რუსუდან შარაძე: მინდა, ყველაფერი გიამბოთ, მაგრამ ვშიშობ…


რუსუდან შარაძეაკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობიდან 9 წელი სრულდება. მომხდარი დანაშაულის განახლებული გამოძიება 2 წელია მიმდინარეობს. როგორც შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე „რეპორტიორთან” საუბარში აცხადებს, საგამოძიებო პროცესის მიმართ  ოპტიმისტურადაა განწყობილი და დარწმუნებულია, რომ სამართალი იზეიმებს.

„ბევრი საუბრის უფლება არ მაქვს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჩემი მოთხოვნები, რაც კი აქამდე საკითხი დამიყენებია, ყველა ფორმით კმაყოფილდება. ამის გამო ძალიან მადლობელი ვარ ბატონი ირაკლი შოთაძის. გამოძიება მიმდინარეობს, საქმეს უძღვება ძალიან გამოცდილი გამომძიებელი გიორგი ლომთაძე. დიდი იმედით ვუყურებ ამ პროცესს. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, ყველაფერი დასრულდება ჩვენს სასარგებლოდ. პროცესი მარტო პროკურატურაზეც არაა დამოკიდებული, მოწმეებიც ხომ უნდა გამოჩნდნენ და თქვან, რაც დაინახეს საკუთარი თვალით. მამაჩემის მკვლელობას ჰყავს ათეულობით თვითმხილველი, გადაღებულია ფირზეც, მაქსიმალურად ხდება ამ ფირიდან ინფორმაციის ამოღება. ძალიან მინდა, ყველაფერი გიამბოთ, მაგრამ ვშიშობ, ყველაფერი არ გავაფუჭო ჩემი სულსწრაფობით.

საქმის პროკურორთან კომუნიკაცია მაქვს ყოველდღიური. ვხვდები როგორც მთავარ პროკურორს, ისე ბატონ გიორგი ლომთაძეს. ვთანამშრომლობთ და ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე ნაბიჯს არ ვდგამთ. მაქვს იმედი, რადგან საქმე საიმედო ხელშია. სამართალი აუცილებლად იზეიმებს!” – განაცხადა შარაძემ.

This entry was posted in Sharadze and tagged . Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s