გურამ შარაძე – 83


“ჩემი მამიკო დღეს 83 წლის გახდებოდა. დროთა განმავლობაში, რაც ასაკით ვეწევი (67 წლის ხდებოდა, რომ მოკლეს), თან დიდი მეჩვენება, თან არცისე. ცხოვრებაში ხომ არასდროს მიგრძნია მისი „უფროსობა“, პირიქით, მასზე ახლო არავინ მყოლია. თუმცა ზღვარს არასდროს გადავსულვარ. სულ შევციცინებდი და მოწიწებული ვიყავი, მარტო კი არ მიყვარდა – უსაზღვრო პატივისცემით მიყვარდა. ბოლოსკენ იყო, რომ ერთხელ გავაბრაზე და ახლაც ვიგუდები – ეს გიორგიზე უარესიაო :))))))) მეტი „ჩხუბი“ არც მახსენდება.

მიყვარხარ, მა და შენთვის კიდეც რომ მოვკვდე, პირიქით, პატივზე პატივი იქნება ჩემთვის”

რუსუდან შარაძე

17.10.2023

Posted in 2023 | Tagged , | დატოვე კომენტარი

16 წელი გურამ შარაძის მკვლელობიდან


გურამ შარაძის მკვლელობიდან 16 წელი გავიდა

20 მაისს, 20 საათზე  მელიქიშვილის გამზირზე მდუმარე აქცია გაიმართა.

ახლობლებმა, მეგობრებმა, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი გურამ შარაძის ხსოვნას

This slideshow requires JavaScript.

Posted in 2023, გურამ შარაძე | Tagged , | დატოვე კომენტარი

რუსუდან შარაძე ტვ “ობიექტივზე”


რუსუდან შარაძე ტვ “ობიექტივზე”

გადაცემა “მემკვიდრეობა”. წამყვანი ნინო მიქიაშვილი

Posted in 2023, ვიდეო, რუსუდან შარაძე | დატოვე კომენტარი

გურამ შარაძე VS თინა ხიდაშელი. 09.10.2003


გურამ შარაძე VS თინა ხიდაშელი

„იბერია“. 09.10.2003
Posted in 2023, გურამ შარაძე, ვიდეო | Tagged , | დატოვე კომენტარი

გურამ შარაძის საქმე. სალტე. 10.05.2023


გურამ შარაძის საქმე

“სალტე” – სამოქალაქო ალტერნატივა

პოლიტიკის საათი თამთა ქარჩავასთან ერთად.

გადაცემის ავტორი: თამთა ქარჩავა

გადაცემის სტუმარი: რუსუდან შარაძე

10.05.2023

Posted in 2023, ინტერვიუ, რუსუდან შარაძე | Tagged , | დატოვე კომენტარი

მიწას აჰგლიჯეს, ცას „მიანარცხეს“


მიძღვნილი ლექსები

guram sharadze

ერთსულოვნება თეთრად არ ბარდნის,

ერთსულოვნება მზის ნამქერია

და რაც ქარებმა დაფარეს ქროლვით,

მარგალიტებად ცას აბნევია.

გათითოკაცდა ერიო თითქოს,

სადღაა ერი აბა მანახეთ,

ფხიზლად ქართველო!

ვინც დაიძახა…

მიწას აჰგლიჯეს,

ცას „მიანარცხეს“.

