გიორგი ბარათელზე ინფორმაციას პრესა.გე ევროსასამართლოსგან მოითხოვს

02.12.2010

[ნინო მიქიაშვილი]

პრესა.გე იძულებულია საჯარო ინფორმაციის მოპოვებაში დახმარება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს სთხოვოს. საქმე ეხება ინფორმაციას აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელზე; კერძოდ, სად, რომელ საპყრობილეში იხდის იგი სასჯელს.

საქართველოს სასამართლოებში სამივე ინსტანცია გავიარეთ და სამივემ ჩათვალა, რომ ბარათელის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია საიდუმლოა. თბილისის საქალაქო, სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში ჩვენს უფლებებს იცავდნენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტები: თათული თოდუა, თამარ გურჩიანი და ანა შალამბერიძე.

წელიწადზე მეტია, რაც პრესა.გე ცდილობს მოიპოვოს საჯარო ინფორმაცია მსჯავრდებულ გიორგი ბარათელზე. 2009 წლის 10 სექტემბერს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების იმჟამინდელ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ორი განცხადებით მივმართეთ – ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37–ე, 38–ე მუხლების საფუძველზე, ერთ განცხადებაში ვითხოვდით ინფორმაციას ამირან (ბუტა) რობაქიძის და გიორგი გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებულების (გრიგოლ ბაშალეიშვილისა და ვახტანგ აბუაშვილის) შესახებ, ხოლო მეორე განცხადებაში ბატონ შაშკინს ვთხოვდით ჩვენთვის მოეწოდებინა ინფორმაცია გიორგი ბარათელზე.

ამ განცხადებებს მოჰყვა ადმინისტრაციული საჩივარი და შემდეგ პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც 2010 წლის 29 იანვარს გაიმართა. მოსამართლე ნანა დარასელიამ ჩვენი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დაავალა ჩვენთვის მოეცა ინფორმაცია რობაქიძისა და გამცემლიძის მკვლელებზე, მაგრამ გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის მოცემაზე უარი გვითხრა.

საქალაქო სასამართლოს შემდეგ სააპელაციო სასამართლოს მივმართეთ. 2010 წლის 11 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე ლეილა მამულაშვილი, მოსამართლეები: ქეთევან დუგლაძე, ნანა ჭიჭილეიშვილი) “საქართველოს სახელით“ დაადგინა – “აპელანტ ნინო მიქიაშვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს“.

2010 წლის 29 ივნისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სახელზე საკასაციო საჩივარი იმ იმედით ჩავაბარეთ, რომ ჩვენს სამართლიან მოთხოვნას ის მაინც დააკმაყოფილებდა – უზენაესი სასამართლოსგან ვითხოვდით, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ბარათელთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ, 2010 წლის 11 მაისს გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმებას და ამ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, ახალი სამართლებრივი დასაბუთებით.

ჩვენი იმედი ფუჭი გამოდგა – 2010 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ (თავმჯდომარე ლევან მურუსიძე, მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე), ჩვენი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მაისის განჩინება უცვლელად დატოვა.

უზენაესი სასამართლოს განჩინება ხელზე 24 ოქტომბერს ჩაგვბარდა, რის შემდეგაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მივედით. ამ ორგანიზაციის იურისტები, რომლებიც სტრასბურგის საქმეებზე მუშაობენ, ჩვენს საქმეს თითქმის ერთი თვე სწავლობდნენ. 1 დეკემბერს მათთან შეხვედრისას შევიტყვეთ, რომ მზად არიან მოამზადონ და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში გაგზავნონ ჩვენი სარჩელი.

პრესა.გე თანადგომისა და გულისხმიერებისთვის მადლობას უხდის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის წარმომადგენლებს: ანა შალამბერიძეს, თამარ გურჩიანს და თათული თოდუას.

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ პრესა.გე საქართველოს კანონმდებლობაზე დაყრდნობით ითხოვდა ინფორმაციას, რომელიც არის საჯარო და წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. იმათ, ვინც გიორგი ბარათელის ადგილსამყოფელი საიდუმლოდ ჩათვალა, შევახსენებთ, რომ ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ინფორმაციას და აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი სახელმწიფო, პროფესიულ, ან კომერციულ საიდუმლოებას არ შეიცავენ;

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია, არც სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, არც პროფესიულს და არც კომერციულს, მაგრამ უდაოა, რომ წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის საგანს;

ამ ინფორმაციის დამალვა კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს აჩენს 2007 წლის 20 მაისს, მელიქიშვილის გამზირზე დახვრეტილი გურამ შარაძის საქმის ირგვლივ.

