,,რად მოკლეს გურამ შარაძე?!”


ეძღვნება გურამ შარაძის დაბადებიდან 70 წლისთავს

ვებგვერდზე თავმოყრილია ქართულ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები და ინტერვიუები, რომელთა წიგნად გამოცემასაც ’’გურამ შარაძის საზოგადოება’’ გეგმავს. ჩვენს წინაშე ზღვა მასალა იყო და ამიტომ შევეცადეთ, ისინი შეძლებისდაგვარად, თემატურად, შემდეგ ქრონოლოგიურად დაგვეყო და მკითხველისთვის ამ სახით მიგვეწოდებინა.

ჩაფიქრებული წიგნი ორი ნაწილისგან შედგება:

პირველი ნაწილი _ ,,სიმართლისთვის დევნილი’’ არის გურამ შარაძის პოზიცია და მოიცავს, როგორც თავად მის საგაზეთო ინტერვიუებს, ასევე სტატიებს მის შესახებ (ძირითადად 1996-2007 წ.წ.).

მეორე ნაწილში _ ,,სიკვდილი და დასაფლავება’’ შესულია 2007 წლის 20 მაისიდან დღემდე პრესაში გამოქვეყნებული მასალები, გურამ შარაძის მკვლელობასთან დაკავშირებული ჟურნალისტური გამოძიება, სტატიები, მოგონებები, გამოსათხოვარი, მისადმი მიძღვნილი ლექსები…

ვებგვერდზე აგრეთვე იხილავთ ფოტო-ალბომს, ვიდეოს,  გურამ შარაძის ბიოგრაფიასა და ბიბლიოგრაფიას.

რა თქმა უნდა, ინტერნეტვერსია ვერასდროს შეცვლის წიგნს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის უპირატესობა აქვს, რომ შესაძლებლობას გვაძლევს ჩაფიქრებული წიგნი გამოცემამდე შევავსოთ, დავხვეწოთ და უფრო ამომწურავი გავხადოთ.

წიგნისთვის გამოყენებულია: 57 დასახელების ჟურნალ-გაზეთის, 16 სააგენტოსა და ინტერნეტ-გამოცემის მასალები, ხოლო ჟურნალისტთა რიცხვი 162-მდე აღწევს (წყაროები).

ამ წიგნის ავტორები, სწორედ, ჟურნალისტები არიან. ეს მათ შემოუნახეს ისტორიას მართალი სიტყვა, რაც დღევანდელ საქართველოში ესოდენ დასაფასებელია. ჩვენც მადლობის მეტი რა გვეთქმის?!

ვფიქრობთ, ცოცხალი, დოკუმენტური მასალის ხელახლად გაცნობის შემდეგ, მკითხველისთვის კიდევ ერთხელ გახდება ნათელი, თუ რატომ მოკლეს გურამ შარაძე!

,,გურამ შარაძის საზოგადოება’’
2010

 

P.S. საზოგადოებას ჩაფიქრებული აქვს, აგრეთვე, მასალების შეგროვება მესამე ნაწილისთვის _ ,,გურამ შარაძე ცხოვრებაში’’. ვფიქრობთ, საინტერესო იქნებოდა თუ მისი კოლეგები, მეგობრები, ნათესავები, ნაცნობები ან თუნდაც, უცნობი ადამიანები გაიხსენებდნენ კონკრეტულ, ცხოვრებისეულ ეპიზოდებს.

გთხოვთ, მასალები მოგვაწოდოთ შემდეგ მისამართზე: g_sh_sazogadoeba@yahoo.com

ან დაგვირეკოთ: 29-15-53 (ქართული ემიგრაციის მუზეუმი, 09.00-დან 18.00-მდე, შაბათ-კვირის გარდა)

სარედაქციო კოლეგია 

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

4 Responses to ,,რად მოკლეს გურამ შარაძე?!”

  1. გულიკო გიგიბერია ამბობს:

    ჩემის აზრით გურამ შარაძე, არა მარტო მისი საზოგადოების მიერ უნდა იყოს პატივდადებული….!!!

    ყველამ – ვისშიც ქართული გენია-არ უნდა დაივიწყოს საქართველოსვის, ქართველობისთვის, მართლმადიდებლობისვის მებრძოლი და თავგანწირული კიდევ ერთი მამულიშვილი !!!

  2. noni ამბობს:

    I just found your post via Google and it’s great! Bookmarked and added to favotites! Thank you!

  3. Boracay ამბობს:

    Honestly, I really like and definitely agree with your article in here. I am hoping more author will have the same thinking like you.

  4. güvenlik kamerası ამბობს:

    Hi. I wanted to thank you for the fantastic info you have posted on your site. I will definitelycome back to check it out again and have subscribedto your RSS feed. Have a great day.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s