიძის გამოზრდილებს დავარქვი. ერთ-ერთი “ლანავოი” იყო აწ განსვენებული ზურაბ ჟვანია, ხოლო მეორეა მიხეილ სააკაშვილი! ლანა ღოღობერიძე “ლანავოიმ” ზურაბ ჟვანიამ შეიყვანა 1995-1999 წლების პარლამენტში და ღოღობერიძე გახდა როგორც უმრავლესობის ლიდერი, ასევე საპარლამენტაშორისო დელეგაციების თავმჯდომარე.

1998 წელია, პარლამენტს მალე ვადა ეწურება, ლანა უკვე 70 წელს არის გადაცილებული, რომ დაიბარა ჟვანიამ და უთხრა: ქალბატონო ლანა, მომავალ პარლამენტში “მოქალაქეთა კავშირის’’ პარტიული სიით მეორედ ვეღარ გაგიყვანთ, რადგან ხანდაზმული ბრძანდებით! ენები იცით, ქალი ხართ და თუ გინდათ, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში პოზიციები შეინარჩუნოთ, აქტიურად იზრუნეთ ევროსაბჭოსთან და მის პარლამენტთან კავშირის დასამყარებლად, რათა საქართველო როგორმე ევროსაბჭოს წევრი გახდეს და კავკასიაში ყველას ვაჯობოთ – სომხეთსაც და აზერბაიჯანსაცო!.. ამ წინადადებით შევარდნაძეც მოხიბლეს! მსგავსი ცდუნების წინაშე მაშინ სომხეთი და აზერბაიჯანიც დადგნენ… ევროსაბჭომ, რომელსაც იმ დროს ტერი დევისი ხელმძღვანელობდა, ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ სომხეთს ყარაბახის დათმობა, ხოლო აზერბაიჯანს, სომხეთთან შერიგება მოსთხოვა, ორივემ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს… ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც ევროსაბჭოში შესვლა ცალ ფეხზე დაიკიდეს, – არც ერთმა დათმო ყარაბახი და არც მეორემ! საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, შევარდნაძემ და მისმა ლეკვებმა კი თქვეს, – ნებისმიერ ვალდებულებას შევასრულებთ, ოღონდ ევროსაბჭოში გავწევრიანდეთო!.. აფხაზეთი და სამაჩაბლო, რომელიც რუსეთმა დაგვაკარგვინა და წაგვართვა, არც გახსენებიათ, მეტი საქმე არ ჰქონდათ!.. ტერი დევისმა მაშინ ბრძანა, – რადგან ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაბრუნება თქვენ არ გაწუხებთ, საქართველოში უნდა დააბრუნოთ ის 400 ათასი “თურქი-მესხი”, რომლებიც თავის დროზე მოსკოვმა და კრემლმა  მესხეთიდან გაასახლაო!.. შევარდნაძე, ჟვანია, ბურჯანაძე, სააკაშვილი და ღოღობერიძე მომადგნენ მე!.. მაშინ მიგრაციისა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი პარლამენტში. ჩემი კომიტეტის უშუალო ფუნქცია იყო კანონპროექტის მომზადება “თურქი-მესხების” ჩამოსახლების ვალდებულების აღების შესახებ, რაზეც მათ კატეგორიული უარი მოვახსენე, – ბუღა-თურქსა და თურქ-სელჩუკებს არ გაუკეთებიათ ამდენი საქართველოსთვის და მე ამას ჩემს ხალხს ვერ გავუკეთებ-მეთქი! იუშჩენკოს თანამებრძოლი, იმ დროს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე – მოროზიც კი მიგზავნიდა საპროტესტო წერილებს, – როგორ ლახავთ “თურქი-მესხების” უფლებებს და თქვენი კომიტეტი რატომ არის მათი ჩამოსახლების წინააღმდეგიო. ჩემთან რომ ვერაფერს გახდნენ, მომიქსიეს გურამ მამულია – შარაძე ლანძღე და აგინეო! მამულიამ ასობით “თურქი-მესხი” ჩამოიყვანა და მომაყენა ეს ხალხი კომიტეტში!.. ამ საქმეში აქტიურად ჩაერთო ჩვენი სახელოვანი კინორეჟისორი, მაგრამ უბეცესი პოლიტიკოსი და ეროვნული ინტერესების მოღალატე ელდარ შენგელაია, რომელიც მაშინ ჟვანიას მოადგილე იყო და სხდომას სხდომაზე მიმართავდა პარლამენტში!.. ერთხელ “თურქ-მესხებთან” გამასწორა მიწასთან, – შარაძე თქვენი მტერია, საქართველოში არ გიშვებთო, იძახდა!.. რამდენიმე “თურქი-მესხი”, უცხო ქვეყნის მოქალაქე, ეროვნულ არმიაშიც კი შეიყვანეს!.. შენგელაიამ მაინც ვერაფერს მიაღწია. მაშინ ადგა ზურაბ ჟვანია და გურამ მამულია ლტოლვილთა და განსახლების მაშინდელი მინისტრის ვალერი ვაშაკიძის ერთ-ერთ მოადგილედ დანიშნა – გურამ მამულიას “რეპატრიაციის სამსახური” ჩააბარეს!.. ვერც იქიდან მომერივნენ!.. რომ მეგონა, თავი ქუდში მქონდა და მშვიდად ვიყავი, – “თურქ-მესხებს” ვერავინ დააბრუნებს-მეთქი, ჟვანიამ და ღოღობერიძემ, თურმე, საიდუმლოდ მოილაპარაკეს, – რას ვეკითხებით შარაძეს, რას ვეკითხებით პარლამენტს, საქართველოს, ქართველ ხალხს და, განსაკუთრებით, მესხეთის ქართველობას, ჩვენ თვითონ ავიღოთ “თუქრი-მესხების” ჩამოსახლების ვალდებულებაო! მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ საქართველოს პარლამენტს, მთავრობას “თურქი-მესხების” საქართველოში ჩამოსახლებაზე დასტური არ მიუცია!.. ამ საკითხზე არც რეფერენდუმი მოწყობილა და არც მესხეთში გაუგია ვინმეს რამე… ეს ვალდებულება ჩუმად, მალულად, ჟვანიასთან და მის გუნდთან შეთანხმებით თავის თავზე აიღო ლანა ღოღობერიძემ და ამ “დამსახურებისათვის” ის გახდა საქართველოს პირველი ელჩი სტრასბურგში, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა ვიცე-პრეზიდენტის ადგილი იშოვა ევროსაბჭოში!.. მთელ ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდა, ე.წ. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე! გამოდის თავისი ჩიქორთულით და გვეკითხება: “როგორ, ჩვენი სისხლი და ხორცი არ უნდა დავაბრუნოთ საქართველოში?”. ვეკითხები ვინმე ელენე თევდორაძეს, ვისი სისხლისა და ხორცის ბრძანდება თავად? ელენე თევდორაძეს ერთი წვეთი არ ურევია ქართული სისხლისა, არაქართველი, ლენინგრადელი ებრაელია და რა უფლება აქვს მას, ჩვენს სისხლსა და ხორცზე ილაპარაკოს? თევდორაძეს შეუძლია ილაპარაკოს თავის სისხლსა და ხორცზე – არაქართველ ებრაელებზე და ჩაიყვანოს ისინი თავის სამშობლოში – ისრაელში; თუ “თურქ-მესხებს” თვლის თევდორაძე თავის სისხლად და ხორცად, მაშინ ისინი ჩაასახლოს ისტორიულ სამშობლოში. მე ვამბობ, რომ არ ვარ ქართველი-მეთქი? ებრაელი ელენე თევდორაძე, იყოს ებრაელი და ნუ მალავს თავის ებრაელობას!.. არ ვმალავ ჩემს ეროვნებას და თევდორაძე რატომ მალავს თავის ეროვნებას? კარგი, თევდორაძე არ არის ჩემი სისხლი და ხორცი, მაგრამ არის თუ არა ჩემი სისხლი და ხორცი ეს 400 ათასი “თურქი-მესხი”? ტყუილია ეს!.. აგერ მაქვს რეზოლუციები, რომლებიც “თურქი-მესხების” ათასობითკაციან ყრილობებზეა მიღებული ბიშკეკში, ბაქოში, მოსკოვში, სადაც ისინი აცხადებენ: “ჩვენ არ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ თურქები!.. ჩვენი სამშობლოა ახალციხის საფაშო!.. ახალციხის საფაშოში არ არის საქართველოს მიწა, ახალციხის საფაშო ოდითგან იყო თურქეთის, რომელიც 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს პასკევიჩმა წაართვა თურქეთს და შემოუერთა რუსეთის იმპერიას. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ქართულ ენაზე სწავლებას, მართლმადიდებლურ ეკლესიას! ჩვენი მოთხოვნაა, დაგვაბრუნეთ ახალციხის საფაშოში და დააბრუნეთ თურქეთის შემადგენლობაში ახალციხის საფაშო!.. მოგვეცით თურქეთის მოქალაქეობა და ქვეშევრდომობა, გაგვიხსენით თურქულენოვანი სკოლები და მეჩეთები”!..