 

კომენტარები:

——————————————————————————–
 გიო707 2010-12-02 15:44:56
უდავოა, რომ სიბინძურესთან გვაქვს საქმე! ვგულისხმობ ხელისუფლების და მისი სასამართლოს მხრიდან. სხვა არაფრით აიხსნება ამ პატიმრების ადგილის გასაიდუმლოება! რომელი გუანტანამოს პატიმრები ეგენი მყვანან. ჩემი აზრით კი ისინი დიდი ხანია გათავისუფლებულები არიან, სხვა შემთხვევაში ხელისუფლება მათ აუცილებლად ანახებდა საზოგადოებას.
 ——————————————————————————–
nino 2010-12-02 16:46:37
როგორც ოჯახი და ადვოკატი ამტკიცებს,არაა ეს ბარათელი მკვლელი.ვიდეოთვალმაც დააფიქსირა რომ უფრო მაღალია მკვლელი.ბევრი რამის გამო არ აწყობდათ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი და მოიშორეს.მარტო ეს ფაქტი არ შერჩებათ და არც ჩვენ შეგვრჩება ესე მორჩილებით რომ ვიტანთ ყველაფერს
 ——————————————————————————–
მახო 2010-12-02 16:52:35
არ აიტან და აგატანინებენ,ჩვენ ხომ იმ ქვეყანაში ვართ რომელიც დემოკრატიის შუქურაა.
 ——————————————————————————-
დიმა 2010-12-02 16:56:29
სასჯელაღსრულების,პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის# 1 ორთაჭალის ე.წ. კრიტის, საპყრობილის # 32 საკანი არის გიორგი ბარათელის განთავსების ოფიციალური ვერსია. საქართველოს სახალხო დამცველს, ბ-ნ გიორგი ტუღუშს, ორგანული კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, 24 სთ-ის განმავლობაში , განუსაზღვრელი რაოდენობით აქვს უფლება მოინახულოს ნებისმიერი პატიმარი და მათ შორის დარწმუნდეს თუ სად და რა პირობებში იმყოფება გიორგი ბარათელი. თუ მედია იაქტიურებს და შეთანხმდება ომბუდსმენთან ,შესაძლოა იქვე ,ციხის ადმინისტრაციულ კორპუსთან ჩატარდეს ბრიფინგი მას შემდეგ რაც ბ-ნი საალხო დამცველი გამოვა დაწესებულებიდან. ამ გზისთვის ჯერ არავის მიუმართავს და ვფიქრობ აქედან ჯობს დავიწყოთ.
——————————————————————————–
nino 2010-12-02 17:06:57
სახალხო დამცველი ტუღუში ვინც ბრძანდება ყველას მოგეხსენებათ.ეს თემა არაა ახალი,დიდი ხანია უკვე ითხოვენ გაირკვეს სად არის ბარათელი,მაგრამ….
——————————————————————————–
 2010-12-02 17:14:38
ონ სლიშკომ მნოგო ზნალ!
——————————————————————————–
 2010-12-02 17:30:12
ყველაფრის მიუხედავად მეცოდება ეს ბარათელი. როგორც ქრისტიანი ცოდოა თუ მართლა მოკლა და 100 -ჯერ უფრო ცოდოა თუ ეს არ ჩაუდენია და სხვისი ცოდვა აკიდეს.
——————————————————————————–
შამქორი 2010-12-02 17:44:00
არც ბარათელია ეგა და არც ქრისტიანი. უჯიშოების ხელში ვართ და ვინ მოკლა შარაძე რა მნიშვნელობა აქვს, ისევე როგორც არ ქონდა მნიშვნელობა მახარაძემ მოკლა ილია თუ ბერბიჭაშვილმა. შარაძე ამ ხელისუფლებამ მოკლა, ილია კი ბოლშევიკებმა, ვისი მემკვიდეერებიც ესენი არიან.
ბარათელს მალავენ – ე.ი. საკუთარ თავს მალავენ.
——————————————————————————–
ალექსანდრე 2010-12-02 17:47:47
დიმა 2010-12-02 16:56:29
