გურამ შარაძე – 73


2013 წლის 17 ოქტომბერს სრულდება ცნობილი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, მეცნიერის, ღირსეული მამულიშვილის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ გურამ შარაძის დაბადებიდან 73-ე წლისთავი. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვზეიმობთ… ყველა პრობლემა – ზოგადქართული, ეროვნული, რისთვისაც გურამ შარაძე იბრძოდა, დღესაც აქტუალურია ქართველი ერისათვის. გურამ შარაძის დახვრეტით ჩვენი სამშობლოს დაუძინებელმა მტრებმა საყრდენი კედელი დაუნგრიეს ქართველ ერს. მისი სახელი იმ მამულიშვილთა შორის ჩაეწერა ოქროს ასოებით, სამშობლოს სამსხვერპლოზე რომ მიიტანეს საკუთარი სიცოცხლე და ოჯახი, რომელთაც არასოდეს დაუმადლებიათ საქართველოსა და მშობელი ხალხისათვის ქვეყნის გადასარჩენად გაღებული მსხვერპლი. გურამ შარაძისა და მისი დარი მამულიშვილების სულები იზეიმებენ ზეციურ საქართველოში, როცა ჩვენი სამშობლო გამთლიანდება, გაძლიერდება, ზნეობრივ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, ნიჭიერი ქართველი ერი წელში გამართული და ამაყი ივლის სხვა ერთა შორის. ჩვენ, დღევანდელ ქართველობას ძალას გვმატებს ღირსეულ მამულიშვილთა შემართება და შეუპოვარი ბრძოლა საქართველოსა და ქართველი ერისათვის.
მწუხარე წავიდა ამ ქვეყნიდან გურამ შარაძე და კიდევ არაერთი ღირსეული ქართველი. ღმერთმა ქნას, ეს ტკივილი სიხარულით შეცვლოდეთ მათ ზეციურ საქართველოში.

17 ოქტომბერს გურამ შარაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით
14 საათზე გადახდილი იქნება პანაშვიდი ვერის სასაფლაოზე,
16 საათსა და 30 წუთზე ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში (ჭავჭავაძის გამზ. #13, თსუ მე-8 კორპუსი) გაიხსნება მცირე გამოფენა ”გურამ შარაძე და ქართული ემიგრაცია”,
20 საათზე კი საზოგადოება თავს მოიყრის მელიქიშვილის გამზირზე, იქ სადაც 2007 წლის 20 მაისს საჯაროდ დახვრიტეს ბატონი გურამი.

გურამ შარაძის საზოგადოება

This entry was posted in გურამ შარაძე. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s