ღია წერილი ხათუნა პაიჭაძეს


35389_131881290173153_1927514_n[1]ხათუნა პაიჭაძეს, საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესცენტრის ხელმძღვანელს.

გამარჯობა, ქალბატონო ხათუნა!

სამი დღის წინ მობილურზეც და ფეისბუკის პირად ფოსტაშიც მოგწერეთ, მაგრამ თქვენგან არათუ პასუხი, სიცოცხლის ნიშანწყალიც კი არ ისმის.

2013 წლის 27 მაისს სამეგრელო-ზემოსვანეთის პროკურორ ვალერი იოსავასთან იყო მისული კონკრეტული პიროვნება (სახელს და გვარს შეგნებულად არ ვწერ, მაგრამ უკვე მოგახსენეთ), რომელმაც დაასახელა მამაჩემის – გურამ შარაძის მკვლელობის ერთ-ერთი შემკვეთის, აგრეთვე, ორი შემსრულებელი მკვლელის გვარები და იოსავასგან მოითხოვა ოფიციალური დაკითხვა.

ეს ამბავი დაწვრილებით პირადად ჩემგან შეიტყვეს ლაშა ნაცვლიშვილმა და მაია მწარიაშვილმა, თეა წულუკიანს მეგობარმა უთხრა, ხოლო ქალბატონმა თეამ, თავის მხრივ, არჩილ კბილაშვილს აცნობა.

მიუხედავად ამისა, პროკურატურის მხრიდან დღემდე არავითარი რეაგირება არ მომხდარა და ზემოაღნიშნული პიროვნება არ დაუკითხავს ვალერი იოსავას, რომელიც ეჭვმიტანილია ნაციონალებთან ფარულ გარიგებებში.

მაინტერესებს, მთავარი პროკურატურის პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით.

თუ საჭიროა, ოფიციალურად მოგმართავთ.

პატივისცემით,
რუსუდან შარაძე
06.06.2013

This entry was posted in რუსუდან შარაძე. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s