სასჯელაღსრულების,პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის# 1 ორთაჭალის ე.წ. კრიტის, საპყრობილის # 32 საკანი არის გიორგი ბარათელის განთავსების ოფიციალური ვერსია. საქართველოს სახალხო დამცველს, ბ-ნ გიორგი ტუღუშს, ორგანული კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, 24 სთ-ის განმავლობაში , განუსაზღვრელი რაოდენობით აქვს უფლება მოინახულოს ნებისმიერი პატიმარი და მათ შორის დარწმუნდეს თუ სად და რა პირობებში იმყოფება გიორგი ბარათელი. თუ მედია იაქტიურებს და შეთანხმდება ომბუდსმენთან ,შესაძლოა იქვე ,ციხის ადმინისტრაციულ კორპუსთან ჩატარდეს ბრიფინგი მას შემდეგ რაც ბ-ნი საალხო დამცველი გამოვა დაწესებულებიდან. ამ გზისთვის ჯერ არავის მიუმართავს და ვფიქრობ აქედან ჯობს დავიწყოთ.
————————————— —————————-
ბარათელს, უჩინმაჩინის ქუდი უშოვია და საკნიდან როცა უნდა გამოდის და შედის . ამასთან!!! ნებისმიერ დროს, როცა არ უნდა მოისურვონ მისი ნახვა, ყოველთვის საკანში ხვდებათ.
სწორედ მისი ნახვისათვის ჩამოაშორეს პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე ოპოზიციის მხრიდან, დიმიტრი ლორთქიფანიძე ციხის მონიტორინგს.
——————————————————————————–
 2010-12-02 18:00:06
კოპერფილდის დიდი ფოკუსი “საკანში პატიმრის გაქრობა” მიუხედავად კოპერფილდის მრავალი ცდისა, არ გამოზდის!
 ——————————————————————————-
ტატო 2010-12-02 18:08:46
გამორიცხულია ბარათელი იყოს გურამ შარაძის მკვლელი.მხოლოდ საქართველოზე ზიზღით შეპყრობილების ნამოქმედარია ეს უმძიმესი დანაშაული.მისი მკვლელობა ილიას მკვლელობის ტოლფასია დღევანდელი საქართველოსთვის და ამიტომაც არის გასაიდუმლოებული ყოველგვარი ინფორმაცია ამ დანაშაულის გარშემო.
——————————————————————————–
მაწაკა 2010-12-02 18:21:36
ბარათელს არ მოუკლავს შარაძე ეს ცხადია, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის. შეიძლება ბარათელი მოკლულიც ყავდეთ,ეს ჩემი99%აზრია . 
——————————————————————————–
კირასახელი შეცვლილია 2010-12-02 18:24:08
ბარათელის ოჯახის ახლობელი ვარ ვიცი ის რაც მისმა ოჯახმა გია განაჩენის გამოტანის შემდეგ მალევე მოიცილეს მოკლეს რაც საიდუმლოდ აცნობეს ცოლს რომელსაც გადასცეს ნუ სოლიდური თანხა და გაუსტუმრეს ვალები ,თანაც რა დონეზე გააფრთხილებდნენ ხომ წარმოგიდგენიათ ? ამას ვინ ჩაიდენდა მ……ის გარდა ისე ცხონებულს არ უნდა აეღო ამხელა ცოდვა თავის თავზე
——————————————————————————–
 2010-12-02 18:28:29
ამას ვერ დავიჯერებ .ამას არ იზამდნენ!
——————————————————————————–
 2010-12-02 18:37:56
უსახელოს  – ვინ არ იზამდა სააკაშვილი და მისი გუნდი????
——————————————————————————–
გიგა 2010-12-02 18:55:23
ღმერთმა გაგვწირა?! არის ეს ვინა?!
ეს ვინ სატანამ გამოგვიტყვრინა?!
——————————————————————————–
 2010-12-02 19:08:37
ვიხუმრე, გენაცვალე ამას იზამდნენ კიარადა …….ნინო ჟვანიას ინტერვიუ წაიკითხეთ და მიხვდებით რისი გამკეთებლებიც არიან.
——————————————————————————–
ნანა 2010-12-02 19:18:12
ცოცხალი მაინც იყოს ეს ბიჭი, სიმართლეს იტყოდა ოდესმე. 
——————————————————————————–
კირა 2010-12-02 19:19:45
ნანა, სწორედ მაგიტომ მოკლეს
——————————————————————————–
გოგა 2010-12-02 19:42:49
