რუსუდან შარაძე ივანიშვილის გამარჯვებასა და მამამისის მკვლელობის საქმის ხელახლა გამოძიებაში დარწმუნებულია

19.05.2012
[ნინო მიქიაშვილი]

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის ხუთი წლისთავზე, presage.tv ჟენევაში მყოფ გურამ შარაძის ქალიშვილთან, რუსუდან შარაძესთან ინტერნეტის საშუალებით მომზადებულ ინტერვიუს გთავაზობთ, რომლის ბოლოსაც შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოკადრები, რომელშიც გურამ შარაძის გამოსვლები და 2007 წლის 20 მაისს, მკვლელობის ადგილას, „ალდაგის“ ვიდეოთვალიდან ამოღებული ფოტოებია განთავსებული.

გურამშარაძისმკვლელობიდანხუთიწლისთავზერასეტყვითსაზოგადოებისიმნაწილს, რომელიცკითხულობსრაშისჭირდებოდაამხელისუფლებასმისიმოკვლა, მაშინ, როცაბოლოდროსარაქტიურობდა, არჩანდა?

რუსუდან შარაძე: მოდით ვთქვათ, საზოგადოების რომელ ნაწილზეა საუბარი, ვინ ამბობდა თუ ამბობს ამას? ვფიქრობ, ისინი, ძირითადად, არიან ან გულუბრყვილობისგან დაბრმავებული ადამიანები, ვისთვისაც სახელისუფლო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უკანასკნელი ჭეშმარიტებაა, ან არიან სააკაშვილის ყურმოჭრილი მონები, ან-და შიშისგან დამუნჯებული ადამიანები. თუ მართალი ვარ, გამოდის, რომ ყველა შემთხვევაში, ასეთი აზრის ჩამოყალიბების წყარო, ხელისუფლებაა, რომელმაც თავის გასამართლებლად ათას ჭორ-მართალს ის ვერსიაც დაურთო, რომ არაფერში სჭირდებოდათ გურამ შარაძის მოკვლა, რადგან ის მეცნიერებაში იყო გადართული. ეს აზრი შედარებით აქტუალური იყო მკვლელობისას, მაგრამ დღეს უკვე, მოძველებულად მიმაჩნია, რადგან სააკაშვილი, თავისი „ოპოზიციითა“ თუ პრესა-ტელევიზიით, საბოლოოდ გაშიფრულია.

მამაჩემი პოლიტიკიდან კი არ წავიდა, არამედ იყო იქ, სადაც იყო მუდამ, მაგრამ მას ყველა ტელეკომპანია ბლოკავდა, მათ შორის, „ოპოზიციურიც“. მოიწვევდა პრესკონფერენციას და ჟურნალისტები არ მოდიოდნენ, ან გამოგზავნიდნენ კამერებს და ეს იმისთვის კი არა, რომ ეთერში სიუჟეტად გასულიყო, არამედ, ხელისუფლებას სცოდნოდა, თუ რას ამბობდა გურამ შარაძე.

რაარგუმენტებითუპირისპირდებითოფიციალურვერსიას, გურამშარაძისმკვლელობის 5 წლისთავზე?

– ოფიციალური ვერსიის მიხედვით, 2007 წლის 20 მაისის საღამოს, ფეხით მოსიარულე გიორგი ბარათელი შემთხვევით გადაეყარა ასევე ფეხით მოსიარულე გურამ შარაძეს. გაახსენდა წყენა, რომელიც გიორგი შარაძემ 7 წლის წინ მიაყენა და მამას კეფაში ჯერ ზურგიდან ესროლა და შემდეგ ორი საკონტროლო გასროლაც განახორციელა. თვითმხილველი პატრულის თანამშრომლები – რობერტ პანიევი და ლევან ბოჭორიშვილი, ბარათელს შანიძის ქუჩაზე ფეხით დაედევნენ. პეტრიაშვილის ჩიხში, ორმხრივ სროლაში, ბარათელი დაიჭრა, მაგრამ თავი მაინც დაიხსნა და ბარნოვზე სამარშრუტო ტაქსში ჩაჯდა. მდევარ პოლიციელებს მზესუმზირის გამყიდველმა უთხრა, ასეთი და ასეთი კაცი „მარშუტკაში“ ავიდაო. პოლიცია უკვე მანქანით დაედევნა მას და მრგვალ ბაღთან, გიორგი ბარათელი, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დააკავეს. მან მკვლელობა აღიარა. აი, ესაა ოფიციალური ვერსია. პარალელურად, ვრცელდება უამრავი ჭორ-მართალი, სადაც მთავარი, რაც ფიგურირებს, ისაა, რომ 7 წლის წინ, ჟენევაში ყოფნისას, გურამ და გიორგი შარაძეები ბარათელს, ტრანსპლანტაციის მიზნით, თირკმელის ამოცლას და გაყიდვას უპირებდნენ.