გეკითხებით, ესენი ქართველები არიან? ეს 400 ათასი “თურქი-მესხი” ისეთივე სისხლი და ხორცია ჩვენი, როგორც ელენე თევდორაძე! ტერი დევისს როცა ვადა გაუვიდა და ევროსაბჭოს ხელმძღვანელობა ვალტერ შვიმერმა ჩაიბარა, უკვე გაპრეზიდენტებულმა სააკაშვილმა, გაპრემიერმინისტრებულმა ჟვანიამ, გასპიკერებულმა ბურჯანაძემ და პარიზიდან გამოგდებულმა და კვლავ სოფელ სტრასბურგში დაბრუნებულმა ლანა ღოღობერიძემ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ შვიმერი, რომელიც ჩვენ ამ საშინელი ვალდებულების – “თურქი-მესხების” ჩამოსახლებას გვიჭიანურებდა – გაეშავებინათ და კვლავ მათი სათაყვანებელი ტერი დევისი დაებრუნებინათ ევროსაბჭოს თავმჯდომარედ, რომელიც 15 და 16 აპრილს თბილისში ჩამობრძანდება!.. ვაფრთხილებ ტერი დევისს, არ გაბედოს “თურქი-მესხების” თემის რეანიმაცია და არ ჩამოვიდეს საქართველოში, თორემ ჩვენ საქართველოს მოღალატე ხელისუფლებასა და ტერი დევისს საპროტესტო აქციებს მოვუწყობთ!..

- რა გვეშველება, რა უნდა ვქნათ?

- გამოსავალი ერთადერთია, – საქართველომ ევროსაბჭოს უნდა მისწეროს, რომ საქართველოში “თურქი-მესხების” დაბრუნების შესახებ აღებული ვალდებულება უკანონოა. ეს არც პარლამენტს გადაუწყვეტია, არც მთავრობას და არც ქართველ ერს. უკანონო ვალდებულება უნდა გაუქმდეს!.. თუ ტერი დევისმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, – რას ამბობთ, ვალდებულება სამართლიანიაო, მაშინ ჩვენ უნდა დავტოვოთ ევროსაბჭო! ლანა ღოღობერიძე, როგორც ქვეყნისა და სამშობლოს მოღალატე, უნდა გამოვიწვიოთ ევროსაბჭოდან!.. ლანა ღოღობერიძის მამამ – ლევან ღოღობერიძემ ათასობით ქართველი არისტოკრატი დახვრიტა და მერე მოსკოვში, კრემლში, სტალინსა და ორჯონიკიძეს უდეპეშა, – “გიპატაკებთ, რომ საქართველოში არისტოკრატია, როგორც კლასი, აღარ არსებობს!” აი, ამ მოღალატის შვილმა, ლანა ღოღობერიძემ, ახლა მეორე ღალატი ჩაიდინა! ლევან ღოღობერიძემ ქართული არისტოკრატია და თავადაზნაურობა გაჟუჟა, ხოლო მისი შვილის სტრასბურგში ელჩობითა და 400 ათასი თურქის ქვეყანაში ჩამოსახლებით საქართველო და ქართველი ერი დედამიწის ზურგიდან ამოიშლება!.. გამაგებინეთ, რატომ უნდა აგოს პასუხი საქართველომ საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილ ქმედებაზე, როცა 1944 წელს 80 ათასი კაცი გაასახლეს მესხეთიდან? საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეა რუსეთი და რუსეთმა, მოსკოვმა, კრემლმა მიხედოს ახლა უკვე 400 ათას თურქ-მესხ, რომელიც საქართველოს სიძულვილით არის გაზრდილი. გადასახლებულებმა ცოტა მაინც იცოდნენ ქართული და ახლა ეს გახუთმაგებული მოსახლეობა, უცხო გარემოში აღზრდილი, რომელიც ქართველების ზიზღით გაზარდეს, ხომ წარმოგიდგენიათ, რას უქადის ამ ქვეყანას?

ფრთხილად, ქართველებო, “დიდი თურქობა” კარს მოგვადგა!..

 დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 11-17 აპრილი, 2005
 

 

***

გურამ შარაძე: ,,ვეფხისტყაოსანი’’  სტურუას “ქაჯეთის თეატრს” შეიწირავს!

 წერილი მეშვიდე

 საქართველოს ხელისუფლებამ არცთუ ისე დიდი ხნის წინათ ზარ-ზეიმით გამოაცხადა, რომ ქვეყანაში კულტურული რევოლუცია დაიწყო. აკადემიკოსი გურამ შარაძე კი ჩვენს ტრადიციულ რუბრიკაში – “100 წერილი ქართველ ერს” – სწორედ ქართული კულტურის სავალალო მდგომარეობაზე საუბრობს და საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

- ბატონო გურამ, მართლა რენესანსი დაიწყო საქართველოში?

- ამ ხელისუფლებას, როგორც ჩანს, არც რენესანსზე აქვს წარმოდგენა!.. ცნობილია, რომ ესენი, საერთოდ, უვიცები არიან, მაგრამ ოპერის თეატრში როცა პრეზიდენტი ხელოვნებისა და კულტურის მუშაკებს შეხვდა, ერთმა პიროვნებამ ახსენა “თანამედროვე ქართული კულტურის რენესანსი”, რამაც, რბილად რომ ვთქვა, გამაოცა…

- თქვენ თუ მიგიწვიეს იმ შეხვედრაზე ოპერაში?

- როგორ წარმოგიდგენიათ, ან იმათ მოუვიდოდათ ეს თავში აზრად და ან მე წავიდოდი იქ?

- ე.ი. გამოდის, რომ თქვენ სააკაშვილმა სამუდამოდ შეგრისხათ?

- ამაზე რომ დაგეთანხმოთ, მისთვის დიდი პატივი იქნება. ჩემს შერისხვას იგი ვერასოდეს მოახერხებს, მაგრამ ფაქტია, რომ მისი უშუალო განკარგულებით ყველა ტელეარხს აკრძალული აქვს ჩემთვის ეთერის დათმობა. მაგალითად, ტელეკომპანია “კავკასიის” ხელმძღვანელმა დავით აქუბარდიამ პირდაპირ განმიცხადა, – თქვენ რომ ტელევიზიით გამოგიყვანოთ, ან დაგვხურავენ და ან დაგვხრეტენო!.. ხანდახან არის რაღაც “გამონათებები”, მაგალითად, ტელეკომპანია “202”-ზე გამოვედი, რისთვისაც ხელმძღვანელობას მადლობას მოვახსენებ, ასევე “გამონათების” მცდელობა იყო “იმედზე” ინგა გრიგოლიას პროგრამაში. მიმიწვიეს “ნიკა ქავთარაძის შოუშიც” – როგორც მითხრეს, მაყურებელთა დაჟინებული თხოვნით. ტელეჟურნალისტებს ჩემი პრესკონფერენციების გაშუქება აკრძალული აქვთ; მოვლენ, ჩაიწერენ, ჩამომართმევენ ინტერვიუს და ტელევიზიით არ გადასცემენ!.. დავრწმუნდი, რომ ესენი არიან მოგზავნილი შპიონები და გადაღებულ მასალას აგზავნიან არა ეთერში, არამედ იქ, სადაც ჯერ არს.