რა დემოკრატია რის დემოკრატია ,,ვირმა რა იცის ხურმა რა ხილია” უსამართლობის პოლიგონია საქართველო მარა ,, დრონი მეფობენ და არა მეფენი” საქართველოს სასამართლოებს ისე არ ვენდობი როგორც 90-იან წლებში (ბევრი არაფერი შეცვლილა მაგ სფეროში იმდროიდან სამწუხაროდ) რა გასაიდუმლოებული იმფორმაცია? ჯორჯ ბუშს რო ლიმონკა ესროლეს თბილისში ის არ გაუსაიდუმლოებიათ ვინ იყო და როგორ იყო და სად იყო…….გურამ შარაძის მკვლელობაა ქვეყნის მთავარი საიდუმლოებაა ეხლა ჰო? ალბათ ზურა ჟვანიასიც და ასე შემდეგ. ქვეყნის სირცხვილი ის უფროა ასეთ ქართველებს კლავენ და არც კი ვიცით სინამდვილეში რაშია საქმე, მაგრამ ამას დრო გაარკვევს თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ!!! ვაფასებ ისეთ ხალხს ვინც უსამართლობას ვერ აიტანს თავის ქვეყანაში… 
——————————————————————————–
ოთო 2010-12-02 19:57:17
მედროვეები ღუპავენ ჩვენს ქვეყანას
——————————————————————————–
 2010-12-02 20:08:43
მე მგონია რომ მარტო დარჩა სახელი და გვარი მხოლოდ რადგან ადამიანი აღარ არსებობს, ასეთია ჩემი აზრი
——————————————————————————–
ქუთაისელი 2010-12-02 20:53:46
ხალხო მოვიყაროდ ყველამ ერთად თავი ამ მთავრობის უკანონო ქმედებით გაუბედურებულმა ხალხმა,რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ბიქნებით და შევქმნად ორგანიზაცია და არა პარტია ,რომლის ძირითადი მოთხოვნა იქნება შემდეგი პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ გაარკვიოს ჩვენზე მოყენებული არა კანონიერება წინააღმდეგ შემთხვევაში მოვთხოვოდ მსოფლიოს შეგვიფაროს და გაგვიყვანოს ამ ქვეყნიდან.მაშინ დარწმუნდება ისინი რა სიტუაციაც სუფევს აქ და მერე მათთან როგორ მოიწონებს თავს სააკაშვილი დავინახავთ თუ აზრი მოგწონთ შემატყობინეთ ეს სახუმარო არ არის
——————————————————————————–
ლამე, სხვა გიორგის 2010-12-02 22:15:27
ბარათლი დანიშნული მკვლელია რუთინოვი დანიშნული ტერორისტი ეს მეთოდი კარგად აქვთ აპრობირებული წამყვანი ქვეყნების სპეც სამსახურებსთუნდაც დღემდე გაუხსნელი კენედის მკვლელობა გაიხსენეთ და იქაც დანიშნული დამნაშავე ოსვალდი. წესით ბარათლი უნდა გაენადგურებინათ თუ უკვე არ გააკეთეს ეს. 
——————————————————————————–
 2010-12-02 22:16:56
ქუთაისელი! კაიფში ხარ? ვის რა ჯანდაბად უნდივართ, ან ვის რაში ვჭირდებით! 
——————————————————————————–
მახო 2010-12-02 23:06:20
საკუთარ ქვეყანას არ ვუნდივართ და სხვა მიგვიღებს?ისე ქვეყანა არაფერ შუაშია სამშობლოს ყოველთვის უყვარს თავისი შვილი,უბრალოდ ავადაა ეხლა საქართველო ძალიან ავად და ჩვენ კი არ უნდა გავიქცეთ,უნდა დავეხმაროთ მას,უნდა მოვაცილოთ ის ვირუსი რასაც სააკაშვილი ჰქვია და რომელიც ამერიკამ შეჰყარა ჩვენს ქვეყანას.
——————————————————————————–
რუსუდან შარაძე 2010-12-02 23:30:17
http://www.ambebi.ge/samartali/24541-rusudan-sharadze-qes-yvelaferi-guram-sharadzissakhelis-lafshi-amosvras-emsakhurebaq.html
http://presa.ge/index.php?text=news&i=10229
——————————————————————————–
ნანა 2010-12-02 23:50:53
“ხალხო მოვიყაროდ ყველამ ერთად თავი ამ მთავრობის უკანონო ქმედებით გაუბედურებულმა ხალხმა,რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ბიქნებით და შევქმნად ორგანიზაცია და არა პარტია ,რომლის ძირითადი მოთხოვნა იქნება შემდეგი პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ გაარკვიოს ჩვენზე მოყენებული არა კანონიერება წინააღმდეგ შემთხვევაში მოვთხოვოდ მსოფლიოს შეგვიფაროს და გაგვიყვანოს ამ ქვეყნიდან.მაშინ დარწმუნდება ისინი რა სიტუაციაც სუფევს აქ და მერე მათთან როგორ მოიწონებს თავს სააკაშვილი დავინახავთ თუ აზრი მოგწონთ შემატყობინეთ ეს სახუმარო არ არის”