არის თუ არა საქმეში ბარათელის აღიარებითი ჩვენება?

– ბარათელის აღიარებითი ჩვენება ბუნებაში არ არსებობს. ვნახოთ, რას პასუხობს სახაზინო წესით დანიშნული მისი პირველი ადვოკატი, ჯუმბერ მილორავა, ჟურნალისტის კითხვაზე – უნახავს თუ არა მას ბარათელის აღიარებითი ჩვენება: „არა, ასეთი რამ არ მინახავს… მას (ბარათელს, რ.შ.) ვკითხე, ხომ არ არის რაიმე დოკუმენტი ან მასალა თუ ჩანაწერი? მან მითხრა, რომ არა!.. გამოძიება იმასაც მეუბნებოდა, ბარათელი ჩვენებას როდის მოგვცემსო. გამოძიება, პირიქით, მე მელოდებოდა, ჩემს ინიციატივას ელოდებოდა, რომ ბარათელს ჩვენება მიეცა“ (“ჯორჯიან თაიმსი“, 14-21 ივნისი, 2007).

რაც მთავარია, მკვლელობის საქმეში დევს სპეციალური მასალა, რომელსაც აწერია, რომ არის გიორგი ბარათელის დაკავებისთანავე, მასთან ჩაწერილი აუდიოჩანაწერის სტენოგრამა და იქვე მითითებულია – „აუდიოჩანაწერი წაიშალოს ხუთ დღეში!“ ვანო მერაბიშვილის უწყებაში, თურმე, ბარათელის ნაამბობი, სადაც ის აღიარებს მკვლელობას და შესაძლო მოტივზეც საუბრობს (აქაც თირკმელის ვერსია ფიგურირებს, თუმცა დადასტურებით არ „ამბობს“), მხოლოდ აუდიოფირზე ჩაწერეს და ისიც, ხუთ დღეში წაშალეს!

ამ დროს, გიორგი ბარათელი მკველობის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა. 10-15 წუთის შემდეგ, ის იძულებით მიიყვანეს შანიძისა და ხორავას ქუჩების გადაკვეთაზე, რათა ნაწილობრივ გაევლო გზა, რომელიც ცოტა ხნის წინ, გურამ შარაძის ერთ-ერთმა მკვლელმა გაირბინა. მკვლელობის დღეს, ბარათელს დილიდან ეძებდა პოლიცია. მას სამსახურში, „რუსთავი 2“-შიც მიაკითხეს. ეს, მკვლელობიდან ერთ საათში, პირდაპირ ეთერში დაადასტურა „კურიერი P.S.“-ის წამყვანმა, დავით კიკალიშვილმა, მაგრამ მერე გადათქვა.

