რუსუდან შარაძე: გურამ შარაძის მკვლელობა პირადად მიხეილ სააკაშვილმა შეუკვეთა

13 ოქტომბერი 2012
ცირა შერგელაშვილი

გურამ შარაძის შვილი მამის მკვლელობაში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს. როგორც ჟენევაში მყოფმა რუსუდან შარაძემ  „GlobalNews”-ს განუცხადა, მას შემდეგ რაც ახალი მთავრობა ოფიციალურად შეუდგება საქმიანობას, ის დაამტკიცებს, რომ მკვლელი არა გიორგი ბარათელი, არამედ მიხეილ სააკაშვილია.

„ეს მკვლელობა ჩაიდინა პირადად მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილმა შეუკვეთა ეს მკვლელობა, დაგეგმა დათა ახალაიამ და შეასრულებინა თავის მკვლელებს, რომლებიც ათასობით ჰყავს. უტყუარი მტკიცებულებები მაქვს ხელში. გიორგი ბარათელი ამ საქმეში არაფერ შუაშია, ბარათელს არაფერი ჩაუდენია. მაისში ეს ამბავი მოხდა, ნოემბრამდე ბარათელი დუმილის უფლებას იყენებდა, მაგრამ მაინც აიძულეს ამ ჩვენების მიცემა და ბოლოს სასამართლოზე თქვა, რომ მან მოკლა გურამ შარაძე. სასამართლოზე მკვლელობის კადრებში ბარათელმა საკუთარი თავიც კი ვერ ამოიცნო, ის ადგილზეც კი არ იყო. მკვლელობიდან 15 წუთის შემდეგ გიორგი ბარათელი სპეციალურად იქნა მიყვანილი იმ ქუჩაზე, საიდანაც მკვლელი გაიქცა“- განაცხადა რუსუდან შარაძემ.

გურამ შარაძის ქალიშვილის განცხადებით,  ის და ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი წლებია უშედეგოდ ცდილობენ ბარათელის ნახვას და მისი ამბის გაგებას, თუმცა, ამ დრომდე მასთან შეღწევა ვერ ხერხდება.

„2009 წლიდან ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ეძებს ბარათელს, ყველა სასამართლო ინსტანციამ საქართველოში უარი თქვა ინფორმაციის გაცემაზე და ახლა სტრასბურგშია საქმე წასული. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე დღეში როდესაც სოზარ სუბარი შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას, ციხეში შევაღწევთ და ვნახავთ ბარათელს თუკი  ის საერთოდ ცოცხალია“, – განაცხადა რუსუდან შარაძემ.

იგი დარწმუნებულია, რომ ახალი მთავრობის პირობებში, გურამ შარაძის საქმე ობიექტურად იქნება გამოძიებული.

„მე ვაპირებ რომ ჩამოვიდე საქართველოში და მოვითხოვო მამაჩემის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება. დარწმუნებული ვარ,  ახალი ხელისუფლების ხელში ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა“, – აცხადებს რუსუდან შარაძე.

პროფესორი გურამ შარაძე, თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე,  2007 წლის 20 მაისს მოკლეს. მკვლელობისთვის დაკავებულმა გიორგი ბარათელმა 4-თვიანი დუმილის შემდეგ შარაძის მკვლელობა აღიარა.

რუსუდან შარაძე 2006 წლიდან ამ დრომდე  ჟენევაში იმყოფება, სადაც მან 2011 წელს პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

http://globalnews.com.ge/?l=G&m=2&ID=9466

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s