…ჰო რა,ეს ევროპელები ტაშს რომ უკრავენ…
ერთი, ჩვენ მოგვისმინონ, ხალხს!
მიშა, მთლად ისე არაა,თავისი თავის გამოაშკარავება დაიწყოს!
——————————————————————————–
 2010-12-02 23:52:29
ქალბატონო რუსუდან! მამა თქვენი ბევრს უყვარდა ,ბევრს მისი ხათრი ქონდა ,ბევრს მისი ეშინოდა რადგანაც პიში მთქმელი იყო.
——————————————————————————–
ემიგრანტი 2010-12-02 23:59:58
ღმერთმა აცხონოს დიდებული ქართველის გურამ შარაძის სული.!!!!!!!!
——————————————————————————–
ლილე 2010-12-03 00:12:03
ჩვენი თავშეყრით და ჩვენი მოთხოვნით ის დაფიქსირდება, რომ ამ ქვეყანაში საქმე ისე არ არის როგორცსაზღვარგარეთს უხატავენ თორემ ვის რად ვუნდივართ და ან ჩვენ რა გვინდა იქ მაგრამ 4000 ან თუნდაც 6000 კაცმა რომ ერთდროულად მოითხოვოს ქვეყნიდან წასვლა ამ ხელისუფლების სახეს მთელი მსოფლიო დაინახავს და იქნებ მოგვაცილონ თავიდან სხვა გამოსავალი ჩვენ აღარა გვაქვს იცოდეთ
——————————————————————————–
გიული 2010-12-03 00:17:46
რუსუდან პირადად ვიცნობდი ბატონ გურამს და მიმაჩნდა, რომ ასეთი ადამიანები გადაარჩენდნენ ქვეყანას მაგრამ,,,,,,,,ნათელში ამყოფოს ღმერთმა მისი სული
——————————————————————————–
 2010-12-03 00:21:59
ეჭვიც არ მეპარება რომ ბარათელი მოკლეს ასე წაშალეს კვალი მათი შავბნელი ქმედებისა
——————————————————————————–
ნანა 2010-12-03 00:27:48
“ჩვენი თავშეყრით და ჩვენი მოთხოვნით ის დაფიქსირდება, რომ ამ ქვეყანაში საქმე ისე არ არის როგორცსაზღვარგარეთს უხატავენ თორემ ვის რად ვუნდივართ და ან ჩვენ რა გვინდა იქ მაგრამ 4000 ან თუნდაც 6000 კაცმა რომ ერთდროულად მოითხოვოს ქვეყნიდან წასვლა ამ ხელისუფლების სახეს მთელი მსოფლიო დაინახავს და იქნებ მოგვაცილონ თავიდან სხვა გამოსავალი ჩვენ აღარა გვაქვს იცოდეთ”. 
ეს, ვიგულისხმე მეც (ალბათ ქუთაისელმაც)… თან, ყველაზე გასაბრაზებელი ის არის, რომ ამ ევროპელებმა(ამერიკელებმაც), მშვენივრად იციან “რაც ხდება” საქართველოში.
გულსატკენია, ჩვენი წარსულის მქონე ქვეყანას, ასე არ ეკადრება!!!
——————————————————————————–
რუსუდან შარაძე 2010-12-03 00:27:55
უღრმესი მადლობა ყველას,ვისაც გული შესტკივა… ბუნებაში არ არსებობს გიორგი ბარათელის აღიარებითი ჩვენება,მას გურამ შარაძის მკვლელობა არ უღიარებია. წარმომიდგენია, რის ფასად დაუჯდა ეს.გიორგი ბარათელი, სადაც არ უნდა იყოს, არის უდანაშაულო მსხვერპლი, რომელიც არ გაურიგდა ამ მკვლელებს და მას არავითარი ცოდვა საკუთარ თავზე არ აუღია. მამაჩემი მოკლა მიშა სააკაშვილის და ვანო მერებიშვილის მიერ დაქირავებულმა ორმა პროფესიონალმა მკვლელმა. ეს კარგად ჩანს ,,ალდაგის ” ფირზე და ამასვე ამტკიცებს ათეულობით თვითმხილველი. ასე რომ ეს უდაოა. რაც შეეხება ბარათელის ოჯახის ახლობელს, რომელიც ზემოთ წერს ბარათელის ცოლს ფული გადაუხადესო, ეს სიცრუეა. გიორგი ბარათელს ცოლი არ ჰყავს და არ არის საჭირო, ახალი ჭორ-მართალის ერთმანეთში არევა. თუმცა ამას პრესა-გე-ს გარეშეც კარგად მოახერხებენ.