ახლა ვნახოთ, რა წერია მკვლელობის საქმეში არსებულ ალექსანდრა პირუმოვას ჩვენებაში:

„2007 წლის 14 მაისს ბარათელის ბიძა როლანდ გრიქუროვი მოვიდა ჩემთან სახლში და მოიყვანა თავისი დისშვილი. მთხოვა, რომ გიორგის დეიდა ცუდად არის და ნემსებს რომ უკეთებენ, გიორგი ცუდად ხდებაო. დავთანხმდი და დავიტოვე ჩემთან. „რუსთავი 2-ში“ მუშაობდა. დილის 9-ზე გადიოდა სახლიდან და 15 საათზე ბრუნდებოდა. მის ხელში იარაღი არ შემინიშნავს. ერთხელ მთხოვა, რომ სჭირდებოდა ნაჭერი, რაღაც ნივთის გასაწმენდად. 20 მაისს, 19-20 საათისთვის, დაურეკეს, რის შემდეგაც სწრაფად გავარდა. მითხრა, რომ მალე დაბრუნდებოდა. გიორგი ხმამაღლა ელაპარაკებოდა ვიღაცას. უთხრა, აქ აღარ დარეკოო“.

პირუმოვას ჩვენების მიხედვით, ბარათელს დაახლოებით იმ დროს დაურეკეს, როდესაც მამაჩემი საჯარო ბიბლიოთეკიდან გამოვიდა და შინ ფეხით გაემართა.

საქმის მასალებზე, მოწმეთა მონათხრობსა და „ალდაგის“ ფირზე დაყრდნობით, შემიძლია, თითქმის უშეცდომოდ დაგიხატოთ სურათი, თუ რა მოხდა 2007 წლის 20 მაისს. დავიწყოთ ფირით.

არსებობსთუარალდაგისვიდეოთვალისმიერგადაღებულიფირი?

– წესით, ის ფირი, რომელიც მკვლელობიდან 45 დღის შემდეგ მაჩვენეს, თუ არ განადგურდა, როგორც „ექსპერტიზისთვის უვარგისი“, საქმეში უნდა ინახებოდეს. შინაგან საქმეთა სამმართველოში, წამობრივად შევისწავლე „ალდაგის“ კამერების მიერ გადაღებული 3 ფირი. მასალა დაჩეხილია, ხარისხი უვარგისი, მაგრამ მაინც საკმარისია სიმართლის დასადგენად.

სულ ახლახანს, მოვიპოვე ამ ფირის მცირე ნაწილი, რომელიც „კურიერი P.S“-მა 2007 წლის აგვისტოში ეთერში გაუშვა. ყველა კადრის ხელახლად, წამობრივად შესწავლის შემდეგ, უკვე ახალი მტკიცებულებებით ხელში ვაცხადებ, რომ გურამ შარაძე მოკლა ორმა დაქირავებულმა მკვლელმა და ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მამაჩემს უკან მიჰყვებოდა და მოახდინა პირველი გასროლა, გიორგი ბარათელზე, სულ ცოტა, 15 სანტიმეტრით მაღალია.

კადრებში საკმაოდ კარგად ჩანს, თუ როგორ მისდევს გურამ შარაძეს 8-10 ნაბიჯში ახალგაზრდა კაცი, რომელიც არის სპორტული აღნაგობის, მხარბეჭიანი, გურამ შარაძეზე მაღალი (ბარათელის სიმაღლე, დაახლოებით, 1.60 სმ-ია და მამას სიმაღლე 1.75 სმ იყო), თავზე თმით (ბარათელი მკვლელობის მომენტში თავგადაპარსულია), აცვია ფართხუნა შარვალი და ფართხუნა, გრძელმკლავიანი, გადმოწეული პიჯაკი თუ ქურთუკი.

ზუსტად მკვლელობის მომენტში ფირზე ექვსჯერ აღინიშნება კადრების 2-3-წამიანი წყდომა. ცნობილია, რომ წამში 24 კადრია, გამოდის, რომ მარტო მკვლელობის მომენტში, დაახლოებით, 430 კადრია ამოჭრილი. 430 კადრი კი საკმაო ინფორმაციის შემცველია!

ფირზე ისიც ჩანს, რომ მკვლელობამდე 4 წუთით ადრე, მელიქიშვილის გამზირის პირველი რიგიდან მკვეთრად გადმოუხვევს ავტომანქანა და დაუდევრად აჩერებს ზედ მელიქიშვილზე, შანიძის კუთხეში. საჭის მხრიდან გადმოდის ვიღაც და დგება კუთხეში არსებულ შენობასთან ძალიან ახლოს (ზუსტად იქ, სადაც „საჩუქრების“ მაღაზიაა). შემდეგ, დადის წინ და უკან, თითქოს, ვიღაცას ელოდება. მანქანის გვერდითა კარს შიგნიდან ვიღაც აღებს. მძღოლიც მიდის მანქანასთან და ჩანს თუ როგორ ელაპარაკება შიგნით მჯდომს დახრილ მდგომარეობაში. შემდეგ, ბრუნდება და ისევ დგება შენობასთან ახლოს.

