დემონსტრაციულად დახვრეტილი პროფესორის ქვრივი ხელს ადებს


დემონსტრაციულად დახვრეტილი პროფესორის ქვრივი ხელს ადებს03 04 2013

ღია წერილი ბატონ ზვიად ძიძიგურს და სხვებს!

ბატონო ზვიად, თქვენ მე შვილად მეკუთვნით, მაგრამ მაინც მინდა მოგმართოთ «ბატონობით», ვინაიდან დღეს «დიდი კაცი» ბრძანდებით. მე უნდა გაგახსენოთ ერთი ეპიზოდი თქვენი ცხოვრებიდან, რომელიც შეიძლება აღარც კი გახსოვთ.

2007 წლის 20 მაისს მე და ჩემს ოჯახს ცარგვალი დაგვემხო თავზე, მე მომიკლეს მეუღლე _ გურამ შარაძე, ხოლო ჩემს შვილებს და შვილიშვილებს _ უსაზღვროდ მოსიყვარულე მამა და ბაბუა.

დატრიალდნენ ჟურნალისტები და ინტერვიუს ინტერვიუზე იღებდნენ. ზოგი გულწრფელად განიცდიდა ამ ამბავს, ხოლო ზოგი ნიანგის ცრემლებს ღვრიდა. ერთ-ერთი ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი შემზარავი მკვლელობის მიზეზი, თქვენ მას განუცხადეთ, რომ ეს არ იყო პოლიტიკური მკვლელობა, არამედ რაღაც საყოფაცხოვრებო მოტივით განპირობებული რამ (გაზეთი შენახული მაქვს). ეს პოზიცია მაშინ ძალიან მომგებიანი იყო (კარგად იცით, – რატომაც) და თქვენც სარგებელს მეყსეულად სტაცეთ ხელი.

ახლა, როდესაც შეიცვალა ვითარება, აშკარად გამოიკვეთა, რომ ეს იყო მართლაც პოლიტიკური მკვლელობა, გამოწვეული იმ მიზნით, რომ გურამ შარაძე ამიერიდან წინ ვეღარ აღდგომოდა საქართველოს დამაქცევართ _ როგორც ქართველებს, ასევე ჩვენს ქვეყანას შემოსეულ ანგარებიან უცხო ტომელებს. მე თქვენ გეკითხებით: ოდნავ მაინც თუ შეგრცხვათ ან სინანული თუ დაგეუფლათ?…

სრულად:

https://guramsharadze.wordpress.com/gamosatxovari/2013-2/s-gakharia/

This entry was posted in გურამ შარაძე, Guram Sharadze, news. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s