——————————————————————————–
იბერიანა 2010-12-03 01:05:55
რუსუდან შარაძე: “ეს ყველაფერი გურამ შარაძისსახელის ლაფში ამოსვრას ემსახურება” 
http://www.ambebi.ge/samartali/24541-rusudan-sharadze-qes-yvelaferi-guram-sharadzissakhelis-lafshi-amosvras-emsakhurebaq.html 
——————————————————————————–
ქუთაისელი 2010-12-03 01:06:21
ქ.ნო რუსუდან ალბათ უპრიანი იქნება თუოდესმე შეიქმნება ორგანიზაცია,თქვენ უხელმძღვანელოდ, სადაც გაერთიანდებიან შვილმკვდარი მშობლები,მოკლულთა ოჯახები,უკანონო პატიმრები და მათი ახლობლები, აფხაზეთიდანდა სამაჩაბლოდან დევნილები,სამსახურებიდან უმიზეზოდ გამოყრილი ხალხი,ქონება წართმეულები, ულუკმაპუროდ, და ყოველგვარი შემოსავლების გარეშე დარჩენილი ხალხი მოკლედ ყველა ისინი ვინც ამ მთავრობაში კანონი და სამართალი ვერ იპოვა მიზანი იქნება ერთად ერთი გაიგოს მსოფლიომ რომ არსებული სააკაშვილის რეჟიმის გამო მათ არ სურთ საქართველიში ცხოვრება თორემ სხვაგვარი ბრძოლა ჩვენ აღარ შეგვიძლია 
——————————————————————————–
 2010-12-03 01:09:30
ქუთაისელი კიდე კაიფში ხარ? 
——————————————————————————–
ოთო 2010-12-03 01:13:48
უსახელო ქუთაისელის სწორმა აზრმა ვატყობ შეგაშინა და აღარ დაგეძინება 
——————————————————————————–
 2010-12-03 01:25:40
“ქუთაისელი კიდე კაიფში ხარ?”
კაიფში, ისეთში ხართ… საქართველო, აყვავებული გეჩვენებათ!!!
——————————————————————————–
ვილი 2010-12-03 01:36:37
თუ მართლა ასეთი ორგანიზაცია იქნება დარწმუნებული ვარ., სახალხო კრებაზე მეტ როლს შეასრულებს მსოფლიოში
——————————————————————————–
ჯუჯუნა 2010-12-03 01:38:55
კაიფის სუნი შენ სიტყვებს ახლავს საცოდაო
——————————————————————————–
daviti 2010-12-03 02:13:27
mtavari temidan nu gadagaqvt saubari sisuleeebze. sxvas verafrs aketebt vanos zaglebo, sad xart shemzvralebi???????? im qvekanashi sadac guram sharadzes quchashi xvreten, erovnuli opozicia ki krintsac ar zravs amaze, furtxis girsia. es aris chemi azri, romelsac veravin shemicvlis da ukacravad tu tavze mogaxviet.
——————————————————————————–
## 2010-12-03 03:49:01
ასეთი ორგანზაცია სადაც შვილმკვდარი მშობლები არიან გაერთიანებულნი უკვე არსებობს, რომელიც დააარსა ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ და სხვებმა. მართლაც ვისაც გული ერჩის და თავიანთი შვილებისა თუ ახლობლების დახოცვისათვის რამის გაკეთება სურს ამ ორგანიზაციაში უნდა გაერთიანდეს. დაღუპულთა სისხლი ზეცას შესჩუხჩუხებს და სამართალს მოითხოვს.
——————————————————————————–
ლერი 2010-12-03 09:24:50
ძალიან კარგი თუ ასეთი ორგანიზაცია არსებობს. სწორედ მას შეეძლება მსოფლიოს თვალში ამ ხელისუფლების სააშკარაოზე გამოყვანა. დიდ პატივს ვცემ ოპოზიციას მაგრამ, ხომ ვხედავთ რომ ამას ვერ ახერხებენ და იძახიან ყველაფერი კარგადააო ჩვენ კი რას გვეტყვიან კარგი უქნიათ შვილები რომ მოგიკლეს, კარგი უქნიად მეცნიერი ,რომ მოკლეს კარგი ქნეს ქონება რომ ქაგართვეს სამსახურებიდან რომ გამოგყარესო?????