მარიამ ბაქანიძე

იხილეთ სრულად: https://guramsharadze.wordpress.com/gamosatxovari/leqsebi/

Posted in 2017, 2023, გურამ შარაძე | Tagged , | დატოვე კომენტარი

გურამ შარაძის მკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები


1676867389_245866

გურამ შარაძის მკვლელობის აქამდე უცნობი დეტალები – “ერთ მშვენიერ დღეს, სწორედ, “ალდაგის” ფირები იქნება, რომ ბევრს დაასამარებს და  ყველაფერს საბოლოოდ  დაუსვამს წერტილს”

20 თებერვალი, 2023

გურამ შარაძის მკვლეობის საქმეში თავიდანვე ჩაიდო ე.წ. „ალდაგის“ ფირები, როგორც მთავარი მტკიცებულება, მაშინდელი ოფიციალური ვერსიის სასარგებლოდ, თუმცა როგორც გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე ამბობს, გამოვიდა პირიქით – სწორედ, ეს ფირები ადასტურებს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე თავიდანვე გაყალბებულია და მკვლელობაც წინასწარ იყო დაგეგმილი. მისივე თქმით, გურამ შარაძის მკვლელობა კამერების წინ უნდა მომხდარიყო, რომ შეექმნათ ალიბი.

for.ge რუსუდან შარაძეს ესაუბრა.

რუსუდან, თქვენ გამოაქვეყნეთ ვიდეოკადრი, სადაც კარგად ჩანს როგორ შემოდის პროფესორი და მას მიჰყვება წყვილი, ხოლო მათ უკან, 20:31:16-ზე ჩნდება მკვლელი, რომელიც გადაუსწრებს წყვილს, ესვრის კეფაში ტყვიას და ქრება. შემდეგ ისევ ჩნდება, ესვრის პირველ საკონტროლოს და ისევ ქრება. მერე კვლავ ჩნდება – დაახლის მეორე საკონტროლოს და სამუდამოდ ქრება. ამ კადრებში მართლაც ბევრი საინტერესო დეტალია, მათ შორის ის წყვილი, რომელთა თვალწინ მოხდა მკვლელობა და ჩვეულებრივ აგრძელებენ გზას. თუ შეგიძლიათ ამ მონაკვეთზე გვიამბოთ, რა დასტურდება ამ კადრებით?

რუსუდან შარაძე: ე.წ. „ალდაგის“ ფირები არათუ დეტალია, არამედ მკვლელობის საქმეში თავიდანვე ჩაიდო, როგორც მთავარი მტკიცებულება, მაშინდელი ოფიციალური ვერსიის სასარგებლოდ. გამოვიდა პირიქით – სწორედ, ეს ფირები ადასტურებს, რომ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე თავიდანვე გაყალბებულია და მკვლელობაც წინასწარ, ზედმიწევნით კარგად იყო დაგეგმილი. ამაზე მეტყველებს, თუნდაც, მკვლელობის ოფიციალური დრო – ფირის მიხედვით, პირველი გასროლა 20:31 საათზე ხდება, ეს მაშინ, როდესაც „აჭარის“ საინფორმაციო გამოშვება უკვე პირდაპირ ეთერში გადასცემდა პოლიციის მიერ გადაკეტილ მელიქიშვილის გამზირს, იქ შეკრებილ უამრავ ადამიანს და სისხლში მოცურავე გურამ შარაძეს.

სრულად

Posted in 2023, გურამ შარაძე, ინტერვიუ, რუსუდან შარაძე | Tagged , , , | დატოვე კომენტარი

გურამ შარაძე – 82 


311454690_187388057179674_5455813161069656795_n

გურამ შარაძე – 82 

“დღეს 17 ოქტომბერია,ბატონი გურამ შარაძის დაბადების დღე. 82 წლის გახდებოდა. თქვენ ამ ასაკშიც ენერგიული იდეებითა და საქმეებით დატვირთული იქნებოდით, ბატონო გურამ. დღესაც მთელი დღე იმუშავებდით თავაუღებლად. როგორ აკლიხართ საქართველოს, როგორ გვენატრება თქვენი ხმა, თქვენი მართალი სიტყვა.

დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო გურამ! უფალმა ნათელში დაამკვიდროს თქვენი სული.

ღმერთმა დაგილოცოთ შთამომავლობა.

ღმერთმა დაგილოცოთ თქვენი სათაყვანებელი სამშობლო!”.