- კი მაგრამ, როდის გადაგემტერნენ ასე მწარედ?

- ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მე სააკაშვილზე დავწერე, რომ იგი ერთდროულად კაგებეს და ცეერუს აგენტია-მეთქი. სააკაშვილს კრინტი არ დაუძრავს ჩემს ნათქვამზე. დადუმდა და მოგეხსენებათ, რომ დუმილი თანხმობის ნიშანია!

- მოდით, ისევ ქართული კულტურული რევოლუციის – ე.წ. რენესანსის თემას მივუბრუნდეთ!

- დიახ, ოპერის თეატრში არმიწვეული ქართული კულტურის მუშაკები ინგა გრიგოლიამ მიიწვია თავის გადაცემაში… მინდა გითხრათ, რომ ინგა გრიგოლიამ, რომელიც მაღალრეიტინგული ჟურნალისტია, ეს გადაცემა ვერ წაიყვანა და ეს არ გახლავთ მისი ბრალი! მან, უბრალოდ, ვერ ათქმევინა ვერცერთ მხარეს სიმართლე. აი, სწორედ ამ თემაზე მსურს თქვენთან საუბარი და მინდა, ქართველ ერს მოვახსენო იმის შესახებ, 2005 წლის ბიუჯეტში რუსთაველის თეატრს რატომ გაუოთხმაგეს დაფინასება მარჯანიშვილის თეატრთან შედარებით.

- როგორც ვიცი, კულტურის მინისტრი ყოველივე ამას რუსთაველის თეატრის დასისა და მომსახურე პერსონალის სიდიდით ხსნის.

- მოგახსენებთ! ბატონმა გიგა ლორთქიფანიძემ კი თქვა, როგორ შეიძლება სოფიკო ჭიაურელს, გივი ბერიკაშვილს, ოთარ მეღვინეთუხუცესს, ნოდარ მგალობლიშვილს, ზურაბ ყიფშიძესა და სხვებს ხელფასი ჰქონდეთ 120 ლარი და იმათ, ვინც გუშინ დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი და რუსთაველის თეატრში მიიღეს, სამჯერ და ოთხჯერ მეტ ანაზღაურებას აძლევდნენო, მაგრამ მთავარი მაინც ყველას დაავიწყდა… მთელი გადაცემა, დისპუტი ფინანსურ პრობლემას მიეძღვნა და ჩემთვის უსაყვარლესი მსახიობი, ეპოქალური მოვლენა – ნოდარ მგალობლიშვილიც კი ვერ მიხვდა, რომ აქეთ არ უნდა წაეყვანა საუბარი!..

- აბა, რაზე უნდა ელაპარაკათ, სად არის ძაღლის თავი დამარხული?

- თავიდანვე ვიტყვი, რომ იმ გადაცემაში ჩემთვის ერთადერთი სასიამოვნო აღმოჩენა იყო ზურაბ ყიფშიძის პოზიცია. ზურაბი არის ჩემთვის უსაყვარლესი და უნიჭიერესი ელენე ყიფშიძის ვაჟი, გარდა ამისა, ის გახლავთ ილია ჭავჭავაძის პირველი ბიოგრაფის – დიდი გრიგოლ ყიფშიძის შთამომავალი და მახსოვს, რამდენს მესაუბრებოდა ქალბატონი ელენე გრიგოლ ყიფშიძეზე. ერთი სიტყვით, იმ დღეს ზურაბ ყიფშიძემ ყველას ასი თავით აჯობა ინტელექტითაც, ირონიითაც, საოცარი გონებამახვილობითაც, ღირსებითაც. ზურაბი ერთადერთი იყო, ვინც მცირე ხელფასით განცდილი გულისტკივილის თემას გასცდა… თქვენ მკითხეთ, სად არის ძაღლის თავი დამარხულიო… ძაღლის თავი სოროსის პოლიტიკაშია დამარხული!

- რუსთაველის თეატრშიც სოროსი შეძვრა?

- სოროსი შეძვრა რუსთაველის თეატრში, თუ რუსთაველის თეატრი შეძვრა სოროსის სოროში, “საკითხავი, აი, ეს არის!..” რა თქმა უნდა!.. სოროსის ყოველი დავალება, როგორც მოგეხსენებათ, შესრულდა, – უნივერსიტეტი აღარ არსებობს, განათლება აღარ არსებობს, მეცნიერებათა აკადემია თავისი ინსტიტუტებით აღარ არსებობს, ეკლესიას უტევენ, ეროვნული სახელმწიფო პოლიტიკა აღარ არსებობს… 2004 წლის 23 ნოემბერს – “ვარდების რევოლუციის” წლისთავზე აპირებდნენ საეკლესიო რევოლუციას და პატრიარქის დამხობას, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ თქვენი გაზეთის მხარდაჭერით, ეს შეთქმულება რამდენიმე თვით (თუ დღით?) ადრე გავამჟღავნე და საქართველოს ეკლესია და პატრიარქი დამხობას გადავარჩინე. გეკითხებით, სად არიან დღეს ე.წ. მღვდლები: თევზაძე, ბასილ კობახიძე, რატომ არიან ეს ე.წ. “მართლმადიდებლები” გატრუნულები და ახლა ხმას არ იღებენ? რატომ არ გამოდის “თავისუფლების ინსტიტუტი”, რატომ არაფერს ამბობს დედით თათარი ნაირა გელაშვილი ან გია ნოდია, რომელიც ისე ლაპარაკობს, გეგონება, რომ ცხელი კარტოფილი აქვს პირში? რა უბედურებაა, ვერ უნდა ლაპარაკობდე, არტიკულაცია მოშლილი უნდა გქონდეს, ენა პირში ვერ უნდა გიჩერდებოდეს და მაშინ გახდები პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილივით, მაშინ გახდები ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრი გია ნოდიასავით და მაშინ გახდები “დიდი ორატორი” თარგამაძესავით. მაგათ, მგონი, გაგებული აქვთ, რომ დემოსთენე ენაბლუ იყო და ყოველდღე ზღვის პირას კენჭებს იყრიდა პირში მეტყველების გამოსასწორებლად. მინდა გითხრათ, რომ შავი ზღვა ძალიან შორს არის გიგა ბოკერიასგან, ლევან ბერძენიშვილისგან და გია ნოდიასგან… თბილისის ზღვაზე მაინც ავიდნენ და იქ ჩაიყარონ პირში ქვები, იქნებ დემოსთენეს დაემსგავსონ. როგორც კი ვამხილეთ ესენი ეკლესიაში განხეთქილების შეტანაში და აქციები მოვაწყვეთ, მიყუჩდნენ და პრეზიდენტი სააკაშვილიც კათოლიკოს-პატრიარქს მიუჩოჩდა, რატომღაც, მაინცდამაინც ზურაბ ჟვანიას სამებიდან გამოსვენების დღეს, ვითომ მისი ახლო მეგობარია, მაგრამ პრეზიდენტი შობა-ახალ წელს უკრაინაში თხილამურებზე შეხვდა, ხოლო აღდგომას, იმისათვის, რომ სამების ტაძარში პატრიარქის გვერდით არ დაეფიქსირებინა თავი, სვანეთში წავიდა. ეს იყო ნიშანი საქართველოს მტრებისთვის – “მე არ ვდგავარ პატრიარქის გვერდით”! აი, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა, თუ ისევ მალე არ გამოჩნდებიან ე.წ. მღვდლები – კობახიძე და თევზაძე, თუ ისევ არ გამოჩნდებიან ბერძენიშვილები, რამიშვილები, ბოკერიები, კოტეტიშვილები, გელაშვილები და ნოდიები და თუ ისევ არ აგორდება ახალი ტალღა ქართული ეკლესიის და პატრიარქის დასამხობად… ეს მოხდება, რადგან სოროსისგან დირექტივა გაცემულია, დაფინანსება შემოსულია, მაგრამ დირექტივა შეუსრულებელია, ფული კი უკვე შეჭმულია და თავი ხომ უნდა იმართლონ სოროსის წინაშე?