——————————————————————————–
ნუნუ 2010-12-03 09:54:12
კარგი იდეაა და ვფიქრობ პრეზიდენტს მართლა დააფიქრებს ეს ხმა ერისა
 ——————————————————————————–
საბერძნეთიდან 2010-12-03 10:08:14
ათენში გასულ წელს აქ პოლიციელმა დაუდევრობით 14 წლის ბავშვი მოკლა დამთელმა მსოფლიომ გაიგო ,იმხელა ტალღა აგორდა შეცვალეს მთელი სამინისტრო მანდ კი კლავენ ახალგაზრდობას,კლაუენ მეცნიერს და ერთიანი პროტესტი არ არსებობს დაფიქრდით ამაზე
——————————————————————————–
ქუთაისელი 2010-12-03 11:22:38
მინდა ვუპასუხო მას ვინც მე კაიფში ყოფნას მაბრალებს 4 წლის წინათ ერთმა ჩინოვნიკმა ავარიაში 52 წლის ძმა მომიკლა და მერე კვალის დაფარვის მიზნით ხევში გადაჩეხა დაცეცხლი გაუჩინა რომ არა ერთი მწყემსი რომელიც ფარულად უყურებდა ამას ყველაფერს და გვამზე წაკიდებული ცეცხლიც ჩააქრო დამანქანის ნომერიც დაიმახსოვრა ჩემი ძმის კვალს ვერც მნვაგნებდი მხოლოდ მისი ნაავარიები მანქანა დამრჩებოდა მიუხედავად ყველაფრისა 3წელია ვდიე ამ საქმეს და დამნაშავე არ დაიჭირეს ნმიტომ რომ მას ერთი ცნობილი ჩინოვნიკი მფარველობს .ამ უსამართლობამ და ნერვიულობამ დიაბეტიც დამმართა… ბილწსიტყვაობისათვის მე არ გაგლანძღავთ, ნაგრამ თუ ამ მთავრობის მონა არა ხართ განაჩენი თქვენს სიტყვებს თვითონ დამოუტანე ისე არც გთვლიდით პოლემიკის ღირსად
——————————————————————————–
ნინო 2010-12-03 11:52:38
როგორც ჩემი მოკლე ჭკუით მესმის, ნებისმიერმა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. მაინტერესებს, რითი დაასაბუთეს მოსამართლეებმა, რომ მსჯავრდებულ ბარათელის ადგილ-სამყოფელი სახელმწიფო, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოებაა?
——————————————————————————–
ჯუჯუნა 2010-12-03 11:54:08
ხედავთ რა ხდება ამ ქვეყანაში? მაგრამ ეს რომ ზღვაში წვეთია?
——————————————————————————–
ქუთაისელი 2010-12-03 11:58:41
სასამართლოებმა ობიექტური დადგენილებები რომ მიიღონ დამოუკიდებელნი უნდა იყვნენ
——————————————————————————–
აი-ია 2010-12-03 20:17:09
გურამ შარაძის მკვლელობა, მე თუ მკითხავთ უტოლდება ილიას მკვლელობას…. და უფრო მეტიც…. 21 საუკუნის ბურუსით მოცული მკვლელობაა, რომელსაც ჩემი აზრით გახსნა არ უწერია ჩვენი ხელისუფლების გადამკიდეეე… (როგორც სხვა მრავალი ბურუსით მოცული მკვლელობს). ეჭვი არ მეპარება ბარათელი სამუდამოდ გააჩუმეს, და როგორ იპოვით მის ადგილ-სამყოფელს?. ხალხნო ასე მგონია მთელი საქართველო დაგიპნოზებულია…. ვერ ხვდებით რაც ხდებააა? მიშიკოს ჯერჯერობით შერჩა ამდენი ახალგაზრდების, გურამ შარაძის, ჟვანიას, პატარკაციშვილის მკვლელობები და კაცი ჭკუაზე არ არის, ვისაც უნდა და ვისაც ჩაიფიქრებს იმას მოუღებს ბოლოს და სამუდამოდ გააჩუმებს…. საქართველო , თავის ხალხიანად სააკაშვილის და მისი ხროვის საკუთრებაა, ალბათ ჯუნგლებში ჩარჩენილ ტომებსაც არ აქვთ ასეთი კანონები….შეიძლება ცოტა ხანში ოფიციალურად გადავიდეთ მსხვერპლ-შეწირვაზე, ესე იგი ქვის ხანაში, თუ არ ვართ უკვე….. გირჩევთ ხშირად უსმინოთ ქართულ სიმღერას…”ხმალი ალესეთ ქართველებო ხმალი ალესეთ…..
——————————————————————————–
 2010-12-03 20:47:34