ახლა მოვუსმინოთ მოწმე ქალბატონს (გასაგები მიზეზების გამო, არ ვასახელებ მოწმეთა ვინაობას).

პირველიმოწმექალბატონი: „საღამოს რვა საათისთვის, მივდიოდი ვაკიდან ფილარმონიის მიმართულებით. „ვულე-ვუს“ მაღაზიას რომ გასცდებით, შანიძისა და მელიქიშვილის კუთხეში არის საჩუქრების მაღაზია. ძალიან მეუცნაურა ახალგაზრდა, მთლიანობაში ჯმუხი გარეგნობის მამაკაცი, რომელიც დაკეტილი მაღაზიის კარებზე თითქმის სახეაკრული იდგა და რაღაცას შესჩერებოდა… ის იყო დაახლოებით 35 წლის, საშუალოზე მაღალი. გამხდარი არ იყო, სპორტული აღნაგობა ჰქონდა. ეცვა შარვალში ჩატანებული მუქი, მოკლემკლავიანი „საროჩკა“. სახეზე არ დამინახავს, მაგრამ არ მესიამოვნა და ჩემთვის ვთქვი, რას მისჩერებია ეს კაცი ასე დაჟინებით ამ დაკეტილ მაღაზიას-თქო. იქვე შევნიშნე უცნაურად გაჩერებული მანქანა. ღია კარში, წინ თუ უკან არ მახსოვს, იჯდა ახალგაზრდა, გრძელცხვირა, უსიმპათიო ქალი, მუხლებზე 2-3 წლის ბავშვით… ცოტა რომ გავიარე, შევნიშნე ბატონი გურამი… დაახლოებით დოდო აბაშიძის ძეგლთან ვიქნებოდი, რომ გავიგე საშინელი ხმა, თითქოს რაღაცა გასკდა… პირველი სროლა, თითქოს, უფრო ძლიერი იყო, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით…“.

უეჭველია, რომ ეს მამაკაცი, რომელზედაც მოწმე ქალბატონი საუბრობს და ფირზე აღნიშნული მანქანის „მძღოლი“, ერთი და იგივე პიროვნებაა.

დავუბრუნდეთ „ალდაგის” ფირს – როდესაც მამა კადრში შემოდის, ამ დროს, მანქანის კარი შიგნიდან იკეტება. მძღოლი ისევ შენობასთან ახლოს დგას. მამას, შანიძის ქუჩა რომ უნდა გადაკვეთოს, ერთ ნაბიჯში მიჰყვება წყვილი, მათ კი ჩვენს მიერ აღწერილი გრძელმკლავიან ტანსაცმელში ჩაცმული მდევარი. ამის შემდეგ, ჩანს როგორ გადგება წყვილი განზე და მდევარი ახდენს პირველ გასროლას. ყველაფერი წამებში ხდება. მამა ძირს ვარდება. ზუსტად, აქ არის წყდომები. შუალედებში კარგად ჩანს სილუეტი, თუ როგორ დაადგება თავზე მკვლელი ორჯერ (თითქოს, მიდის და ბრუნდება), დახრილ მდგომარეობაში, წაქცეულ გურამ შარაძეს და როგორ ახდენს ორ საკონტროლო გასროლას. გამოსახულება იმდენად უხარისხოა, რომ არ ხერხდება გარჩევა ეს ის მდევარია, რომელიც პირველ გასროლას ახდენს, თუ ვინმე სხვა.