- თეატრზე გკითხეთ, იქაც სოროსია?

- სოროსის მიერ დაფინანსებულმა და შევსებულმა საქართველოს ბიუჯეტმა ყველაზე დიდი თანხა გამოუყო რობერტ სტურუას და რუსთაველის თეატრს იმისათვის, რომ მან რაც შეიძლება მალე დადგას “ვეფხისტყაოსანი” საქართველოს ახალი დამცირებისა და საქართველოს ახალი დამხობისათვის! რობერტ სტურუამ მიიღო ეს დავალება! ხომ იცით, როგორ უნდა დადგას სტურუამ “ვეფხისტაყოსანი”?

- რას დგამს ასეთს?

- სპექტაკლის მიზანსცენა ითვალისწინებს “ვეფხისტყაოსანის” ფურცლებად დაგლეჯას, მსახიობმა უნდა თქვას, რომ “ვეფხისტყაოსანი” არის იდიოტიზმი, უაზრობა, სამარცხვინო რამ და ა.შ. ხომ ხედავთ, რას აკეთებენ, ორი უდიდესი ეროვნული თეატრი – რუსთაველის და მარჯანიშვილის – ერთმანეთს დაუპირისპირეს, თანაც სხვებსაც ნერწყვი მოჰგვარეს პირში, აქაოდა, თქვენც თუ ასე მოიქცევით და ქართულს, ეროვნულს, ტრადიციულს წაბილწავთ, გარყვნით, თქვენც დოლარებს დაგაყრით თავზეო!.. მე ვსარგებლობ შემთხვევით და მივმართავ ქართული თეატრის ამომავალ ვარსკვლავს – მსახიობ ზაზა პაპუაშვილს: როგორ გგონიათ, ბატონო პაპუაშვილო, ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა რუსთაველის თეატრის დასში, როცა ერთი წლის წინ თქვენ ამ საშინელი სპექტაკლის გამო აუმხედრდით სტურუას, ჯერ გაგაგდოთ დასიდან, მერე თქვენ თვითონ მიდიოდით, მერე დაგაბრუნეს, წაგიყვანეს მოსკოვში და ყელამდე შეგაცურეს ფულებში თუ ქალებში? მივმართავ უნიჭიერეს მსახიობს ნინო კასრაძეს: ვინ უნდა ითამაშოთ ორივემ თქვენ – როგორი ტარიელი, როგორი ნესტან-დარეჯანი, როგორი ავთანდილი ან თინათინი? მოგიწოდებთ, დატოვეთ უმალ რუსთაველის თეატრი, უფრო სწორად, სტურუას ქაჯეთის თეატრი, მიატოვეთ სტურუას ეს სატანური სპექტაკლი და რეჟისურა, გადაირჩინეთ სული და გადაარჩინეთ სირცხვილისგან საქართველო და “ვეფხისტყაოსანი”! თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მიუხედავად ჩემი მოწოდებისა, სტურუა მაინც დადგამს ამ საშინელებას და თქვენ ითამაშებთ ამ სპექტაკლში? ნურას უკაცრავად! რუსთაველის სახელი ჰქვია თქვენს თეატრს, რუსთაველით მოაღწიეთ აქამდე და რუსთაველის დამამხობელი სპექტაკლი გინდათ, ითამაშოთ? ჩვენ ამის უფლებას არ მოგცემთ და თქვენ კი ვერ დაგვახევთ “ვეფხისტყაოსანს” თავზე, პირიქით, ჩვენ დაგახევთ ამ სატანისტურ პრემიერას თავზე. მოვუწოდებ მარჯანიშვილის თეატრს, იმაზე ნუ კი იდავებთ, ვინ არ გახდით “ხელმწიფის კარის რჩეული” და იმაზე ნუ კი წუწუნებთ, რომ კულტურის უკულტურო მინისტრმა თქვენ დაფინანსება შეგიზღუდათ, თქვენ უნდა ამაყობდეთ, რომ ქართველებად და ჭეშმარიტ მარჯანიშვილელებად დარჩით და პრეზიდენტმა სააკაშვილმა და კულტურის უკულტურო მინისტრმა არ ჩაგრიცხათ თავიანთ ამალაში, სამაგიეროდ, თქვენ ქართველმა ხალხმა და მაყურებელმა სამუდამოდ ჩაგრიცხათ თავის უკვდავ საგულეთში!

- ბატონო გურამ, სტურუა აქტიურად მუშაობს “ვეფხისტყაოსანზე”?

- რა თქმა უნდა, და არ გაინტერესებთ, რატომ არ დაიდგა რუსთაველის თეატრში დღემდე ეს სპექტაკლი?

- რატომ არ დაიდგა?

- იმიტომ, რომ რუსთაველის თეატრს ჰყავს მთავარი ბოსი (ძალიან გთხოვთ, “ს” “ზ”-ში არ აგერიოთ! – გ.შ.) გია თევზაძე – ცნობილი ყაჩაღი და მძარცველი. თევზაძე, როცა ქართველთა სისხლი იღვრებოდა რუსთაველზე და სასტუმრო “თბილისი” იწვოდა, სასტუმრო “თბილისში” შეიპარა, ვესტიბიულიდან ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკებები მოიპარა და თავის აგარაკზე წყნეთში გააქანა!

- რას ამბობთ, ეს უმძიმესი ბრალდებაა!..

- რას ვამბობ და მართალს ვამბობ! დიახ, თავისი აგარაკის სარდაფიდან გამოვატანინეთ ქანდაკებები და დავაბრუნებინეთ უკან! კაცი, რომელიც ძმათამკვლელ ომში ისარგებლებს, კაცი, რომელიც დამწვარ სასტუმრო “თბილისში” შეიპარება და ბედად გადარჩენილ ბრინჯაოს ქანდაკებებს სახლში წაიღებს, ის რუსთაველის თეატრს გაახარებს? პარლამენტის ერთ-ერთ სხდომაზე, პირდაპირ ეთერში, საჯაროდ, მრავალმილიონიანი მაყურებლის წინაშე მე ვამხილე გია თევზაძე და მიკროფონთან მაშინვე მომვარდა ზეზვა ღუღუნიშვილი და მითხრა, – თქვენ, ბატონო გურამ, თევზაძეს ასეთ ბრალს რატომ სდებთ, რას ამბობთო!.. მე ვუთხარი: – ჩემო ზეზვა, მე ფაქტებით ვლაპარაკობ, წავიდეთ ახლა რუსთაველის თეატრში და გაჩვენებთ იმ გადაკეთებულ დარბაზებს, სადაც თევზაძეს კაბარეს და ბორდელის გახსნა უნდა-მეთქი. გავქანდი მაშინვე რუსთაველის თეატრში და თევზაძეს ვეუბნები, – მაჩვენეთ ის დარბაზები, სადაც კაბარეს და ბორდელს ხსნით-მეთქი!.. – ახლა, ბატონო გურამ, რემონტი გვაქვს და შუქი რომ ავანთოთ, მოკლე ჩართვა მოხდებაო! – მიპასუხა გია თევზაძემ! ვაფრთხილებ მთელ საქართველოს: მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ იმ სამი გადაკეთებულ-გადმოკეთებული დარბაზიდან ერთ-ერთი იქნება ღამის კაბარე და ბორდელი – ფულის ახალი წყარო გია თევზაძისთვის. დაამთავრებენ რემონტს რუსთაველის თეატრში, მორჩება ყველაფერი, გააჩენს თევზაძე პატარა “ცეცხლუკას” ხან სარდაფში, ხან სხვენში და წამოვა იმ მადლიანი კაცის მილიონები ისევ რესტავრაციისთვის და ხარჯავენ ამ ფულს. მთელმა საქართველომ იცის, ვინც არემონტებს უანგაროდ რუსთაველის თეატრს, მაგრამ არ უნდა იმ კაცს თავისი გვარ-სახელის წარმოჩენა და არც მე ვიტყვი. გია თევზაძე არის რობერტ სტურუას “მეჭურჭლეთუხუცესი”, სტურუასთვის ფინანსების მომზიდველი!.. ის სარგებლობს რობერტ სტურუას სახელით და შოულობს ამ ფულებს. იმისთვის გადაიხადა იმ მადლიანმა კაცმა თეატრის აღდგენაში მილიონები, “ვეფხისტყაოსანი” დაგვახიონ და დაგვაფხრიწონ თავზე და ერთ-ერთ დარბაზში ბორდელი და საბოზეთი გახსნან? აი,  ამიტომ დააფინანსეს რობერტ სტურუა სოროსმა, სააკაშვილმა, კულტურის უკულტურო მინისტრმა და ფინანსთა უფინანსო მინისტრმა!.. თქვენ რა გგონიათ, ამ ჩემი ლაპარაკით ვინმეს შერცხვება? მანამდე არ გეტკინოთ არაფერი!.. მაშინ, როცა საქართველო კანდიდ ჩარკვიანის (ვინც ვაჟა-ფშაველას ცეცხლით და მახვილით ებრძოდა!) შვილიშვილისა და გელა ჩარკვიანის შვილის – ირაკლი ჩარკვიანის “მეფობას” ითმენს, ვის რა უნდა ველაპარაკო?

