რუსუდან შარაძე: აქამდე ვითმინე… მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი!

news_26673[1]
ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

თბილისი, 15 მაისი, 2014

 რუსუდან შარაძე, მამის – გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს. მისი განმარტებით დღევანდელ კანონმდებლობაში, ამ პროცესისთვის ახალი გარემოებებია საჭირო, რომელიც მისივე თქმით, უკვე დევს პროკურატურაში.

„ეს არის გიორგი ბარათელის გამოკითხვის ოქმი, სადაც ის დეტალურად ყვება, თუ რა მოხდა 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის გამზირზე, ასევე დევს მკვლელობის შემსწრე ცოლ-ქმრის გამოკითხვის ოქმი, რომლებიც იცნობენ ერთ-ერთ მკვლელს, იმ პირს, რომელმაც განახორციელა საკონტროლო გასროლები.

პროკურატურაშივე დევს გიორგი ჩიხლაძის გამოკითხვის ოქმი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის ახლობელია. მას დათა ახალაია აწამებდა პირადად და ეუბნებოდა, რომ ისევე „გაასაღებდა”, როგორც დაგეგმა გურამ შარაძის მკვლელობა და „გაასაღა.”

ასევე საქმეში დევს გიორგი გათენაძის გამოკითხვის ოქმი, ეს გახლავთ პატიმარი, რომელიც იმავე საპყრობილეში იხდიდა სასჯელს, რომელშიც ბარათელი. გიორგი გათენაძის თქმით, ბარათელს, პირადად აიძულებდა ოლეგ მელნიკოვი, ეთქვა, თითქოს გურამ შარაძის მკვლელობა შეუკვეთა გოგა ხაინდრავამ, ხოლო გოგა ხაინდრავას – თავის მხრივ რუსეთის სპეცსამსახურებმა დაავალეს ეს.

ასევე პროკურატურაში დევს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი – გურიკა ქადარიას გამოკითხვის ოქმი, რომელიც გახლდათ მეგის ქარდავას ყოფილი მარჯვენა ხელი, რომელსაც შეუკვეთეს მამაჩემის მკვლელობა.

ყვლაფერს რომ თავი დავანებოთ, მკვლელობა გადაღებულია ფირზე, დილეტანტიც კი შეამჩნევს, რომ ის პირი, რომელიც საკონტროლო გასროლას ახდენს, გიორგი ბარათელზე ორი თავით მაღალია.

2012 წლიდან არც ერთი საყვედური არ მითქვამს ხელისუფლებისთვის, არ მქონდა პრეტენზია, მაინც და მაინც მამაჩემის საქმიდან დაეწყოთ მუშაობა. აქამდე ვითმინე… მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი! შევეცადე შევხვედროდი, ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ ყურადღება არ მომაქცია, ასევე ვცადე კახა კალაძესთან შეხვედრა, ასევე სრული იგნორირება მივიღე… აღარაფერს ვლაპარაკობ პროკურორებზე და პროკურატურაზე!

კატეგორიულად მოვითხოვ, მოგვაქციონ ყურადღება – გამომეხმაუროს ვინმე, რომელიც მეტყვის, რას ველოდები, გამოძიება დაიწყო, არ დაიწყო. ნუ მაიძულებენ მამაჩემის, გურამ შარაძის პოლიტიკური პარტია აღვადგინო და ბრძოლა პოლიტიკურ რანგში გადავიტანო!”-განაცხადა რუსუდან შარაძემ დღეს „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ პრეკსონფერენციაზე.

 http://www.reportiori.ge/?menuid=3&id=26673

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s