მეორემოწმე, მამაკაცი: „მოვდიოდი ჩემთვის შანიძის ქუჩაზე. თითქმის ჩასული ვიყავი მელიქიშვილზე, რომ გავიგონე საშინელი გასროლის ხმა, მეხივით. ამის შემდეგ დავინახე მოპირდაპირე მხარეს, კუთხეში ძირს არის კაცი, მას თავს ადგება ვიღაც და ორ საკონტროლო გასროლას ახდენს. ამის შემდეგ ტრიალდება და არბის შანიძეზე. მე ცოლ-შვილი მეგულებოდა ახლო-მახლო და რა მექნა, შორი-ახლო ავედევნე. ვხედავ, მისდევს პატრული ფეხით. მკვლელი არის დაახლოებით 30 წლის, საშუალოზე მაღალი, მოსული. სახე აგრესიული, თან დაფეთებული ჰქონდა, თითქოს, დაღლილიც. ლომივით ტიპი იყო, ნავარჯიშები. წვერგაპარსული იყო. თმა შეთხელებული ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა. არც ქერა იყო, არც შავგვრემანი. ეცვა ჯინსები და მოკლემკლავიანი, მუქი, ჩატანებული „საროჩკა“. ჩემი თვალით არ დამინახავს პირველი ტყვია საიდან წამოვიდა, მე ისე აღვიქვი, რომ პირველიც მან ისროლა. დარწმუნებით ვერ გეტყვით. მგონი, „მაკაროვი“ ეჭირა, მაგრამ გასროლის ხმა „მაკაროვისას“ არ ჰგავდა, უფრო ძლიერი იყო. თუმცა, იქ „არკაც“ არის და შეიძლება აკუსტიკამაც იმოქმედა, ზუსტად არ ვიცი… ბარათელი ვნახე ტელევიზიით, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა – მკვლელი, რომელიც მე ვნახე, ის არ არის“.

მკვლელი, რომელმაც 2 საკონტროლო გასროლა მოახდინა, ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც ფირზე აღბეჭდილი მანქანის „მძღოლი“ აგვიღწერა პირველმა მოწმე ქალბატონმა. რაც მთავარია, მასაც მოკლემკლავიანი პერანგი აცვია, განსხვავებით მდევარისგან, რომელიც, იგივე ფირის მიხედვით, უკან მიჰყვება მამას, აცვია გრძელმკლავიანი სამოსი და ახდენს პირველ გასროლას. ამას ადასტურებს მესამე მოწმეც, რომელიც შანიძის ქუჩის დასაწისში იმყოფებოდა:

მესამემოწმე, ახალგაზრდაქალი: … მკვლელი არის დაახლოებით 35 წლის, საშუალოზე მაღალი, წაბლისფერი, შეთხელებული თმით. წვერგაპარსული. ეტყობოდა, ნავარჯიშევი იყო. ეცვა ჯინსის შარვალი და მოკლემკლავიანი, ჯინსის ჩატანებული „საროჩკა“, ფეხზე რაღაც ფეხსაცმელი, ბოტასები არ იყო… 5-10 წუთში, დავინახე როგორ ამოუხვიეს პატრულის მანქანებმა. ამის შემდეგ გავიგონე სროლა პეტრიაშვილის მხრიდან. როდესაც ტელევიზორში ვნახე ბარათელი, იმ წუთას ვთქვი – ეს ის არ არის! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წვერი ერთ ღამეში ხომ არ ამოუვიდოდა კაცს? ან თმას იქვე ხომ არ გადაიპარსავდა?“

ვნახოთ, თუ რა გზა გაიარა მკვლელმა, სანამ, ჩემი ღრმა რწმენით, პეტრიაშვილის ჩიხში არსებული კიბით, კეკელიძის ქუჩაზე, სამშვიდობოს გავიდა.

მოწმემეორე, მამაკაცი: ხორავასკენ მკვლელი უხვევს მარცხნივ და შერბის ერთ-ერთ ეზოში. ამის შემდეგ, გამორბის უკან და მირბის მარჯვნივ, პეტრიაშვილის მიმართულებით. ის შევარდება პეტრიაშვილის ჩიხში, მჟავანაძის სახლის ეზო რომ გადის… და აი, ამ დროს მოდიან პატრულის მანქანები. მერე აღარ ვიცი, პეტრიაშვილის ჩიხიდან მესმის საშინელი სროლა“.

