ირაკლი ღარიბაშვილს


rusoსაქართველოს პრემიერ-მინისტრს
 ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს

ბატონო ირაკლი!

მას შემდეგ, რაც ყველას თვალწინ ააფეთქეს იური ვაზაგაშვილი და მკვლელობის შემსრულებელი მოქმედი პოლიციელი აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც არაერთი ადამიანის წამებაში მხილებული პირები დღემდე მაღალ თანამდებობებზე იყვნენ და რჩებიან, იძულებული ვარ, ამ ფორმით მოგმართოთ.

მამაჩემის – გურამ შარაძის მკვლელობაში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილე ადამიანებიც, სხვათა მსგავსად, ისევ მუშაობენ ძალოვან სტრუქტურებში და რაც ყველაზე სამწუხაროა, ისინი ხელახლა დაინიშნენ თანამდებობებზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. გარდა იმისა, რომ ეს არის გაუგონარი უსამართლობა, ეს პირები საშიში არიან საზოგადოებისთვის.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვარ-სახელების შესახებ ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია და ჯერ კიდევ, 2013 წელს, საჯაროდ გავახმოვანე.
ვინაიდან, 2014 წლის ივლისში, გურამ შარაძის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო, არ მინდოდა ჩემი აქტიურობით ხელი შემეშალა. ვვარაუდობდი, რომ ამ ადამიანების თანამდებობებიდან გათავისუფლება ბუნებრივად, ჩემი ხმაურის გარეშე, ისედაც მოხდებოდა.

მოკლედ რომ ჩამოვაყალიბო, მამაჩემის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირებიდან (სია არასრულია):
თემურ ჯგერენაია მოკლულია გაუგებარ ვითარებაში;
მეგის ქარდავა და კოხტა კოდუა გაქცეულები არიან;
გურიკა ჭითანავა, ცნობილი „კასრების საქმის“ ერთ-ერთი მონაწილე, მწამებელი და გამაუპატიურებელი, პატიმარია;

თანამდებობებზე რჩებიან:
გია ფაჩულია – სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგანგებო და სპეციალური ღონისძიებების ცენტრის უფროსის მოადგილე;
ზაზა ლატარია – სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსი;
კობა ნარსიაც, ჩემი ინფორმაციით, თბილისის პოლიციაში მუშაობს;
მოქმედი პოლიციელები არიან რობერტ პანიევი და ლევან ბოჭორიშვილი – პატრულის ის ორი ცრუ მოწმე თანამშრომელი, რომელთა ჩვენებების საფუძველზე დააკავეს გიორგი ბარათელი და რომელთა ჩვენებებმაც მაშინდელი ხელისუფლების ვერსიას დაუდეს სათავე.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ზაზა ხასაია, არც ისე დიდი ხნის წინ, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

მოგმართავთ თხოვნით, რომ ვიდრე ამ ადამიანების მიმართ არსებობს გარკვეული ეჭვი, რომ პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობა აქვთ მიღებული გურამ შარაძის მკვლელობაში, შეუჩერდეთ უფლებამოსილება, სანამ გამოძიება დამთავრდება და დადგინდება მათი დანაშაული თუ უდანაშაულობა.

პატივისცემით

რუსუდან შარაძე
11 თებერვალი, 2015

This entry was posted in Sharadze. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s