ვაი, ბაგრატოვანთა ათასწლოვანო საქართველოვ, როცა დღეს შენ მეფედ კანდიდ ჩარკვიანის შვილიშვილი და გელა ჩარკვიანის შვილი გყავს!

ილია ჭავჭავაძემ თავის დროს რუს შავრაზმელ კატკოვს ქართული ეროვნული დროშის შეურაცხყოფა არ აპატია და ჩვენ ქართველ სტურუას “ვეფხისტყაოსნის” თავზე დაფხრეწა უნდა ვაპატიოთ?!

 დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 9-15 მაისი, 2005

 

 *** 

 გურამ შარაძე: ნინო ბურჯანაძემ ჯორჯ სოროსს ქართული გვარები მსხვერპლად უნდა შესწიროს!

 წერილი მერვე

 კვირას, 29 მაისს, 16 საათსა და 15 წუთზე, ოფიციალური ინფორმაციით, ფილანთროპი და ცნობილი ფინანსისტი, ხოლო ჩვენი ინფორმაციით, ეროვნული სახელმწიფოების დაუძინებელი მტერი, “ვარდების რევოლუციის” მამამთავარი, საქართველოს ხელისუფლების ხელფასების დამრიგებელი, მართლმადიდებლობის მოძულე, მწვალებლებისა და სექტანტების მფარველი, საერთაშორისო აფერისტი და მსოფლიო კლასის მასონი ჯორჯ სოროსი თბილისში ჩამოფრინდა… 10 წლის განმავლობაში სოროსმა საქართველოში 4 მილიარდი დოლარი გადმორიცხა. აურაცხელი თანხა ჩვენს ქვეყანაში “ადამიანის უფლებების დაცვას” და “სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას” უნდა მოხმარებოდა, მაგრამ ქართველი ერი პატივაყრილია, ხოლო საზოგადოება – ყირაზეგადასული, ცნობიერებაშერყეული და გაუბედურებული. მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 10 მაისს ამერიკის პრეზიდენტთან ერთად სახეგაბრწყინებული და აღფრთოვანებული ესალმებოდა ქართველებს, სოროსის წინაშე საშვილიშვილო ვალშია და იძულებულია, მკერდზე ემთხვიოს ჯორჯ ბუშის პირად მტერს ჯორჯ სოროსს. საქართველომ სოროსს უკვე დაუშინა ლაყე კვერცხები, მაგრამ დაცვა 75 წლის მიხრწნილ მოხუცს მკერდით გადაეფარა. თუ რას მოუტანს ქვეყანას ეს ორმაგი თამაში, ამას მომავალი გვიჩვენებს! მხოლოდ ერთს ვიტყვით: ჯორჯ სოროსს, რომელსაც ხან ლაყე კვერცხებს ესვრიან და ხან წებოს ასხამენ, საქართველოში აუცილებლად დაამახსოვრებენ თავს. ვნახოთ, რა მოხდება ამ სამ დღეში. `ასავალ-დასავალი~ გურამ შარაძეს დაუკავშირდა.

- ბატონო გურამ, სოროსი გვესტუმრა, სოროსი!..

- სოროსზე დღეს და გუშინ არ გამომიფხეკია ზოგიერთებივით ყურები. ჯერ კიდევ 1996 წელს მე მას თაღლითი ვუწოდე და ამის გამო შევარდნაძისა და ინტელიგენციის ერთი ნაწილის გულისწყრომა დავიმსახურე; ამიჯანყდნენ მაშინ და მითხრეს: რას ამბობ, სოროსი ამ მშიერ ინტელიგენციას ფულს აძლევს, აპურებსო. საქმე ის გახლავთ, რომ ქართული ინტელიგენცია და მთელი ჩვენი საზოგადოება სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა გადაარჩინოს და არა ქართველი ერის ღირსების, ტრადიციების, ჩვენი რწმენის დამანგრეველმა სოროსმა, რომელიც ჩვენი ერის ინტელექტუალური კაპიტალით ვაჭრობს. ასევე ვამხილე რიჩარდ მაილსი და სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში პაკისტანელი შადმან ვალავი; ვთქვი: საქართველოს თავისი შადიმან ბარათაშვილები ეყოფა და ახლა პაკისტანელი შადიმანის მომატებაღა გვაკლდა-მეთქი. შევარდნაძემ მაშინ, რომ იტყვიან, დამტუქსა, მაგრამ მერე თვითონაც მიხვდა, თუ რა მოუწყვეს რიჩარდ მაილსმა და ჯორჯ სოროსმა. ჯორჯ სოროსს საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ `საერთაშორისო თაღლითის~ იარლიყი მიაკერა და `პერსონა ნონ გრატად~ გამოაცხადა, სოროსს არ უშვებენ დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში მას ლაყე კვერცხები დაუშინეს და წებო შეასხეს. უკრაინა ხომ არის ჩვენთვის მისაბაძი სახელმწიფო და მოდით, ჩვენც მივბაძოთ უკრაინას, მივბაძოთ საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, მაგრამ იცით, საქმე რაშია? უკრაინასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩვენგან განსხვავებით, სოროსის ფულებით ნაყიდი მთავრობები და პრეზიდენტები არ სხედან. წლების წინათ პარლამენტის მაშინდელი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ კანონი შეცვალა და ეროვნებისა და მამის სახელის აღმნიშვნელი რეკვიზიტები გააქრო პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან. ამ `დამსახურებისთვის~ იგი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა და მოგვიანებით 40-დღიან პრეზიდენტობასაც გამოჰკრა ხელი. ნინო ბურჯანაძეს ის 40 დღე აბოდებს დღემდე, ხუთწლიანი პრეზიდენტობა სურს და ამის სანაცვლოდ ჯორჯ სოროსს უმზადებს ახალ საჩუქარს, სიურპრიზს!

-  რა საჩუქარზეა ლაპარაკი?