პოლიციის მობილიზება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც მკვლელი ჩიხში შევარდა. იქამდე, მას პატრული, მხოლოდ, ფეხით მისდევს. ამას ადასტურებს კიდევ ერთი თვითმხილველის ნაამბობი, რომელიც მკვლელობის მეორე დღეს დაიბეჭდა ერთ-ერთ გაზეთში: „ვხედავ, … ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც პატრულის ორი თანამშრომელი ფეხით მისდევდა, შანიძის ქუჩაზე, პატარა სუპერმარკეტ „ბიგ-ბენთან“, 10 ნომერში სადარბაზოში შევარდა. პატრულს ვიღაცამ ანიშნა, აქ შევიდაო. ისინიც გაქცეულს სადარბაზოში შეჰყვნენ, მაგრამ ის ბიჭი ჭიშკრიდან გამოვარდა და „ჩორნი ხოდებით“ მიმალვა სცადა. ისროდა ის ბიჭიც და პატრულის თანამშრომლებიც. სროლა ასე, 5-10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა“ („ვის უნდა შეხვედროდა ორშაბათს გურამ შარაძე?“, „ქრონიკა“, 21-27 მაისი, 2007).

მეორე მოწმე მკვლელს ჩიხში აღარ გადევნებია, ის ჯერ არც ბარათელს იცნობს სახეზე. სამაგიეროდ, მას კარგად იცნობს მეოთხე მოწმე.

მეოთხემოწმე, მამაკაცი: „სახლში მესმოდა სროლა, მაგრამ არ გამოვსულვარ. კიდევ რომ გავიგონე სროლის ხმა (უეჭველია, მას იმ სროლის ხმა ესმის, რომელიც პეტრიაშვილის ჩიხში მას შემდეგ ატყდა, რაც მკვლელი იქ შევარდა, რ.შ.), ვიფიქრე, რაღაც ხდება-თქო და გამოვედი. ხორავას ქუჩისა და შანიძის გადაკვეთას რომ მივუახლოვდი (მოვდიოდი შუა ქუჩაზე, ბარნოვის ქუჩიდან ქვემოთ), პატრული იდგა და მანქანებს არ უშვებდა. შანიძის 12 ნომერთან ვიქნებოდი, რომ წინ, დაახლოებით შანიძის 10-თან, „ბიგ-ბენის“ მაღაზია რომაა, ვხედავ ბარათელმა გადმოკვეთა ქუჩა. მე მას დიდი ხანია ვიცნობ… მეუცნაურა, რომ თან „საროჩკას“ იხდიდა… „საროჩკის“ ფერი ზუსტად არ მახსოვს, უჯრიანი იყო და ხაკისფერი ერია… შუა შანიძის ქუჩაზე შევხვდით ჩვენ ერთმანეთს. მე მას მივესალმე, მანაც დამიქნია თავი და გაემართა ხორავას ქუჩაზე, პეტრიაშვილისკენ. არ მირბოდა, გრძელი, მაგრამ დინჯი ნაბიჯებით მიდიოდა. არ ვიცი იყო თუ არა ნაცემი ან დაჭრილი… მახსოვს მოძრაობა და თვალები – უბედური, ამღვრეული თვალები! ქვემოთ რომ ჩავედი, გავიგე, რომ გურამ შარაძე მოუკლავთ… როგორც გამოვთვალე, მე ბარათელი ვნახე მკვლელობიდან დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ“.

შანიძის 10 ნომერი, საიდანაც ბარათელმა ქუჩა გადმოკვეთა, არის კუთხის სახლი. შანიძეზე მდებარე ორივე სადარბაზო გადის პატარა, მართკუთხა ეზოში, რომელსაც, თავის მხრივ, გასასვლელი აქვს ხორავას ქუჩაზე (გასასვლელის კარი მუდმივად ღიაა). სწორედ, ეს გზა გაიარა მამაჩემის მკვლელმა, სანამ პეტრიაშვილისკენ გაიქცეოდა და სწორედ, აქ მიიყვანეს ბარათელი, რათა შემდგომში, მრგვალ ბაღთან დაეკავებინათ.