ქუთაისელს გითანაგრძნობთ.უსამართლობა, რომელსაც ვერ ერევი შეგშლის კაცს. გამაგრდით. ამათ მოეკითხებათ , ოღონდ საკითხავია როდის?
 ——————————————————————————–
აი-ია 2010-12-03 21:25:06
ქალბატონო რუსუდან, ნამდვილად განვიცდი თქვენს დიდ ტკივილს, და დიდი გულისყურით ვადევნებ თვალს მიმდინარე მოვლენებს ბატონ გურამთან დაკავშირებით,…. ქართველმა ხალხმა დიდი მამულიშვილი დაკარგა.. და ალბათ ბევრს დაკარგავს კიდევ, იმიტომ რომ საქართველოში მამულიშვილები, ხელოვნების, ინტელიგენციის წარმომადგენლები აღარ ჭირდებათ… თვითონ არიან ყველაფერი, სააკაშვილ-კუბლაშვილ- მინაშვილების, ბარამიძე-მაჭავარიანების გასარჩევი რომ ხდება გურამ შარაძის საქმე იმიტომაა ჩვენი საქმე კარგად… გვეყო, დავიღალეთ… დროა ყველამ ხმა ამოვიღოთ ამ მონური ყოფის წინააღმდეგ, თორემ კიდევ ბევრ დანაშაულს ჩაიდენს ეს მოგულავე, დამნაშავე ხელისუფლება… ამათ ხომ საქართველოს მოსახლეობა მონებად უნდათ, რომ უფრო კარგად იგრიალონ საზღვარგარეთ, ატარონ დრო…. და დააბეჩაონ მოსახლეობა, მაგრამ ვერ მოესწრბიან , თვითონვე დაჭამენ ერთმანეთს
——————————————————————————–
 2010-12-04 01:26:19
ჯანდაცვის სამინისტროში ჩადენილი დანაშაულისათვის სულ მალე დაიჭირეს. მაშინ როსა სააკაშვილი ეკონომიაზე ლაპარაკო მახარაშვილმა დიდი ჩინოვნიკის დახმარებით ჯანდაცვის სამინისტროში შექმნა სააგენტო, სადაც გაერთიანდა უნარშეზღუდულ ბავშვთა და მოხუცტა სახლები. ფაქტიურად მართლა სამინისტროში სამინისტრო შექმნა. იმდენი შტატებია იქ, მაშინ როცა ადრე ამ საქმეს 3 კაცი უძღვებოდა დღეს კი იქ უამრავი უსაქმურია შეყრილი ბევრი მათგანი კრიმინალიც კია, მაგალითად ერთი რომელიც მოადგილედ ყავდა თავდაცვის სამინისტროში ჩადენილი დანაშაულისათვის დაიჭირეს სააგენტოს თანამშრომლებისათვის და თავისთვის მაღალი ხელფასები რომ დაენიშნა. შეამცირა ხალხი და ვინც დატოვა მათ ხელფასები გაუნახევრა . კიდევ მეტი, სახლებში თვეში ორჯერ შეაქვს პროდუქტი აქედან ყველაფერი უხარისხოა. ამას რომ თავი დავანებოთ ხალხი სისტემატიურად მაცივარში შენახული უხარისხო პროდუქტით იკვებება. პლიუს ამას აღარ არსებობს მათთვის არც გართობა არც დასვენება არც ახალი პრესა და არაფერი ამას მალე გამოააშკარავებს ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაცია.
——————————————————————————–
ნათელა               2010-12-04 14:43:42
ისეთი დიდი ადამიანის სახელს, როგორიც ბატონი გურამი იყო, ვერანაირი ღვარცოფი ვერ გადაშლის, ამათ რა ეშველებათ, ამ კაციჭამიებს, ან ამ უბადრუკ ოპოზიციას, თავისი ლანდის რომ ეშინიათ. ვწუხვარ, შალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი ინტელექტუალები ამ დღეში არიან. 

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=2197

 

Advertisements

2 Responses to გიორგი ბარათელზე ინფორმაციას პრესა.გე ევროსასამართლოსგან მოითხოვს

  1. Jackelyn Creviston ამბობს:

    Very Nice website. I just finished mine and i was looking for some ideas and you gave me a few. May i ask you whether you developed the website by youself?

    Thanks

  2. Teo ამბობს:

    Glorious post…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s