- ნინო ბურჯანაძემ ჯორჯ სოროსს მსხვერპლად უნდა შესწიროს ქართული გვარები, ქართული გენეტიკური კოდი!.. ლანა ღოღობერიძის მამამ – ლევან ღოღობერიძემ 1920-30-იან წლებში მთელი ქართული არისტოკრატია ამოხოცა და დღეს მათი ნამდვილი შთამომავალნი სანთლით საძებარნი არიან. თქვენ ნახავთ, ბურჯანაძე-ბოკერია-ბერძენიშვილის მიერ ამ კვირაში სოროსის დასანახად მიღებული კანონის შემდეგ რამდენი ბაგრატიონი, დადიანი, ბარათაშვილი, ამილახვარი, ჩოლოყაშვილი, ჭავჭავაძე, აბაშიძე, წერეთელი, გურიელი, ერისთავი, ჩიქოვანი, შერვაშიძე… გაჩნდება ქვეყანაში. თქვენ ნახავთ, ამ კვირაში პარლამენტი როგორი ტაშის გრიალით მიიღებს კანონს გვარ-სახელების შეცვლაზე; ნინო ბურჯანაძისათვის ეს ნამდვილად არ იქნება პრობლემა, გვარის გამოცვლას მაინც მიჩვეულია!

- რაო, რა ბრძანეთ?

- რა ვბრძანე და იკითხეთ ერთი, რა გვარი იყო ანზორ ბურჯანაძის ღვიძლი და!..

- რა გვარი იყო?

- ბურჯალიანი!.. ბურჯალიანებში მარტო ნინო და ანზორი არიან ბურჯანაძეები!.. ვერ გამიგია, რას ერჩოდნენ ამ მშვენიერ გვარს?! ანზორ ბურჯანაძემ, რომელიც შევარდნაძემ ჯერ რაიკომის მდივნად აქცია და მერე მილიონერად, შევარდნაძეს უღალატა. ვაფრთხილებ სააკაშვილს, ასევე უღალატებს მას სოროსის და მამამისის მილიონებით წელმომაგრებული და გვარგამოცვლილი ნინო ბურჯანაძე!

- ბატონო გურამ, თქვენი აზრით, ვინ გამოიცვლის გვარს და რისთვის შეიძლება დასჭირდეს ეს ვინმეს?

- უკანასკნელ წლებში საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოში მომრავლდნენ ქართულგვარიანი უცხო ტომის წარმომადგენლები, რომლებიც ისევე, როგორც ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, ქართული გვარებით ინიღბებიან, რათა უფრო წარმატებით აკეთონ თავიანთი შავბნელი ანტიქართული საქმეები!

 დიტო ჩუბინიძე
 “ასავალ-დასავალი”, 30 მაისი – 5 ივნისი, 2005

 

 ***

გურამ შარაძე: “ნაცმოძრაობის” აქტივისტები აჭარასა და რაჭაში თურქი-მესხების ჩამოსასახლებლად მიტოვებულ სახლებს ეძებენ!

 წერილი მეცხრე

 ცნობილმა პროფესორმა, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გურამ შარაძემ სულ ახლახან დიდი ქართველ მამულიშვილს, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილ წმინდა ექვთიმე თაყაიშვილ-ღვთისკაცს საგანაგებო მონოგრაფია უძღვნა. გურამ შარაძე პოლიტიკურ სარბიელზე ძველებურად აქტიურია და ქართველი ერის გამოსაფხიზლებლად ჩვენს გაზეთში შოკისმომგვრელ განცხადებას აკეთებს. “ასავალ-დასავალი” გურამ შარაძეს დაუკავშირდა.

- ბატონო გურამ, წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი-თაყაიშვილი, რომელსაც საქართველოს ისტორიული საგანძურის მოვლა-პატრონობა ჰქონდა დავალებული, საფრანგეთში, ლევილში, უკიდურეს სიღარიბეში, ერთი თხის კმაყოფაზე ცხოვრობდა; თაყაიშვილი ფასდაუდებელ ქონებას ფლობდა, მაგრამ ეროვნული საგანძურისთვის მისხალი არ დაუკლია და ყველაფერი სამშობლოს დაუბრუნა. საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში თუ ხედავთ ვინმეს, რომელიც, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, სულმნათი ექვთიმეს გმირობას გაიმეორებს?

- როცა რამდენიმე ათეული წლის წინ საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი წმიდა ილია მართლის – ჭავჭავაძის შესახებ მონოგრაფიის წერა დავიწყე და წიგნი ილიას დაბადებიდან 150 წლისთავზე, 1987 წელს გამოვეცი, გადაწყვეტილი მქონდა და მაქვს, აკაკი წერეთელზე, ვაჟა-ფშაველასა და იაკობ გოგებაშვილზეც დამეწერა მსგავსი წიგნები. შეხედეთ, უფალმა როგორ გაუნაწილა საქართველოს თავისი გენიოსი შვილები: კახეთში – ილია, ქართლში – იაკობი, იმერეთში – აკაკი და მთაში – ვაჟა. სხვიტორში როცა ჩავიდოდი, სულ მეკითხებოდნენ, – ბატონო გურამ, ილია კი, გასაგებია, მაგრამ აკაკი? დრო მჭირდებოდა, არ შეიძლებოდა, ამოდენა გენიოსებს უცებ შეჭიდებოდი!.. ამასობაში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია წმინდანად შერაცხა, ხოლო ახლახან ექვთიმე თაყაიშვილს უწოდა ჩვენმა სამოციქულო ეკლესიამ წმიდა ექვთიმე-ღვთისკაცი, მისი ხსენების დღედ საეკლესიო კალენდრით 5 იანვარი დაკანონდა. ხშირად მიფიქრია ექვთიმე თაყაიშვილზე; მართლაც უდიდესი ერისკაცი და ღვთისკაცია იგი. საქართველოში დღემდე ასეთი ღვთაებრივი წყვილი იყო დაუნჯებული – ილია და აკაკი და ეს ღვთაებრივი წყვილი აცოცხლებდა და ამაგრებდა საქართველოს! დღეიდან, მას შემდეგ, რაც ექვთიმე თაყაიშვილი წმინდანად შერაცხეს, ვფიქრობ, რომ საქართველო მეორე ღვთაებრივი წყვილის წინაშე დადგა – ილია და ექვთიმე! ილიამ საქართველო იხსნა რომანოვების რუსეთის იმპერიული კლანჭებისგან, ხოლო ექვთიმემ საქართველოს სულიერი საგანძური იხსნა ბოლშევიკური საბჭოთა რუსეთის კლანჭებისგან.

- თქვენ არ უპასუხეთ ჩემს შეკითხვას – დღევანდელ ხელისუფლებაში დამისახელეთ თუნდაც ერთი კაცი, ვინც ექვთიმე ღვთისკაცი-თაყაიშვილის მსგავს გმირობას ჩაიდენს და მიბარებულ საგანძურს არ გაყიდის…