კიდევ უამრავ რამეზე შეიძლება საუბარი: რა მოხდა მკვლელობის დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში და რატომ ჩაიდინეს ეს საშინელება მაინცდამაინც კამერების წინ? რატომ აფარებდა თავს მკველობამდე ბარათელი ნათესავთან? სად დაჭრეს გიორგი ბარათელი და რატომ აცხადებდნენ სამართალდამცველები, რომ ის დაჭრილია მარჯვენა მკლავში, როდესაც დაჭრილია მარცხენა მხარში და ამას „ინტერპრესნიუსის“ მიერ გადაღებული ფოტოებიც ადასტურებს? სად იშოვა მან ჯინსის გრძელმკლავიანი პერანგი, რომელიც დაკავებისას ეცვა, მაშინ, როდესაც მოწმის ნაამბობის მიხედვით, ის „უჯრებიან „საროჩკას“ იხდიდა? მართლა დაჭრა თუ არა ბარათელმა ექიმი გრიგოლ ტირზიკიანი 2007 წლის 5 მაისს და რატომ გადაიხვეწა მკვლელობიდან ძალიან მალე ტირზიკიანი ოჯახიანად უკრაინაში? თუ დაჭრა, რატომ ჩაიტარა ტირზიკიანმა ექსპერტიზა 21 მაისს? რატომ ვერ ამოიცნო თავის თავი ბარათელმა „ალდაგის“ ფირზე და რატომ ამბობდა ერთ-ერთ სასამართლოზე, რომ მკვლელობა ჩაიდინა რუსთაველზე? რატომ არ ემთხვევა „თვითმხილველი“ პატრულის თანამშრომლების სასამართლოზე მიცემული ჩვენებები მათსავე წინა ჩვენებებს? რატომ ჰქონდა ასეთი უხარისხო აპარატურა „ალდაგს”? მკვლელობის მომენტში რატომ იყო მიმართული კომპანიის სათვალთვალო კამერები მხოლოდ ერთი მიმართულებით და მერე რაღატომ გადააყენეს ერთმანეთის საპირისპიროდ? როგორ მოხდა, რომ „ალდაგის“ ფირზე მკვლელობის მომენტი დაფიქსირებულია 20:31 წუთზე, მაშინ, როდესაც გურამ შარაძე 20 საათსა და 10-15 წუთებს შორის მოკლეს და ამას ადასტურებს ტელეკომპანია „აჭარის” საინფორმაცო გადაცემაში (რომელიც 20:30-ზე იწყება) პირველივე სიუჟეტად გასული კადრები მელიქიშვილის გამზირიდან? და რაც მთავარია, სად არის გიორგი ბარათელი?

როგორგგონიათ, ბიძინაივანიშვილისქართულიოცნების“ხელისუფლების სათავეშიმოსვლის შემთხვევაში გადაიხედება თუარათავიდანგურამშარაძისმკვლელობისსაქმე?

– დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებს. მჯერა, რომ ის მოსურნეა ისეთი სახელმწიფო მოწყობის, სადაც ხელისუფლების კეთილ ნებაზე არ იქნება დამოკიდებული დანაშაულის გახსნა, თუნდაც, იყოს ეს გურამ შარაძის მკვლელობა. ამისთვის უნდა იარსებოს დამოუკიდებელმა სასამართლომ, რომელიც აღასრულებს სამართალს. როგორც კი სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი შეიცვლება, ეს პროცესიც დაიწყება. ჩვენ არავის დაველოდებით – ხელთ გვაქვს მტკიცებულებები, არსებობენ მოწმეები, ამასთან, გაიხსნება ორთაჭალის ციხის კარი და დავინახავთ, ნამდვილად იხდის თუ არა იქ სასჯელს გიორგი ბარათელი. თუ იხდის, ის სიმართლეს მოყვება.

http://www.presage.tv/?m=society&AID=12588

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s