ექვსი საკითხი

 

სხვადასხვა

 

გურამ შარაძე: საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ექვსი საკითხი,

რომელიც სასწრაფოდ გადაჭრას მოითხოვს!

 

საკითხი #1. შეურაცხყოფად მიმაჩნია და დედის გინებასავით აღვიქვამ, როცა გამოდიან ჩვენი წამყვანი პოლიტიკოსები, თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და აცხადებენ: “ჩვენს ახალგაზრდა სახელმწიფოს…” იქნებ, მიპასუხონ, რომელია ახალგაზრდა სახელმწიფო – საქართველო? თუ ჩვენი სახელმწიფოს ისტორია საბჭოთა კავშირის პოლიტიკური სივრციდან გასვლის შემდეგ იწყება? ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ისტორია 30 საუკუნეზე მეტსაც კი ითვლის. ამ დროს “ვეფხისტყაოსნის” შემქმნელ ქვეყანას ჰუმანიზმისა და დემოკრატიის პრინციპები ევროპული სახელმწიფოებისაგან ესწავლება? ასე რომ, ეროვნული იდეოლოგიის კონცეფციის უქონლობა ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ბრობლემაა!

საკითხი #2. ჩვენდა სამწუხაროდ, ერი იმდენ ნაწილად გაიხლიჩა, რომ ჩამოსათვლელად თითებიც კი აღარ ეყოფა კაცს. ვისისტები აღარ არიან – მიშისტები, ჟვანისტები, შევარდნაძისტები, ზვიადისტები და ა.შ. არადა, ერის მთლიანობაზე უამრავი რამ არის დამოკიდებული.

საკითხი #3. არანაკლებ მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხიც. სამაჩაბლოზე დღეს თითქმის აღარავინ საუბრობს. გაუგებარია, რატომ ვაჩვენებთ მსოფლიოს, თითქოს სამაჩაბლო დავიბრუნეთ და იქ ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება? ამ დროს კი სამაჩაბლოს კონფლიქტის მოგვარება მიანდეს კაცს, პრეზიდენტის რწმუნებულს ირაკლი მაჭავარიანს, რომელიც ისეთი კონფლიქტური პიროვნებაა, მოწმენდილ ცაზე რომ გაუშვა, ჭექა-ქუხილს გამოიწვევს! გარდა ამისა, საქართველოს ზოგიერთ კუთხეში არ ვრცელდება ქართული ჟურნალ-გაზეთები, სკოლებში არ მიმდინარეობს ქართულ ენაზე სწავლება, არ მუშაობს ქართული რადიო-ტელევიზია, მიმოქცევიდან ამოღებულია ეროვნული ვალუტა – ლარი და ა.შ. ამ კუთხეს არ დავაკონკრეტებ, რადგან ყველამ კარგად იცის, ვის უჭირავს თვალი ამ ტერიტორიის თავისი ისტორიული სამშობლოსთვის მიერთებაზე.

საკითხი #4. გადაუდებელ საკითხად მიმაჩნია საქართველოში საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება ეროვნების გრაფის აღდგენაზე. საქართველოს მონოეთნიკურ სახელმწიფოდ გადაკეთებას არ ვითხოვ, მაგრამ ისეც არ უნდა მოხდეს, რომ ქართული სახელმწიფოს შემქმნელი ავტოქტონური ერი ნიველირებული იყოს. გავა რამდენიმე წელი და ჩვენი მოძმე ერის წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეები ჩვენზე ადრე გაიქცევიან ევროსაბჭოში, ეუთოსა და გაეროში და პროტესტს გამოთქვამენ, – რატომ ჰქვია ჩვენს ქვეყანას საქართველო?! აი, საბოლოოდ ამ შედეგამდე მიგვიყვანს ეროვნული გრაფის გაუქმება.

საკითხი #5. საქართველოში არ მუშაობს 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული კონსტიტუციის მე-8 მუხლი, რომლის მიხედვითაც “საქართველოში სახელმწიფო ენაა ქართული და აფხაზეთში ქართულთან ერთად აფხაზური”. უკვე 8 წელი გავიდა და ამ მუხლის შესრულებისათვის კაციშვილი ყურს არ იბერტყავს! თუმცა, უკანასკნელ ხანს პარლამენტში შემოსული იყო კანონპროექტი, რომელშიც ეს მე-8 მუხლი საერთოდ გააუქმეს პარლამენტარებმა და კანცელარიაში მოკალათებულმა ენის პალატის თავმჯდომარემ ლევან ღვინჯილიამ. მერე კი გამოაცხადა – ამით არაქართული მოსახლეობას ვაღიზიანებთ და ჯობს, თარჯიმნის საშუალებით გველაპარაკონო. საინტერესოა, ვის აყრიან თვალში ნაცარს? ნუთუ ძნელი მისახვედრია, რომ ახალქალაქელი სომეხი და მარნეულელი აზერბაიჯანელი თარჯიმანს არ დაიქირავებს გურამ შარაძესთან სასაუბროდ? დღესვე უნდა ამუშავდეს საკონსტიტუციო მე-8 მუხლი და საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა ფლობდეს ქართულ ენას.

საკითხი #6. სასწრაფოდ მისაღებია კანონი რელიგიის შესახებ. ისეთი კი არა, ადრე რომ შემოაქცუნეს პარლამენტში და თავზე გადავახიეთ იუსტიციის სამინისტროსა და მის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ეზუგბაიას. ჩვენ უნდა შემქმნათ ისეთი კანონი, რომელიც დაიცავს მართლმადიდებლობის პრიორიტეტს და უნდა ვიფიქროთ მის სახელმწიფო რელიგიად აღდგენაზე. იქნებ მიპასუხოთ, რატომ ეწამა ქეთევან დედოფალი? იმიტომ ხომ არა, რომ დღეს, ბაპტისტებისა თუ იეღოველების სექტების, სონღულაშვილებისა და ტიუნგლერების და თუნდაც ისეთი “მართლმადიდებლების”, როგორიც ბასილ კობახიძეა პარპაში დაგვეკანონებინა? როგორ შეიძლება, კაცმა ისეთ სახელმწიფოში იცხოვრო, რომელსაც არც ეროვნება გააჩნია, არც სახელმწიფო ენა და არც რელიგია?

 

თამარ ციციშვილი
“ასავალ-დასავალი”, 21-27 აპრილი, 2003

 

2 Responses to ექვსი საკითხი

  1. Hans ამბობს:

    Nice blog. Thanks for sharing…

  2. ლომისა ამბობს:

    ღმერთმა აცხოვნოს ბ-ნი გურამის სული. როგორ უნდა დაიცვა მართლმადიდებლობა ნახევარ სიმართლით, როდესაც ის პიროვნება რომელსაც წმინდა სამოციქულო ეკლესიის წინამძღოლად ითვლება ეკუმენიზმის და სექტების ფარული აგენტია საქართველოში! თუმცა, რატომ ფარული? იგი ხომ აშკარად ქადგებს მწვალებლობათა მწვალებლობა ეკუმენიზმის აუცილებლობის შესახებ და მართლმადიდებლობად ასაღებს მას. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები თავად საპატრირქოს გამოცემებშია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s