- წეღან შეგნებულად არ ვუპასუხე თქვენს შეკითხვას. მომიტევეთ, მაგრამ ამის კითხვაც კი მკრეხელობაა!.. როგორ შეიძლება დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების რომელიმე წევრი ექვთიმე ღვთისკაცივით მოიქცეს? თქვენ სოროსის ხელისუფლებაში ეძებთ მეორე ექვთიმეს და მეორე ილიას? ეს მკრეხელობაა!.. მარტო ის ფაქტი რად ღირს, თუნდაც, რომ საქართველოსთვის თავდადებული ფრანგი აკადემიკოსი მარი ბროსე, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა ქართველი ერისთვის და ჩვენმა მადლიერმა საზოგადოებამ მას სანაპიროზე ძეგლი დაუდგა, შეურაცხყვეს. უკვე მერამდენე კვირაა, რაც მისი ბიუსტი გაიტაცეს და საქართველოს ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს ხმა არ ამოუღია ამ სამარცხვინო ფაქტზე! ძალიან გამეხარდა, ბატონი ჯანო ბაგრატიონის ბიუსტი რომ იპოვეს!.. გამაგებინეთ, რა ხდება, ბატონებო, საქართველოში!.. მარი ბროსე რომ არა, ვახუშტი ბატონიშვილის შემდეგ ქართული საისტორიო მეცნიერება უკვე შეწყვეტილი იყო. ამ ფრანგმა კაცმა მიატოვა პარიზი, სინოლოგია (ჩინურისმცოდნეობა), ჩამოვიდა საქართველოში და ქართული კულტურის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი მწერლობის პოპულარიზაციას შესწირა თავისი სიცოცხლე. მარი ბროსე პირველმა ქართველმა აკადემიკოსმა თეიმურაზ ბაგრატიონმა გაიცნო, პეტერბურგიდან საფრანგეთში გააბა მასთან კავშირი, ჩამოიყვანა პეტერბურგში და ეს სინოლოგი მეცნიერი გააქართველოლოგა. პეტერბურგის საიმპერატორო აკადემიაში თეიმურაზ ბაგრატიონთან ერთად მარი ბროსემ შექმნა ქართველოლოგიური მეცნიერების სკოლა, პროფესორ დავით ჩუბინაშვილთან ერთად ბროსემ პეტერბურგის უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას… აი, ამ კაცის ძეგლი მოიპარეს და თბილისის მერს, პოლიციას ბოდიშიც კი არ მოუხდიათ საზოგადოებისათვის, რომ დღემდე ეს სამარცხვინო დანაშაული ვერ გახსნეს. რატომ მიდიოდნენ მთელი ჩვენი “სამოციანელები” მაინცდამაინც პეტერბურგის უნივერსიტეტში? ილია, აკაკი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, ვაჟა და შემდეგ – ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი – ყველანი პეტერბურგის უნივერსიტეტისკენ მიიჩქაროდნენ, რადგან იქ თეიმურაზ ბაგრატიონის მოწაფის – მარი ბროსეს დაარსებული ქართული ენის კათედრა ეგულებოდათ. მარი ბროსემ გამოსცა “ქართლის ცხოვრება”, ვახუშტის გეოგრაფია, 1841 წელს დაბეჭდა “ვეფხისტყაოსანი”, რომელიც ვახტანგ მეექვსის შემდეგ საუკეთესო გამოცემად ითვლება. მან თეიმურაზთან ერთად პარიზში ჩამოასხმევინა ქართული შრიფტი, რა არ გააკეთა, რა არ იღონა… მარი ბროსემ პეტერბურგში საფუძველი მოუმზადა დიდი ქართველი მეცნიერების აღზრდას, ამ წიაღში იშვა საქართველოს გათავისუფლების, ქართული უნივერსიტეტის იდეა და ასეთ კაცს მოვჭერით და მოვაგლიჯეთ სანაპიროზე თავი, კიდევ ერთი უძეგლო კვარცხლბეკი შევმატეთ საქართველოს!.. რაღა უნდა გაგიკვირდეთ, ზოგი ძეგლი თავმოჭრილია და გაყიდულია თურქეთში, ხოლო ზოგიერთი ცოცხლად მკვდარია. აი, შოთა რუსთაველი ავიღოთ!.. განა, შოთა რუსთაველი ცოცხლად მკვდარი არ არის, როცა “მაკდონალდსის” დამღა აქვს დასმული? შეიძლება ჩვენი სიცოცხლის წყარო, ჩვენი რუსთაველი, ამერიკული, გამოშიგნული და გამოხრული სასმელ-საჭმელის ფონზე იდგეს? აი, ამან ჩაუყარა საფუძველი, ბატონო, დიტო, რუსთაველის თეატრში “ვეფხისტყაოსნის” გაბახების სპექტაკლს რომ დგამს რობერტ სტურუა!.. თურმე, შეიძლება, რუსთაველს “მაკდონალდსის” დამღა დავასვათ, თურმე, შეიძლება, რუსთაველის თეატრში რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” დავხიოთ და იდიოტობად გამოვაცხადოთ!..

- ბატონო გურამ, სანაპიროზე ძველ თბილისს აცოცხლებს ხელისუფლება, “ვირის ხიდი” უნდა აღდგესო!..

- დედა ღვთისმშობლის სახელობის მეტეხის ტაძარი მეფის ჟანდარმერიამ ციხედ გადააკეთა, ხოლო გარშემო ჩარჩ-ვაჭრების ქარვასლები შემოარტყეს ეკლესიას. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ღვთისმშობელი ციხისა და ვაჭრუკანების ტყვეობისგან გათავისუფლდა!.. არ მიკვირს, თბილისის სიმბოლოს – ქართლის დედის მაგინებელი ჭიაბერაშვილი დღეს “ვირის ხიდის” აღსადგენად რომ იბრძვის (რაც ძალიან სიმბოლურია!). ამათი მენტალიტეტი ხომ “ვირის ხიდს” იქით ვერ მიდის? შევარდნაძის დროსაც დიდი ომი მქონდა დღევანდელი “მარიოტის” გამო; მშენებლობის ყოფილი მინისტრი – ჩხენკელიც დაადასტურებს, თუ რას უპირებდნენ სასტუმრო “თბილისს” და რამდენჯერ მოვაწვევინე საგანგებო სხდომა ჩხენკელს და გადავარჩინე არქიტექტურის ეს ბრწყინვალე ძეგლი დამახინჯებას!

- რას უპირებდნენ დღევანდელ “მარიოტს”?

- ბოლო სართულზე რიკულები უნდა მოეხსნათ შენობისთვის და ზემოდან რამდენიმე სართული დაეშენებინათ!.. ჯერ კიდევ სად ხართ, ბატონო დიტო?! მამადავითის ეკლესიის ძირში უშველებელი კორპუსი რომ აშენდება, იქ რომ მობინადრენი შევლენ და ნიფხვებს და თეთრეულს ჩამოაფარებენ ჩვენს სალოცავ მთაწმინდას, მერე ნახეთ ჩვენი სირცხვილი და თავის მოჭრა!..

- ბატონო გურამ, თურქი-მესხების თემა ბოლო დროს თქვენ ისევ აქტიურად წამოწიეთ წინა პლანზე!..

- თურქი-მესხების საფრთხეზე დიდი ხანია განგაში ატეხილი მაქვს!..

- ვიცი, ბატონო გურამ, მეც ვარ ამის მომსწრე და მნახველი… სხვათა შორის, იუსტიციის მინისტრი როცა იყო, 2001 წლის 2 სექტემბერს სააკაშვილი ჩავიდა ახალციხეში და ხალხს უთხრა: სანამ ცოცხალი ვიქნები, ვერცერთი თურქი-მესხი საქართველოში ფეხს ვერ ჩამოადგამსო. მაშინ სააკაშვილს ოვაციები გაუმართეს!..

- მთლად ზუსტად ასე არ ყოფილა ეგ ამბავი, პირიქით, მაშინ ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრი სააკაშვილი გამოჩნდა თუ არა ახალციხეში, მთელმა ახალციხემ და მთელმა მესხეთმა ჩემგან იცოდა, რომ 1998 წელს ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების დროს გადამწყვეტი სიტყვა სააკაშვილმა, ჟვანიამ, ბურჯანაძემ და ლანა ღოღობერიძემ თქვეს და ამათ აგვაღებინეს ჩვენ თურქი-მესხების ჩამოსახლების კაბალური ვალდებულება. სააკაშვილს სწორედ ამის გამო ახალციხეში ლაყე კვერცხები დაუშინეს!.. აგერ, ბატონო, სასტუმრო “მარიოტში” ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა ირმა გეგეჭკორმა ინტერვიუ ჩამოართვა ტერი დევისს – ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და დევისმა მისდაუნებურად გასცა, “ჩაუშვა”, დააბეზღა დამნაშავეები მთელი ქართველი ხალხის წინაშე და პირდაპირ განაცხადა: თურქი-მესხების საქართველოში ჩამოსახლების ვალდებულება ევროსაბჭოში სააკაშვილმა, ჟვანიამ და ბურჯანაძემ შემოიტანესო!..

- ლაყე კვერცხები სააკაშვილს როდის ესროლეს ახალციხეში, ბატონო გურამ, ეს ფაქტი რაღაც არ მახსენდება!..