რუსუდან კობახიძე

17.10.2022

 

Posted in 2022, გურამ შარაძე | Tagged , | დატოვე კომენტარი

„სუს-მა და კერძოდ, სოსო გოგაშვილმა ვახტან გაბელია დაატერორა და საბოლოოდ, ისე გადამკიდეს, რომ მოსაკლავად დამდევდა“


sharade

რუსუდან შარაძე: „სუს-მა და კერძოდ, სოსო გოგაშვილმა ვახტან გაბელია დაატერორა და საბოლოოდ, ისე გადამკიდეს, რომ მოსაკლავად დამდევდა“

6 აგვისტო, 2022

პროფესორ გურამ შარაძის მკვლელობის საქმე ამ დრომდე ბურუსითაა მოცული. გამოძიებას არ ჰყავს ბრალდებული და მეტიც, იმის მიუხედავად, რომ შარაძის მკვლელობის საქმეზე არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების დანაშაულებეზე მიუთითებს, მის დასადგენად პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებებს არ ატარებს. მოკლული პროფესორის შვილი, რუსუდან შარაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მკვლელობა შეუკვეთა სააკაშვილმა, ორგანიზატორი იყო დათა ახალაია და შეასრულეს მეგის ქარდავას ზონდერებმა: თემურ ჯგერენაიამ და გია ფაჩულიამ. ხოლო, გიორგი ბარათელი მკვლელობის დროს, მკვლელობის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

for.ge რუსუდან შარაძეს ესაუბრა.

„მოყვეს სოსო გოგაშვილი ვინ ავალებდა გურამ შარაძის მკვლელობის ოქროს მოწმის დაშინება-დაშანტაჟებას, მტკიცებულებების გაქრობას, სადაა დღეს აუდიო-ჩანაწერი, სადაც მკვლელობის ორგანიზატორი – დათა ახალაია უშუალო მკვლელს ასახელებს და ვინ იცის, იქნებ ყოველდღე სანთელიც დავუნთო“, – შეგიძლიათ დეტალურად გვითხრათ რას გულისხმობთ და რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს სოსო გოგაშვილს პროფესორ გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან?

რუსუდან შარაძე: გურამ შარაძის მკვლელობასთან სოსო გოგაშვილს შეხება არ ჰქონია, თუმცა ის თავიდან ბოლომდე კავშირშია ამ საქმის მიჩქმალვასთან, მოწმის დაშინება-დაშანტაჟებასთან და მტკიცებულების გაქრობასთან. ჩემი აზრით, მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია იმაზეც, ვინ მოკლა მამაჩემი და კიდევ ვინ არიან ამ საქმის ირიბი თუ პირდაპირი თანამონაწილენი. ის მაინც ხომ დანამდვილებით იცის, ვინ ავალებდა არ გამოძიებულიყო გურამ შარაძის მკვლელობა?! ბატონ სოსოს არ ეგონოს, რომ რამეს თუ იტყვის, თვალდახუჭული დავუჯერებ. არავის მივცემ უფლებას, რომ მამაჩემის მკვლელობის საქმე სათავისოდ გამოიყენოს და ვინმეს ხელში იარაღად მაქციოს. პირადი გამოცდილებით ვიცი, რომ აქამდე ამის არაერთი მცდელობა ყოფილა და ახლაც ბევრია ჩასაფრებული.

სრულად: https://guramsharadze.wordpress.com/gamosatxovari/2014-2/gogashvili/

Posted in 2022, რუსუდან შარაძე | Tagged , , | დატოვე კომენტარი

კახა მიქაიასა და სოსო გოგაშვილის საუბრის აუდიოჩნაწერი. 2017 წლის ივნისი


 

კახა მიქაიასა და სოსო გოგაშვილის საუბრის აწ უკვე ყბადაღებული აუდიოჩანაწერი 

2017 წლის ივნისი

 
Posted in 2017, გურამ შარაძე | Tagged , , | დატოვე კომენტარი