- როგორ გეკადრებათ! ახლავე გაჩვენებთ დოკუმენტს (დოკუმენტები ბატონმა გურამმა მართლაც მაჩვენა – დ.ჩ.). საქართველოში ლაყე კვერცხები ჯერჯერობით მხოლოდ ლავროვს და სოროსს ესროლეს, მაგრამ პირველი ლაყე კვერცხი სააკაშვილს მოხვდა! ქალბატონი თამარ სამსონაძე როცა ახალციხის თეატრში გამოვიდა და სააკაშვილს ხალხის წინაშე მიმართა: როგორ გაბედე აქ ჩამოსვლა, საქართველოს ღუპავ და 400 ათასი თური-მესხის ჩამოსახლებას მოაწერე ხელიო, სააკაშვილმა თავისი დაცვის ბიჭები, “ვერზილები” მიუქსია ქალბატონ თამრიკოს და ახალგაზრდა ქალი ცემით გაათრიეს თეატრის დარბაზიდან. ამის შემდეგ სააკაშვილი ახტა სცენაზე და განაცხადა: პროვოკაცია მომიწყვეს, მაგრამ სანამ პირში სული მიდგას, საქართველოში ერთ თურქ-მესხსაც არ გავაჭაჭანებო! მე გეკითხებით და ვეკითხები სრულიად საქართველოს: როდის ტყუოდა სააკაშვილი ან როდის იყო იგი მართალი – იუსტიციის მინისტრობის დროს, როცა ახალციხეში ჩავიდა და მას ლაყე კვერცხები დაუშინეს თუ ახლა – პრეზიდენტობის დროს? ამასწინათ სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამ სასტუმრო “მეტეხში” არასამთავრობოთა თანდასწრებით განაცხადა: თურქი-მესხები ქართველები არიან, ჩვენი სისხლი და ხორცი და ჩვენ ისინი სამშობლოში უნდა დავაბრუნოთ! ასე “აუშვა” პრეზიდენტმა სააკაშვილმა სახელმწიფო მინისტრი ხაინდრავა! მე თქვენ გაჩვენებთ თურქი-მესხების ბიშკეკის, მოსკოვის, ბაქოს ყრილობების რეზოლუციებს, სადაც ისინი ამბობენ, რომ ერთი წვეთი სისხლიც არ აქვთ ქართული, არიან ეთნიკური თურქები და მოითხოვენ ახალციხის საფაშოში – თურქეთის შემადგენლობაში ცხოვრებას. ერთ-ერთმა თურქმა-მესხმა რუსეთის ტელევიზიით ცნობილი ტელეჟურნალისტის მოლჩანოვის პროგრამაში გამოსვლისას განაცხადა: მე ვარ თურქი და თუ ვინმე მეტყვის, რომ ერთი წვეთი სისხლი მაინც მირევია ქართული, ჩემს სისხლს შპრიცით გამოვიღებ და იმ ერთ წვეთ სისხლსაც გადავაქცევო!.. აი, ასეთ ხალხზე იძახის გოგა ხაინდრავა, ქართველები არიანო!.. ელენე თევდორაძე ირწმუნება კიდევ – “ჩვენი სისხლი და ხორციო…” ელენე თევდორაძე სომხის, თათრის და ებრაელის ნაჯვარია და მართლა ერთი წვეთი სისხლი არა აქვს ქართული, და თუ მაინცადამაინც უნდა, თურქი-მესხები თავის სამშობლოში, ისრაელში ჩაიყვანოს და იქ ჩაასახლოს! გოგა ხაინდრავასაც შევახსენებ, რომ ნამეტნავად ნუ “დააწვება” თავის “ქართულ სისხლს”… მიხვდება, რასაც ვგულისხმობ! რა უბედურებაა, კაცო, ერთი ძმა – ივლიანე ხაინდრავა პარლამენტში გამოდის და ამ ხელისუფლებას დედას უტრიალებს, ხოლო მეორე ღვიძლი ძმა – გოგა ხაინდრავა სახელმწიფო მინისტრია!.. კოტე გაბაშვილი შევარდნაძის ელჩი იყო გერმანიაში, ხოლო მისი შვილი – გოკა ჟვანიასთან ერთად აფრიალებდა ხუთჯვრიან დროშას. მამა-შვილის სტრატეგია არ მოგწონთ?.. თუ შევარდნაძე გაიმარჯვებდა, კოტე თავისთავად გამარჯვებული იქნებოდა; ჟვანიამ და სააკაშვილმა გაიმარჯვეს და ახლა უკვე მამა-შვილი გაბაშვილია ერთად გამარჯვებული! ამისთანა მოთამაშე ხალხი დაღუპავს საქართველოს! აიღეთ ისტორიკოს შოთა ლომსაძის გამოკვლევები, მისხალ-მისხალ აქვს შესწავლილი თურქი-მესხების პრობლემა, მათი გვარები, მათი წარმომავლობა, მათი აღმსარებლობა… კვლევათა შედეგები გასაოცარია და უტყუარი – გადასახლებულთაგან 98 პროცენტი თურქია, მხოლოდ 2 პროცენტია ქართველი და ისიც – გამუსულმანებული. ეს არის ხალხი, რომელიც ფაშისტური გერმანიის მოკავშირე თურქეთთან კონტაქტსა და შპიონაჟში დაადანაშაულა საბჭოთა კავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, მოსკოვმა, კრემლმა გაასახლა ეს ხალხი და საქართველო არ არის ვალდებული, საბჭოთა კავშირის სამართლებრივი მემკვიდრის – რუსეთის ქმედებებზე პასუხი აგოს!

- შეიძლება თუ არა, თურქი-მესხების ჩამოსახლების ამ უკანონო ვალდებულების აღსრულებას გადაჰყვეს დღევანდელი ხელისუფლება?

- უნდა გადაჰყვეს და გადაჰყვება კიდეც! ქართველი ხალხის ზურგს უკან მიღებული დამღუპველი ვალდებულება არ უნდა აღსრულდეს, არადა, ნინო ბურჯანაძეს ტერი დევისისგან ნაბრძანები აქვს, რომ ამა წლის სექტემბერში პარლამენტმა უსათუოდ მოახდინოს საქართველოსთვის დამღუპველი ამ ვალდებულების უპირობო რატიფიკაცია! როცა ტელეკომპანია “იმედის” ჟურნალისტმა ირმა გეგეჭკორმა საქართველოში ჩამოსულ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ტერი დევისს სულ ახლახან ჰკითხა: – ბატონო დევის, საქართველოს, რომელსაც აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ამდენი ლტოლვილი ჰყავს ქვეყნის შიგნით, თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა 400 ათასი თურქი-მესხის მიღებაო, – დევისმა ცინიკურად და მოკლედ უპასუხა: იეს! (დიახ!). გესმით, ხალხო, რა ხდება? ექსკლუზიური უფლებით ვეუბნები თქვენს მაღალრეიტინგულ და საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიან გაზეთს, მაქვს პირდაპირი და გადამოწმებული ცნობა, რომ მთელ საქართველოში კარდაკარ დადიან მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლები და დაკეტილ სახლებს აღრიცხავენ! აი, მაგალითად, მთიან აჭარასა და რაჭაში არჩევენ ასეთ სახლებს!

- რისთვის?

- თურქი-მესხების ჩამოსასახლებლად! ვაფრთხილებ მთელ საქართველოს: ქართველებო, იყავით ფხიზლად, საქართველოს ახალი “დიდი თურქობა” ემუქრება!

 დიტო ჩუბინიძე
“ასავალ-დასავალი”, 13-19 ივნისი, 2005

 

6 Responses to 2005 – I

  1. Hye Sheasby says:

    Most of the times blogs are the same but i think you have a unique blog. Bravo !

  2. Courtney Henggeler says:

    Thankyou for this post, I am a big big fan of this site would like to go on updated.

  3. Lashon Bedson says:

    I’ve been browsing online more than three hours today, yet I never found any interesting article like yours. It?s pretty worth enough for me. Personally, if all web owners and bloggers made good content as you did, the internet will be much more useful than ever before.

  4. Very educating story, saved your blog with interest to read more!

  5. Katharine says:

    Regards for this wonderful post, I am glad I found this web site on yahoo …

  6. Zaneski says:

    First-class post. I have saved it by now.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s